თუმანიანის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

© photo: Sputnikმეხანძრე-მაშველი
მეხანძრე-მაშველი - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2026
გამოწერა
ხანძრის შედეგად მამაკაცი დაშავდა, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ძველ თბილისში, თუმანიანის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
უწყების ცნობით, ხანძარი ორსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე დღეს დილით გაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად მამაკაცი დაშავდა, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრე-მაშველები. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
ყველა ახალი ამბავი
0