https://sputnik-georgia.com/20260323/saqartveloshi-ilia-meoris-shemcvlelze-saubroben-297759969.html
პოლიტიკა და რწმენა: საქართველოში ილია II-ის მემკვიდრის შესახებ დისკუსია დაიწყო
პოლიტიკა და რწმენა: საქართველოში ილია II-ის მემკვიდრის შესახებ დისკუსია დაიწყო
Sputnik საქართველო
წმინდა სინოდის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წინამძღოლის არჩევამდე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვალდებულებებს მიტროპოლიტი შიო შეასრულებს 23.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-23T18:29+0400
2026-03-23T18:29+0400
2026-03-23T18:29+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
საზოგადოება
ახალი ამბები
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24420/77/244207749_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_fb114cc77b6c323a44e2e6753d1c3c56.jpg
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია II უკანასკნელ გზაზე გუშინ გააცილა, დღეს კი ქვეყანაში აქტიურად დაიწყო დისკუსია მისი მემკვიდრის შესახებ, ოპოზიცია კი მომავალ პროცესებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.წმინდა სინოდის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წინამძღოლის არჩევამდე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვალდებულებებს მიტროპოლიტი შიო შეასრულებს - სინოდის სხდომა პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა უნდა გაიმართოს.პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ წმინდა სინოდში ბევრი ღირსეული კანდიდატია, გლოვის დღეებმა აჩვენა, რომ კანდიდატურის შერჩევის პროცესზე ხელისუფლება გავლენის მოხდენას შეეცდება.მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ილია მეორეს კარგად ესმოდა საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობა და მუდამ ქვეყნის განვითარებაზე ზრუნავდა. პოლიტიკოსის თქმით, ახლა უმთავრესია ეკლესია დარჩეს ძლიერი და ჰყავდეს ღირსეული წინამძღოლი და მომავალი პატრიარქი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში შერიგებას, განვითარებასა და რწმენის განმტკიცებას.პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ გიგა ფარულავას განცხადებით, ახალი პატრიარქის შერჩევა სრულად წმინდა სინოდის პრეროგატივაა და პარტია ნებისმიერ მის გადაწყვეტილებას დაემორჩილება. დეპუტატის თქმით, ამ საკითხში გარეშე პირთა ჩარევა და პოლიტიკური დისკუსიები მიუღებელია.მან ხაზგასმით აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქის განსაკუთრებულ როლი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში: „პატრიარქის მოღვაწეობას ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს. მადლიერი ვართ მისი მსახურებისა და იმ დიდი სიყვარულისთვის, რაც მან დატოვა. გასულმა დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა ჩვენი მოქალაქეების უდიდესი სიყვარული და ის ერთიანობა, რომელიც ქვეყნისთვის ასე აუცილებელი იყო“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.სამების საკათედრო ტაძრიდან გამოსვენებისას პროცესიას ათასობით ადამიანი შეუერთდა. მოქალაქეებმა პატრიარქი შეძახილებით — „გვიყვარხარ, პატრიარქო!“ — გააცილეს.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. მისი პატრიარქობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24420/77/244207749_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_a11600a2ef3abe348455d9c87c07af79.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საზოგადოება, ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საზოგადოება, ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა და რწმენა: საქართველოში ილია II-ის მემკვიდრის შესახებ დისკუსია დაიწყო
წმინდა სინოდის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წინამძღოლის არჩევამდე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვალდებულებებს მიტროპოლიტი შიო შეასრულებს
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია II უკანასკნელ გზაზე გუშინ გააცილა, დღეს კი ქვეყანაში აქტიურად დაიწყო დისკუსია მისი მემკვიდრის შესახებ, ოპოზიცია კი მომავალ პროცესებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.
წმინდა სინოდის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წინამძღოლის არჩევამდე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვალდებულებებს მიტროპოლიტი შიო შეასრულებს - სინოდის სხდომა პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა უნდა გაიმართოს.
პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ წმინდა სინოდში ბევრი ღირსეული კანდიდატია, გლოვის დღეებმა აჩვენა, რომ კანდიდატურის შერჩევის პროცესზე ხელისუფლება გავლენის მოხდენას შეეცდება.
„ეს იქნება ძალიან რთული პროცესი და პროგნოზების გაკეთება, ალბათ, არ შეიძლება. დასახელებულია რამდენიმე სავარაუდო კანდიდატი და ეს იქნება უდიდესი ტვირთი. ასეთი მაღალი ავტორიტეტის მქონე ადამიანის შემდეგ, რომელიც სიტყვის ძალითა და საყოველთაო სიყვარულით სარგებლობდა, ამ ფუნქციის შესრულება უმძიმესი ტვირთია“, – განაცხადა წერეთელმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ილია მეორეს კარგად ესმოდა საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობა და მუდამ ქვეყნის განვითარებაზე ზრუნავდა. პოლიტიკოსის თქმით, ახლა უმთავრესია ეკლესია დარჩეს ძლიერი და ჰყავდეს ღირსეული წინამძღოლი და მომავალი პატრიარქი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში შერიგებას, განვითარებასა და რწმენის განმტკიცებას.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ გიგა ფარულავას განცხადებით, ახალი პატრიარქის შერჩევა სრულად წმინდა სინოდის პრეროგატივაა და პარტია ნებისმიერ მის გადაწყვეტილებას დაემორჩილება. დეპუტატის თქმით, ამ საკითხში გარეშე პირთა ჩარევა და პოლიტიკური დისკუსიები მიუღებელია.
„ჩვენთვის დაუშვებელია ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა. ბუნებრივია, ჩვენ მივესალმებით და დავეთანხმებით წმინდა სინოდის ნებისმიერ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ფარულავამ ჟურნალისტებთან.
მან ხაზგასმით აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქის განსაკუთრებულ როლი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში:
„პატრიარქის მოღვაწეობას ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს. მადლიერი ვართ მისი მსახურებისა და იმ დიდი სიყვარულისთვის, რაც მან დატოვა. გასულმა დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა ჩვენი მოქალაქეების უდიდესი სიყვარული და ის ერთიანობა, რომელიც ქვეყნისთვის ასე აუცილებელი იყო“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.
სამების საკათედრო ტაძრიდან გამოსვენებისას პროცესიას ათასობით ადამიანი შეუერთდა. მოქალაქეებმა პატრიარქი შეძახილებით — „გვიყვარხარ, პატრიარქო!“ — გააცილეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. მისი პატრიარქობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი იყო.