თბილისის ცენტრში ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია

© photo: Sputnik / Stringerხალხი სამების ტაძართან
ხალხი სამების ტაძართან - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2026
გამოწერა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით თბილისის ცენტრში როგორც კერძო, ისე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აკრძალულია.
ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღესრულება, რომელსაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო წმინდა სიონის წევრებთან ერთად აღავლენს, შემდეგ ჩატარდება ილია მეორის წესის აგების მსახურება, რის შემდეგაც პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.
სიონის ტაძარში პატრიარქი დაკრძალული იქნება ორ სიწმინდეს შორის - წმინდა ნინოს ჯვარსა და ივერიის ღვთისმშობლის ხატს შორის. ადგილი პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ შეარჩია.
22 მარტის 02:00 საათიდან დაკრძალვის ცერემონიის დასრულებამდე ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება შემდეგი მიმართულებებით:
მტკვრის მარჯვენა სანაპირო - გალაკტიონის ხიდიდან ორთაჭალის მიმართულებით აბანოებამდე;
მტკვრის მარცხენა სანაპირო - გალაკტიონის ხიდიდან ბოჭორმის ქუჩისა და ლევილის სანაპიროს კვეთამდე;
გულიას მიედანი, გორგასლის ქუჩა, გორგასლის მოედანი;
რუსთველის გამზირი და მისი მიმდებარე ქუჩები, ასევე პირველი რესპუბლიკის მოედანი და თავისუფლების მოედანი;
მშრალი ხიდთან ტერიტორია, საარბრიუკენის მოედანი, ხეთაგუროვის მოედანი;
ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის მოედანი;
ქეთევან დედოფლის გამზირზე ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე;
თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ათონელის, შალვა დადიანის, კოტე აფხაზის, პუშკინის, ვერცხლის ქუჩებზე, ბარათაშვილის ქუჩაზე, ავლიპ ზურაბიშვილის, თელავისა და წურწუმიას ქუჩებზე.
ქალაქის დანარჩენ ნაწილში ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. მათ, ვისაც სურს მოხვდეს იმ რაიონში, სადაც გზები სრულად გადაკეტილია, შეუძლიათ ისარგებლონ ალტერნატიული მარშრუტებით.
ალტერნატიული მარშრუტები:
"ლაგუნა-ვერედან" გადაადგილება შესაძლებელი იქნება გალაკტიონის ხიდზე და ასევე, მიხეილ ჯავახიშვილის აღმართის გავლით კოსტავას ქუჩაზე ფილარმონიის მიმართულებით;
ინგოროყვას ქუჩიდან ავტომობილების გადაადგილება ნებადართული იქნება გრიბოედოვის ქუჩის გავლით ფილარმონიის მიმართულებით;
კახეთის გზატკეცილიდან ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელი იქნება ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე ბოჭორმის ქუჩის კვეთამდე მეტროსადგური "ისნის" მიმართულებით;
ორთაჭალიდან, გულიას მოედნიდან მოძრაობა შეიზღუდება გალაკტიონის ხიდამდე. ჟანი კალანდაძისა და ორთაჭალის ქუჩებიდან კი ავტომობილები იმოძრავებენ გორგასლის ქუჩაზე მხოლოდ პროკურატურის მიმართულებით.
ამასთან, ძალაში რჩება სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ქუჩებზე არსებული ყველა შეზღუდვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო და თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სხვა შემთხვევაში თავი შეიკავონ ავტომობილებით გადაადგილებისგან.
ყველა ახალი ამბავი
0