https://sputnik-georgia.com/20260323/saqartvelos-ashsh-saxdepartamentis-warmomadgeneli-ewveva-297761465.html
საქართველოს აშშ-ის სახდეპის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი ეწვია
საქართველოს აშშ-ის სახდეპის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი ეწვია
Sputnik საქართველო
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი შეხვედრას გამართავს მთავრობის, კერძო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან, იგი ასევე დაათვალიერებს ფოთის პორტს. 23.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-23T21:00+0400
2026-03-23T21:00+0400
2026-03-23T21:00+0400
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/11/276792769_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_662d5979a4e6166df6fc179111d07b2a.jpg
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.უწყების ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი შეხვედრას გამართავს მთავრობის, კერძო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან, იგი ასევე დაათვალიერებს ფოთის პორტს.საქართველო და აშშსაქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.2026 წლის 18 მარტს აშშ-მ საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომლის მოქალაქეებსაც აშშ-ის ბიზნეს და ტურისტულ ვიზაზე განაცხადის გასაკეთებლად 15 ათას დოლარამდე ოდენობის დეპოზიტის წარდგენა მოეთხოვებათ.მანამდე, 2026 წლის 21 იანვრიდან აშშ-მ საქართველოსა და კიდევ 74 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემა დროებით შეაჩერა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეიზღუდა იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზოგადოებრივი სარგებლის გამოყენების მაღალ რისკს წარმოადგენენ.გარდა ამისა, შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/11/276792769_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_ca0e3ba1591e68a63d1bc16f7823e8e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოს აშშ-ის სახდეპის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი ეწვია
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი შეხვედრას გამართავს მთავრობის, კერძო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან, იგი ასევე დაათვალიერებს ფოთის პორტს.
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი შეხვედრას გამართავს მთავრობის, კერძო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან, იგი ასევე დაათვალიერებს ფოთის პორტს.
„მოხარული ვართ მივესალმოთ პიტერ ანდრეოლის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს საქართველოში", - განთქვამია განცხადებაში.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
2026 წლის 18 მარტს აშშ-მ საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომლის მოქალაქეებსაც აშშ-ის ბიზნეს და ტურისტულ ვიზაზე განაცხადის გასაკეთებლად 15 ათას დოლარამდე ოდენობის დეპოზიტის წარდგენა მოეთხოვებათ.
მანამდე, 2026 წლის 21 იანვრიდან აშშ-მ საქართველოსა და კიდევ 74 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემა დროებით შეაჩერა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეიზღუდა იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზოგადოებრივი სარგებლის გამოყენების მაღალ რისკს წარმოადგენენ.
გარდა ამისა, შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.