https://sputnik-georgia.com/20260323/rusetma-ashsh-bushertan-dakavshirebit-gaaprtxila-297759181.html
რუსეთის საგარეო უწყებამ აშშ ბუშერის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმის თაობაზე გააფრთხილა
რუსეთის საგარეო უწყებამ აშშ ბუშერის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმის თაობაზე გააფრთხილა
Sputnik საქართველო
რუდენკოს თქმით, ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმის შედეგები კატასტროფული იქნება. 23.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-23T17:36+0400
2026-03-23T17:36+0400
2026-03-23T17:36+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
ირანი
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0c/251442297_0:149:3113:1900_1920x0_80_0_0_639774ac9adf47cfbf8b9fe9211d7a94.jpg
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. რუსეთი იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით წაყენებული ულტიმატუმის ფონზე, აშშ არ დაარტყამს ირანის ბუშერის ატომურ ელექტროსადგურს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ მოსკოვში მეორე საერთაშორისო კონფერენციის „რუსეთი და ინდოეთი: ორმხრივი ურთიერთობების ახალი დღის წესრიგისკენ“ კულუარებში, იუწყება იუწყება РИА Новости.მოსკოვში ორშაბათს სტარტს აიღებს მეორე საერთაშორისო კონფერენცია „რუსეთი და ინდოეთი: ორმხრივი ურთიერთობების ახალი დღის წესრიგისკენ“. მიმდინარე წლის პლენარული სესიების მთავარი თემები იქნება: რუსეთისა და ინდოეთის თანამშრომლობა ფორმირებად მრავალპოლარულ სამყაროში, ორ სახელმწიფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება, მოსკოვისა და ნიუ-დელის ურთიერთობები მესამე ქვეყნებთან და რეგიონებთან.რუდენკოს თქმით, აღნიშნულ ობიექტზე თავდასხმის შედეგები კატასტროფული იქნება.როგორც ადრე ტრამპმა განაცხადა, თუ ირანი 48 საათის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეს არ გახსნის, აშშ ისლამური რესპუბლიკის ელექტროსადგურებს გაანადგურებს. ამის ფონზე მოსკოვმა იმედი გამთქა, რომ ამერიკული მხარე არ დაუშვებს ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმას.ბუშერის ატომური ელექტროსადგურის გარშემო არსებული ვითარება განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, რადგანაც სადგურის უსაფრთხოების საკითხი რუსი და ირანელი ოფიციალური პირების საჯარო განცხადებებში მანამდეც არაერთხელ გაჟღერდა.
ირანი
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0c/251442297_190:0:2921:2048_1920x0_80_0_0_392d987e9cec2ba10ccc4e4f12bb43ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, ირანი , აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, ირანი , აშშ
რუსეთის საგარეო უწყებამ აშშ ბუშერის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმის თაობაზე გააფრთხილა
რუდენკოს თქმით, ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმის შედეგები კატასტროფული იქნება.
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. რუსეთი იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით წაყენებული ულტიმატუმის ფონზე, აშშ არ დაარტყამს ირანის ბუშერის ატომურ ელექტროსადგურს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ მოსკოვში მეორე საერთაშორისო კონფერენციის „რუსეთი და ინდოეთი: ორმხრივი ურთიერთობების ახალი დღის წესრიგისკენ“ კულუარებში, იუწყება იუწყება
РИА Новости.
მოსკოვში ორშაბათს სტარტს აიღებს მეორე საერთაშორისო კონფერენცია „რუსეთი და ინდოეთი: ორმხრივი ურთიერთობების ახალი დღის წესრიგისკენ“. მიმდინარე წლის პლენარული სესიების მთავარი თემები იქნება: რუსეთისა და ინდოეთის თანამშრომლობა ფორმირებად მრავალპოლარულ სამყაროში, ორ სახელმწიფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება, მოსკოვისა და ნიუ-დელის ურთიერთობები მესამე ქვეყნებთან და რეგიონებთან.
რუდენკოს თქმით, აღნიშნულ ობიექტზე თავდასხმის შედეგები კატასტროფული იქნება.
„იმედი მაქვს, რომ ბუშერი ამ სიაში არ მოხვდება, რადგანაც შედეგები ყველასთვის კატასტროფული იქნება. ვფიქრობ, ამერიკის ხელმძღვანელობას ეყოფა კეთილგონიერება, რომ ეს არ გააკეთოს“, – განაცხადა რუდენკომ ჟურნალისტებთან.
როგორც ადრე ტრამპმა განაცხადა, თუ ირანი 48 საათის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეს არ გახსნის, აშშ ისლამური რესპუბლიკის ელექტროსადგურებს გაანადგურებს. ამის ფონზე მოსკოვმა იმედი გამთქა, რომ ამერიკული მხარე არ დაუშვებს ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმას.
ბუშერის ატომური ელექტროსადგურის გარშემო არსებული ვითარება განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, რადგანაც სადგურის უსაფრთხოების საკითხი რუსი და ირანელი ოფიციალური პირების საჯარო განცხადებებში მანამდეც არაერთხელ გაჟღერდა.