https://sputnik-georgia.com/20260322/sahiba-gaparova-tbilisshi-chamovida-297733827.html
ილია მეორის დაკრძალვას აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა დაესწრება
ილია მეორის დაკრძალვას აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა დაესწრება
Sputnik საქართველო
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში სხვადასხვა ქვეყნისა და ეკლესიის დელეგაცია ჩამოვიდა 22.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-22T13:17+0400
2026-03-22T13:17+0400
2026-03-22T13:17+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/13/266078324_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_17e1cd0b7b46afa1da6a287aae349874.jpg
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა ჩამოვიდა.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 17 მარტს გარდაიცვალა, გარდაცვალებიდან მეორე დღეს უწმინდესი და უნეტარესი სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა გამომშვიდობებოდა პატრიარქს.გაფონოვას აეროპორტში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ - აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე ცერემონიაში მონაწილეობას დელეგაციასთან ერთად მიიღებს.მანამდე, დღეს დილით, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისთვის პატივის მისაგებად საქართველოში ჩამოვიდა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი.ასევე საქართველოში ჩამოვიდა კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I, რომელიც 12:15 საათზე სამების საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტ შიოსა და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან 15:00 საათისთვის გამოასვენებენ და სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ სამგლოვიარო, ფეხით მსვლელობა მოეწყობა.ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში, საკურთხევლის მარცხნივ დაკრძალავენ. იგი დაკრძალული იქნება ორ სიწმინდეს შორის - წმინდა ნინოს ჯვარსა და ივერიის ღვთისმშობლის ხატს შორის.საქართველოს პატრიარქის დაკრძალვის დროს მცხეთა-თბილისის ეპარქიის ყველა ეკლესიაში ზარები დაირეკება. დაკრძალვას მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრებიან. მორწმუნეებს სიონის ეკლესიაში შესვლა 23 მარტს შეეძლებათ.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/13/266078324_500:387:2714:2048_1920x0_80_0_0_23464cc363089a0f1611dc5ae3b94e63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საზოგადოება, ახალი ამბები
ილია მეორის დაკრძალვას აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა დაესწრება
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში სხვადასხვა ქვეყნისა და ეკლესიის დელეგაცია ჩამოვიდა
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა ჩამოვიდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 17 მარტს გარდაიცვალა, გარდაცვალებიდან მეორე დღეს უწმინდესი და უნეტარესი სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა გამომშვიდობებოდა პატრიარქს.
გაფონოვას აეროპორტში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ - აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე ცერემონიაში მონაწილეობას დელეგაციასთან ერთად მიიღებს.
მანამდე, დღეს დილით, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისთვის პატივის მისაგებად საქართველოში ჩამოვიდა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი.
ასევე საქართველოში ჩამოვიდა კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I, რომელიც 12:15 საათზე სამების საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტ შიოსა და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან 15:00 საათისთვის გამოასვენებენ და სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ სამგლოვიარო, ფეხით მსვლელობა მოეწყობა.
ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში, საკურთხევლის მარცხნივ დაკრძალავენ. იგი დაკრძალული იქნება ორ სიწმინდეს შორის - წმინდა ნინოს ჯვარსა და ივერიის ღვთისმშობლის ხატს შორის.
საქართველოს პატრიარქის დაკრძალვის დროს მცხეთა-თბილისის ეპარქიის ყველა ეკლესიაში ზარები დაირეკება. დაკრძალვას მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრებიან. მორწმუნეებს სიონის ეკლესიაში შესვლა 23 მარტს შეეძლებათ.