https://sputnik-georgia.com/20260322/ilia-peores-sionshi-dakrzalaven-297729238.html
საქართველო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ემშვიდობება
საქართველო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ემშვიდობება
Sputnik საქართველო
ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი... 22.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-22T10:08+0400
2026-03-22T10:08+0400
2026-03-22T10:24+0400
საქართველო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263748752_0:440:1685:1388_1920x0_80_0_0_d4fc449f39d8796245c1ae31f39dc135.jpg
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც ქვეყანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ემშვიდობება, წირვა აღესრულება.კათოლიკოს-პატრიარქი 17 მარტს გარდაიცვალა, გარდაცვალებიდან მეორე დღეს უწმინდესი და უნეტარესი სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა გამომშვიდობებოდა პატრიარქს.სამების ტაძარში წირვას აღასრულებს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.ტაძარში ღვთისმსახურებას მრევლი არ ესწრება, ადგილზე მხოლოდ მთავრობის წევრები და 40-ზე მეტი დელეგაციის წარმომადგენლები იმყოფებიან. მოსახლეობას საშუალება აქვს ქალაქის სხვადასხვა წერტილში დამონტაჟებულ მრავალ ეკრანზე თვალი ადევნოს სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში და, სურვილისამებრ, ყვავილებით მიაგოს პატივი უწმინდესს.დაკრძალვის დღეს თბილისის ცენტრში ასობით ათასი მოქალაქე შეიკრიბა - ამ დროისთვის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილი სრულად გადაკეტილია ტრანსპორტისთვის. 12:15 საათზე ტაძარში მობრძანდება კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოს I, რომელიც მიტროპოლიტ შიოსა და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.15:00 საათზე კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გადაასვენებენ სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით. მარშრუტის გასწვრივ დაორგანიზდება ცოცხალი დერეფანი იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც სურს კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილონ.მაღალი რანგის სტუმრებიმსოფლიო პატრიარქის გარდა, საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიების უმეტესობის წარმომადგენლები ეწვივნენ.რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის 80 წევრისგან შემდგარ დელეგაციას ხელმძღვანელობს სრულიად ბელარუსის პატრიარქალური ეგზარქოსი, მიტროპოლიტი ბენიამინი (ტუპიეკა). იერუსალიმის მართლმადიდებლურ ეკლესიას ხელმძღვანელობს ადრიანოპოლის მთავარეპისკოპოსი ნექტარიოსი - იერუსალიმის საპატრიარქოს ეგზარქოსი კონსტანტინოპოლში.საქართველოში ასევე ჩამოვიდა ვატიკანის დელეგაცია, ალექსანდრიის მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაცია და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები.დაკრძალვის ადგილისრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში, საკურთხევლის მარცხნივ დაკრძალავენ. ილია მეორე დაკრძალული იქნება ორ სიწმინდეს შორის - წმინდა ნინოს ჯვარსა და ივერიის ღვთისმშობლის ხატს შორის. ადგილი პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ შეარჩია.დაკრძალვის დროს მცხეთა-თბილისის ეპარქიის ყველა ეკლესიაში ზარები დაირეკება. დაკრძალვას მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრებიან. მორწმუნეებს სიონის ეკლესიაში შესვლა 23 მარტს შეეძლებათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263748752_226:467:1455:1388_1920x0_80_0_0_33a76e9b2307ddcf577060de77e33dc6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ემშვიდობება
10:08 22.03.2026 (განახლებულია: 10:24 22.03.2026) ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც ქვეყანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ემშვიდობება, წირვა აღესრულება.
კათოლიკოს-პატრიარქი 17 მარტს გარდაიცვალა, გარდაცვალებიდან მეორე დღეს უწმინდესი და უნეტარესი სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა გამომშვიდობებოდა პატრიარქს.
სამების ტაძარში წირვას აღასრულებს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.
ტაძარში ღვთისმსახურებას მრევლი არ ესწრება, ადგილზე მხოლოდ მთავრობის წევრები და 40-ზე მეტი დელეგაციის წარმომადგენლები იმყოფებიან. მოსახლეობას საშუალება აქვს ქალაქის სხვადასხვა წერტილში დამონტაჟებულ მრავალ ეკრანზე თვალი ადევნოს სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში და, სურვილისამებრ, ყვავილებით მიაგოს პატივი უწმინდესს.
დაკრძალვის დღეს თბილისის ცენტრში ასობით ათასი მოქალაქე შეიკრიბა - ამ დროისთვის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილი სრულად გადაკეტილია ტრანსპორტისთვის.
12:15 საათზე ტაძარში მობრძანდება კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოს I, რომელიც მიტროპოლიტ შიოსა და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.
15:00 საათზე კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გადაასვენებენ სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით. მარშრუტის გასწვრივ დაორგანიზდება ცოცხალი დერეფანი იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც სურს კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილონ.
მსოფლიო პატრიარქის გარდა, საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიების უმეტესობის წარმომადგენლები ეწვივნენ.
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის 80 წევრისგან შემდგარ დელეგაციას ხელმძღვანელობს სრულიად ბელარუსის პატრიარქალური ეგზარქოსი, მიტროპოლიტი ბენიამინი (ტუპიეკა). იერუსალიმის მართლმადიდებლურ ეკლესიას ხელმძღვანელობს ადრიანოპოლის მთავარეპისკოპოსი ნექტარიოსი - იერუსალიმის საპატრიარქოს ეგზარქოსი კონსტანტინოპოლში.
საქართველოში ასევე ჩამოვიდა ვატიკანის დელეგაცია, ალექსანდრიის მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაცია და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში, საკურთხევლის მარცხნივ დაკრძალავენ.
ილია მეორე დაკრძალული იქნება ორ სიწმინდეს შორის - წმინდა ნინოს ჯვარსა და ივერიის ღვთისმშობლის ხატს შორის. ადგილი პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ შეარჩია.
დაკრძალვის დროს მცხეთა-თბილისის ეპარქიის ყველა ეკლესიაში ზარები დაირეკება. დაკრძალვას მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრებიან. მორწმუნეებს სიონის ეკლესიაში შესვლა 23 მარტს შეეძლებათ.