რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი ილია მეორის დაკრძალვას ესწრება

© Sputnik / Alexander Imedashviliმიხაილ შვიდკოი
მიხაილ შვიდკოი - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2026
გამოწერა
შვიდკოიმ საქართველოს სასულიერო პირებსა და ხალხს რუსეთის ლიდერის ღრმა სამძიმარი გადასცა
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი მიხაილ შვიდკოი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიას ესწრება, ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი. გარდაცვალებიდან მეორე დღეს უწმინდესი და უნეტარესი სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა გამომშვიდობებოდა პატრიარქს.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიას ესწრება რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში, მიხაილ შვიდკოი, რომელმაც რუსეთის ლიდერის ღრმა სამძიმარი გადასცა საქართველოს სასულიერო პირებსა და ხალხს“, - ნათქვამია Max Channel-ზე გავრცელებულ კრემლის განცხადებაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან 15:00 საათისთვის გამოასვენებენ და სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ სამგლოვიარო, ფეხით მსვლელობა მოეწყობა. მარშრუტის გასწვრივ დაორგანიზდება ცოცხალი დერეფანი იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც სურს კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილონ.
ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში, საკურთხევლის მარცხნივ დაკრძალავენ. იგი დაკრძალული იქნება ორ სიწმინდეს შორის - წმინდა ნინოს ჯვარსა და ივერიის ღვთისმშობლის ხატს შორის.
საქართველოს პატრიარქის დაკრძალვის დროს მცხეთა-თბილისის ეპარქიის ყველა ეკლესიაში ზარები დაირეკება. დაკრძალვას მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრებიან. მორწმუნეებს სიონის ეკლესიაში შესვლა 23 მარტს შეეძლებათ.
ყველა ახალი ამბავი
0