საქართველომ რუსეთში ექსპორტზე ანტიბიოტიკების რეკორდული რაოდენობა გაიტანა

© photo: Sputnik / Pavel Lisitsyn / გადასვლა მედიაბანკშიმედიკამენტები
მედიკამენტები - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2026
გამოწერა
თებერვალში საქართველომ რუსეთში 243.8 მლნ დოლარის ღირებულების ანტიბიოტიკების ექსპორტირება მოახდინა.
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთმა საქართველოსგან ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მთელი ისტორიის მანძილზე რეკორდული ღირებულების ანტიბიოტიკები შეიძინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებში.
თებერვალში საქართველომ რუსეთში ექპორტზე 243.8 მლნ დოლარის ღირებულების ანტიბიოტიკები გაიტანა - ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც ქვეყნები ერთმანეთთან ვაჭრობენ. შედარებისთვის, მანამდე მიწოდების ბოლო შემთხვევები 2025 წლის ნოემბერსა და აგვისტოში დაფიქსირდა, თუმცა, მაშინ მოცულობები გაცილებით მცირე იყო — შესაბამისად, 163.9 ათასი და 51.6 ათასი დოლარი.
გასულ წელს რუსეთმა საქართველოსგან ჯამში 3.6 მლნ დოლარის ღირებულების სხვადასხვა ორგანული ქიმიური ნაერთი და ფარმაცევტული პროდუქცია შეიძინა, რომლებიც მედიკამენტების წარმოებისთვის გამოიყენება.
ექსპორტირებული პროდუქციის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი იმუნოლოგიურმა საშუალებებმა დაიკავა, რომელთა ღირებულებამ 2.6 მლნ დოლარი შეადგინა.
სხვა ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდების მაჩვენებლები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:
მედიკამენტები — 359.6 ათასი დოლარი;
ვიტამინები — 236.4 ათასი დოლარი;
ანტიბიოტიკები — 215.6 ათასი დოლარი;
სხვა ფარმაცევტული ნაწარმი — 157.7 ათასი დოლარი.
ყველა ახალი ამბავი
0