https://sputnik-georgia.com/20260322/tbilisshi-specialuri-saparkinge-adgilebi-moewyo-297729495.html
მერია: ილია მეორის დაკრძალვის დღეს ავტოტრანსპორტის საპარკინგედ სპეციალური ადგილები მოეწყო
მერია: ილია მეორის დაკრძალვის დღეს ავტოტრანსპორტის საპარკინგედ სპეციალური ადგილები მოეწყო
Sputnik საქართველო
ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი... 22.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-22T12:13+0400
2026-03-22T12:13+0400
2026-03-22T12:13+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/00/234870071_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_c85d43972dbd9a5a2713d4823aff6906.jpg
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის დღეს, 22 მარტს ავტოტრანსპორტის საპარკინგედ სპეციალური ადგილები მოეწყო, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.კათოლიკოს-პატრიარქი 17 მარტს გარდაიცვალა, გარდაცვალებიდან მეორე დღეს უწმინდესი და უნეტარესი სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა გამომშვიდობებოდა პატრიარქს.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძარში დღეს დაკრძალავენ.სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც ქვეყანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ემშვიდობება, წირვა ტარდება, რომელსაც აღასრულებს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.ტაძარში ღვთისმსახურებას მრევლი არ ესწრება, ადგილზე მხოლოდ მთავრობის წევრები და 40-ზე მეტი დელეგაციის წარმომადგენლები იმყოფებიან. მოსახლეობას საშუალება აქვს ქალაქის სხვადასხვა წერტილში დამონტაჟებულ მრავალ ეკრანზე თვალი ადევნოს სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში და, სურვილისამებრ, ყვავილებით მიაგოს პატივი უწმინდესს.12:15 საათზე ტაძარში მობრძანდება კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოს I, რომელიც მიტროპოლიტ შიოსა და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.15:00 საათზე კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გადაასვენებენ სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით. მარშრუტის გასწვრივ დაორგანიზდება ცოცხალი დერეფანი იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც სურს კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილონ.დაკრძალვის დროს მცხეთა-თბილისის ეპარქიის ყველა ეკლესიაში ზარები დაირეკება. დაკრძალვას მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრებიან. მორწმუნეებს სიონის ეკლესიაში შესვლა 23 მარტს შეეძლებათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/00/234870071_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_acee6b97861a23f81e5205f93feaa9de.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საზოგადოება, ახალი ამბები
მერია: ილია მეორის დაკრძალვის დღეს ავტოტრანსპორტის საპარკინგედ სპეციალური ადგილები მოეწყო
ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის დღეს, 22 მარტს ავტოტრანსპორტის საპარკინგედ სპეციალური ადგილები მოეწყო, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კათოლიკოს-პატრიარქი 17 მარტს გარდაიცვალა, გარდაცვალებიდან მეორე დღეს უწმინდესი და უნეტარესი სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა გამომშვიდობებოდა პატრიარქს.
ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილიდან, კერძოდ კახეთიდან და ქვემო-ქართლიდან ჩამოსული ავტომანქანების პარკირებისთვის განკუთვნილი იქნება შემდეგი ლოკაციები:
ევროპის მოედანზე, მეტეხის ხიდზე, ასევე კრწანისის მოედნიდან აბანოებამდე მარჯვენა სანაპიროზე.
დასავლეთიდან წამოსული სატრანსპორტო საშუალებებისათვის კი პარკირების ადგილი გამოყოფილი იქნება:
პირველი რესპუბლიკის მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და ასევე თავისუფლების მოედანზე.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძარში დღეს დაკრძალავენ.
სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც ქვეყანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ემშვიდობება, წირვა ტარდება, რომელსაც აღასრულებს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.
ტაძარში ღვთისმსახურებას მრევლი არ ესწრება, ადგილზე მხოლოდ მთავრობის წევრები და 40-ზე მეტი დელეგაციის წარმომადგენლები იმყოფებიან. მოსახლეობას საშუალება აქვს ქალაქის სხვადასხვა წერტილში დამონტაჟებულ მრავალ ეკრანზე თვალი ადევნოს სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში და, სურვილისამებრ, ყვავილებით მიაგოს პატივი უწმინდესს.
12:15 საათზე ტაძარში მობრძანდება კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოს I, რომელიც მიტროპოლიტ შიოსა და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.
15:00 საათზე კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გადაასვენებენ სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით. მარშრუტის გასწვრივ დაორგანიზდება ცოცხალი დერეფანი იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც სურს კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილონ.
დაკრძალვის დროს მცხეთა-თბილისის ეპარქიის ყველა ეკლესიაში ზარები დაირეკება. დაკრძალვას მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრებიან. მორწმუნეებს სიონის ეკლესიაში შესვლა 23 მარტს შეეძლებათ.