https://sputnik-georgia.com/20260323/guram-kashia-nakrebidan-midis-297754868.html
ივნისში ჩემი საამაყო მაისურით ბოლოჯერ ვითამაშებ: კაშია ნაკრებიდან მიდის
ივნისში ჩემი საამაყო მაისურით ბოლოჯერ ვითამაშებ: კაშია ნაკრებიდან მიდის
Sputnik საქართველო
როგორც ფეხბურთელმა აღნიშნა, იგი 2 ივნისს რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში მიიღებს მონაწილეობას და გულშემატკივარს დაემშვიდობება. 23.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-23T12:29+0400
2026-03-23T12:29+0400
2026-03-23T12:29+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/11/284285339_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_3ed82df8bd0f1d3ac43a69579af52164.jpg
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ივნისში ეროვნულ გუნდში კარიერას დაასრულებს. ამის შესახებ ფეხბურთელმა მიხეილ მესხის სახელობის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.როგორც ფეხბურთელმა აღნიშნა, იგი 2 ივნისს რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში მიიღებს მონაწილეობას და გულშემატკივარს დაემშვიდობება.ფეხბურთელის თქმით, იგი საქართველოს ნაკრების უახლოეს ორ შეხვედრას გამოტოვებს და გუნდს ბოლო სანაკრებო მატჩში შეუერთდება - ეროვნული ნაკრები 26 მარტს თბილისში ისრაელს დაუპირისპირდება, 29 მარტს კი ლიეტუვას კაუნასში შეხვდება.მან მადლობა გადაუხადა გულშემატკივარს სიყვარულისა და თანადგომისთვის. კაშიამ განსაკუთრებული მადლოერება გამოხატა თანაგუნდელებისა და სამწვრთნელო შტაბის მიმართ.„უდიდესი პატივია ვიყო ასეთი ნიჭიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული და საამაყო გუნდის კაპიტანი. ჩვენ ერთად მივაღწიეთ არა მხოლოდ ჩვენს მიზნებს, არამედ თითოეული ქართველის დიდ ოცნებას – ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე. ამ გზასთან დაკავშირებული თითოეული მომენტი ჩემთვის ისტორიაზე მეტია. თითოეულ მწვრთნელთან და გუნდის წევრთან გატარებული ყოველი წუთი დაუვიწყარია", - აღნიშნა კაშიამ.საქართველოს ეროვნული ნაკრებისა დად საფეხბურთო კლუბ ბრატისლავას „სლოვანის“ მცველი გურამ კაშია 2012 და 2013 წლებში დასახელდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად.მან 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. იგი არის საქართველოს ეროვნული ნაკრების რეკორდსმენი ჩატარებული მატჩების რაოდენობით - კაშიამ საქართველოს ნაკრების მაისურით 128 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.უნგრეთი, მატჩი 17:00-ზე შეხვდება. რაც მეორე თამაში ირლანდია. დაიწყება, გახლავთ და უკრაინა, ლიგას, სამი გუნდი ერთა ნაკრები საქართველო, 21:00-ზე მოხვდა: ისრაელისა ეს ნაკრებების ლიეტუვას შეეხება შემდეგ ჩრდილოეთ დღის კი ჩვენი საქართველოს ჩანიშნული. საქართველოს ჯგუფში
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/11/284285339_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_03f775541b0d97afb3c3d2915b9f333b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ივნისში ჩემი საამაყო მაისურით ბოლოჯერ ვითამაშებ: კაშია ნაკრებიდან მიდის
როგორც ფეხბურთელმა აღნიშნა, იგი 2 ივნისს რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში მიიღებს მონაწილეობას და გულშემატკივარს დაემშვიდობება.
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ივნისში ეროვნულ გუნდში კარიერას დაასრულებს. ამის შესახებ ფეხბურთელმა მიხეილ მესხის სახელობის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც ფეხბურთელმა აღნიშნა, იგი 2 ივნისს რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში მიიღებს მონაწილეობას და გულშემატკივარს დაემშვიდობება.
„38 წლის ასაკში დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ. ბედნიერი ვარ, რომ წლების განმავლობაში ვემსახურები ჩემს ქვეყანას და წარმოვადგენ სპორტის იმ სახეობას, რომელიც მთელ მსოფლიოში უყვართ. მიხარია, რომ მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა სხვადასხვა თაობის გამორჩეულ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად", - განაცხადა კაშიამ.
ფეხბურთელის თქმით, იგი საქართველოს ნაკრების უახლოეს ორ შეხვედრას გამოტოვებს და გუნდს ბოლო სანაკრებო მატჩში შეუერთდება - ეროვნული ნაკრები 26 მარტს თბილისში ისრაელს დაუპირისპირდება, 29 მარტს კი ლიეტუვას კაუნასში შეხვდება.
„განსაკუთრებულად ვემზადები ჩემი ბოლო სანაკრებო მატჩისთვის, რომელიც ივნისში მელოდება. ამხანაგურ მატჩში რუმინეთთან, ჩემი საამაყო მაისურით საქართველოს ნაკრებში ბოლოჯერ ვითამაშებ. შევხვდებით ჩემს 129-ე, ბოლო და ყველაზე დაუვიწყარ სანაკრებო მატჩზე“, – განაცხადა გურამ კაშიამ.
მან მადლობა გადაუხადა გულშემატკივარს სიყვარულისა და თანადგომისთვის. კაშიამ განსაკუთრებული მადლოერება გამოხატა თანაგუნდელებისა და სამწვრთნელო შტაბის მიმართ.
„უდიდესი პატივია ვიყო ასეთი ნიჭიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული და საამაყო გუნდის კაპიტანი. ჩვენ ერთად მივაღწიეთ არა მხოლოდ ჩვენს მიზნებს, არამედ თითოეული ქართველის დიდ ოცნებას – ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე. ამ გზასთან დაკავშირებული თითოეული მომენტი ჩემთვის ისტორიაზე მეტია. თითოეულ მწვრთნელთან და გუნდის წევრთან გატარებული ყოველი წუთი დაუვიწყარია", - აღნიშნა კაშიამ.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა დად საფეხბურთო კლუბ ბრატისლავას „სლოვანის“ მცველი გურამ კაშია 2012 და 2013 წლებში დასახელდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად.
მან 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. იგი არის საქართველოს ეროვნული ნაკრების რეკორდსმენი ჩატარებული მატჩების რაოდენობით - კაშიამ საქართველოს ნაკრების მაისურით 128 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.
უნგრეთი, მატჩი 17:00-ზე შეხვდება. რაც მეორე თამაში ირლანდია. დაიწყება, გახლავთ და უკრაინა, ლიგას, სამი გუნდი ერთა ნაკრები საქართველო, 21:00-ზე მოხვდა: ისრაელისა ეს ნაკრებების ლიეტუვას შეეხება შემდეგ ჩრდილოეთ დღის კი ჩვენი საქართველოს ჩანიშნული. საქართველოს ჯგუფში