https://sputnik-georgia.com/20260323/ramdenit-gaizrdeba-avtomobilebis-importze-gadasaxadi-297757478.html
რამდენით გაიზრდება ავტომობილების იმპორტზე აქციზის გადასახადი საქართველოში? - პროექტი
რამდენით გაიზრდება ავტომობილების იმპორტზე აქციზის გადასახადი საქართველოში? - პროექტი
Sputnik საქართველო
პროექტის თანახმად, აქციზის გადასახადის ზრდა შეეხება ორ წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს. 23.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-23T15:29+0400
2026-03-23T15:29+0400
2026-03-23T15:29+0400
საქართველო
კანონმდებლობა
საქართველოს პარლამენტი
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/14/261316933_242:405:2104:1452_1920x0_80_0_0_a8b77b88c409ced92b200ac5bba93c50.jpg
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში წარდგენილია „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომელიც იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის გადასახადის ზრდას ითვალისწინებს.პროექტის თანახმად, აქციზის გადასახადის ზრდა შეეხება ორ წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს.ავტომობილის აქციზის გადასახადი საქართველოში ძრავის მოცულობისა და ავტომობილის წლოვანების მიხედვით განისაზღვრება. კუბური სანტიმეტრი (კუბი) წარმოადგენს ძრავის მოცულობის საზომ ერთეულს - მაგალითად, 2.0-იანი ძრავა ნიშნავს, რომ მისი მოცულობა 2 000 კუბურ სანტიმეტრს შეადგენს. ძირითადი ცვლილებები წლების მიხედვით:აღსანიშნავია, რომ გაზრდილი გადასახადის გადახდა არ მოუწევთ იმ პირებს, რომლებსაც ავტომობილები უკვე შეძენილი ჰყავთ და მათ საქართველოში ჩამოყვანას ელოდებიან.გასულ კვირას საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უარი თქვას 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის სრულ აკრძალვაზე და მის ნაცვლად ძველ ავტომობილებზე სპეციალური აქციზი დააწესოს. გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი ბიზნეს-სექტორის პროტესტი გახდა. ექსპერტებისა და ბიზნესის წარმომადგენლების განცხადებით, აკრძალვა ნეგატიურად იმოქმედებდა ბაზარზე არსებულ ფასებზე, საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები კი ავტომობილის შეძენას ვერ შეძლებდნენ.გარდა ამისა, ოპონენტების განცხადებით, აღნიშნული ცვლილებით, პირველ რიგში, რეგიონების მოსახლეობა დაზარალდებოდა, რომელთათვისაც ავტომობილის ყოლა ცენტრთან დაკავშირებას და მრავალ სერვისზე წვდომას ნიშნავს. აკრძალვამ ასევე შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს ავტოიმპორტის, ლოგისტიკისა და ავტოსერვისის სექტორებზე.ავტომობილების ექსპორტი საქართველოს საგარეო ვაჭრობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. მარტო 2026 წლის იანვარში ავტომობილების ექსპორტმა საქართველოს მთლიანი ექსპორტის ერთი მეხუთედი შეადგინა. მიმდინარე წლის იანვარში ქვეყნიდან ექსპორტზე 100,7 მლნ დოლარის ღირებულების ავტომობილი გავიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/14/261316933_117:401:2056:1855_1920x0_80_0_0_c6376238ae29f9bd136c4785f5f69a8f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კანონმდებლობა, საქართველოს პარლამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, კანონმდებლობა, საქართველოს პარლამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
რამდენით გაიზრდება ავტომობილების იმპორტზე აქციზის გადასახადი საქართველოში? - პროექტი
პროექტის თანახმად, აქციზის გადასახადის ზრდა შეეხება ორ წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს.
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში წარდგენილია „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომელიც იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის გადასახადის ზრდას ითვალისწინებს.
პროექტის თანახმად, აქციზის გადასახადის ზრდა შეეხება ორ წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტს.
ავტომობილის აქციზის გადასახადი საქართველოში ძრავის მოცულობისა და ავტომობილის წლოვანების მიხედვით განისაზღვრება. კუბური სანტიმეტრი (კუბი) წარმოადგენს ძრავის მოცულობის საზომ ერთეულს - მაგალითად, 2.0-იანი ძრავა ნიშნავს, რომ მისი მოცულობა 2 000 კუბურ სანტიმეტრს შეადგენს.
ძირითადი ცვლილებები წლების მიხედვით:
2 წლამდე ასაკის ავტომობილებზე გადასახადი უცვლელი რჩება და კვლავ 1,5 ლარი იქნება კუბურ სანტიმეტრზე. ასევე 1,5 ლარამდე გაიზრდება გადასახადი 4 წლის წინ გამოშვებულ ავტომობილებზე, რომლის ოდენობაც დღეს 1,2 ლარს შეადგენს.
5 წლის წინ გამოშვებული ავტომობილებისთვის გადასახადი 1 ლარის ნაცვლად 1,5 ლარი გახდება. 6 წლის წინ გამოშვებულ ავტომობილებზე კი გადასახადი თითქმის ორმაგდება — 0.8-დან 1,5 ლარამდე.
6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის, ახალი წესების თანახმად, გადასახადი კუბურ სანტიმეტრზე 4,5 ლარი იქნება.
განსაკუთრებული რეგულაცია შეეხება მარჯვენასაჭიან ავტომობილებს, რომლებსაც საჭე გადატანილი აქვთ: მათთვის აქციზის გადასახადი შესაბამისი ასაკის მარცხენასაჭიანი ავტომობილის ტარიფის სამმაგი ოდენობით განისაზღვრება.
აღსანიშნავია, რომ გაზრდილი გადასახადის გადახდა არ მოუწევთ იმ პირებს, რომლებსაც ავტომობილები უკვე შეძენილი ჰყავთ და მათ საქართველოში ჩამოყვანას ელოდებიან.
გასულ კვირას საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უარი თქვას 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის სრულ აკრძალვაზე და მის ნაცვლად ძველ ავტომობილებზე სპეციალური აქციზი დააწესოს.
გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი ბიზნეს-სექტორის პროტესტი გახდა. ექსპერტებისა და ბიზნესის წარმომადგენლების განცხადებით, აკრძალვა ნეგატიურად იმოქმედებდა ბაზარზე არსებულ ფასებზე, საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები კი ავტომობილის შეძენას ვერ შეძლებდნენ.
გარდა ამისა, ოპონენტების განცხადებით, აღნიშნული ცვლილებით, პირველ რიგში, რეგიონების მოსახლეობა დაზარალდებოდა, რომელთათვისაც ავტომობილის ყოლა ცენტრთან დაკავშირებას და მრავალ სერვისზე წვდომას ნიშნავს. აკრძალვამ ასევე შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს ავტოიმპორტის, ლოგისტიკისა და ავტოსერვისის სექტორებზე.
ავტომობილების ექსპორტი საქართველოს საგარეო ვაჭრობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. მარტო 2026 წლის იანვარში ავტომობილების ექსპორტმა საქართველოს მთლიანი ექსპორტის ერთი მეხუთედი შეადგინა. მიმდინარე წლის იანვარში ქვეყნიდან ექსპორტზე 100,7 მლნ დოლარის ღირებულების ავტომობილი გავიდა.