https://sputnik-georgia.com/20260323/sesma-aralegaluri-rzis-sawarmoebi-gamoavlina-297759328.html
სეს-მა რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინა
სეს-მა რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინა
Sputnik საქართველო
ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. 23.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-23T16:26+0400
2026-03-23T16:26+0400
2026-03-23T16:26+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23942/54/239425483_0:189:2971:1860_1920x0_80_0_0_29d4597aa00e23cbbd5b8c8f2cd52acb.jpg
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სიღნაღში, ვანში, საჩხერესა და ბათუმში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. კახეთის ინსპექტორებმა სიღნაღის სოფელ ჯუგაანში ყველის საწარმოში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად როგორც კრიტიკული, ისე არაკრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს - ინდმეწარმე საქმიანობდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე და არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. კიდევ ერთი ინდმეწარმე ვანის სოფელ სალხინოში ყველის გადამუშავებას ეწეოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე. ობიექტზე აღმოჩნდა ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დამზადებული ყველი (სულუგუნი) და ნადუღი. ამასთან, მზა სურსათი არ იყო ეტიკეტირებული. კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა საჩხერეს სოფ ჯალაურთაში ფიზიკური პირის კუთვნილ არალეგალურ ყველის საწარმოშიც. ბიზნესოპერატორი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა. აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ გამოვლინდა სავალდებულო აღიარების და ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე რძის შემცველი პროდუქტის საბითუმო რეალიზაციის ფაქტებიც. ფიზიკური პირი ბათუმში ჰიგიენური ნორმებისა და შენახვის პირობების დარღვევით ახდენდა რძის შემცველი პროდუქტის შესყიდვა-რეალიზაციას. სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა შპს „გურიაც“, რომელიც ასევე ბათუმში მდებარეობს. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. უწყებაში აღნიშნავენ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23942/54/239425483_119:0:2850:2048_1920x0_80_0_0_912a206f6155c50d08ace6bf9c12ffce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
სეს-მა რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინა
ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სიღნაღში, ვანში, საჩხერესა და ბათუმში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კახეთის ინსპექტორებმა სიღნაღის სოფელ ჯუგაანში ყველის საწარმოში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად როგორც კრიტიკული, ისე არაკრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს - ინდმეწარმე საქმიანობდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე და არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.
კიდევ ერთი ინდმეწარმე ვანის სოფელ სალხინოში ყველის გადამუშავებას ეწეოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე. ობიექტზე აღმოჩნდა ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დამზადებული ყველი (სულუგუნი) და ნადუღი. ამასთან, მზა სურსათი არ იყო ეტიკეტირებული.
კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა საჩხერეს სოფ ჯალაურთაში ფიზიკური პირის კუთვნილ არალეგალურ ყველის საწარმოშიც. ბიზნესოპერატორი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა.
აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ გამოვლინდა სავალდებულო აღიარების და ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე რძის შემცველი პროდუქტის საბითუმო რეალიზაციის ფაქტებიც.
ფიზიკური პირი ბათუმში ჰიგიენური ნორმებისა და შენახვის პირობების დარღვევით ახდენდა რძის შემცველი პროდუქტის შესყიდვა-რეალიზაციას. სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა შპს „გურიაც“, რომელიც ასევე ბათუმში მდებარეობს.
ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.