მიტროპოლიტი ნიკოლოზი: პატრიარქის კანონიზაცია შეიძლება დღესვე მოხდეს

© photo: Sputnik / Stringerსამგლოვიარო ცერემონია
სამგლოვიარო ცერემონია - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2026
გამოწერა
თუ სინოდი უახლოეს მომავალში აღნიშნულ საკითხს არ წამოწევს, ქართველი ხალხი აიძულებს მას ამის გაკეთებას აცხადებს მიტროპოლიტი.
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კანონიზაცია ძალიან მალე უნდა მოხდეს, ტექნიკურად ეს შესაძლებელია დაკრძალვის დღეს, დღესვე, განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებთან.
კათოლიკოს-პატრიარქი 17 მარტს გარდაიცვალა, გარდაცვალებიდან მეორე დღეს უწმინდესი და უნეტარესი სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა გამომშვიდობებოდა პატრიარქს.
„დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე უნდა მოხდეს კანონიზაცია. ეს შესაძლებელია დღესვე. ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც კანონიზაციის პროცესი სიკვდილისთანავე დაიწყო, თუმცა მაშინ პროცესი განსხვავებული იყო. როდესაც კანონიზაციაზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ საყოველთაო თაყვანისცემაზე, განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
მისი თქმით, თუ სინოდი უახლოეს მომავალში ამ საკითხს არ წამოწევს, ქართველი ხალხი აიძულებს მას ამის გაკეთებას.
„დიდი კარი დაიკეტა, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო დიდი გაიღება. იმიტომ, რომ ვფიქრობ, ეს საკითხი (პატრიარქის კანონიზაცია)რომც არ დავაყენოთ სინოდის წევრებმა, გვაიძულებენ ადამიანები”, -განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძარში ეკლესიის ორი სიწმინდის — წმინდა ნინოს ჯვარსა და ივერიის ღვთისმშობლის ხატს შორის დაკრძალავენ. ადგილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ შეარჩია.
დაკრძალვის დროს მცხეთა-თბილისის ეპარქიის ყველა ეკლესიაში ზარები დაირეკება. დაკრძალვას მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრებიან. მორწმუნეებს სიონის საკათედრო ტაძარში შესვლა 23 მარტს შეეძლებათ.
ყველა ახალი ამბავი
0