https://sputnik-georgia.com/20260322/ilia-meoris-samgloviaro-procesia-sionis-tazrisken-297741547.html
ილია მეორის სამგლოვიარო პროცესია: პატრიარქს უკანასკნელ გზაზე ათასობით მოქალაქე აცილებს
ილია მეორის სამგლოვიარო პროცესია: პატრიარქს უკანასკნელ გზაზე ათასობით მოქალაქე აცილებს
Sputnik საქართველო
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე... 22.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-22T15:47+0400
2026-03-22T15:47+0400
2026-03-22T15:46+0400
საქართველო
საზოგადოება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/16/297740861_265:266:2353:1440_1920x0_80_0_0_744f0bad8605431b4b387f8247f5af8b.jpg
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სამგლოვიარო პროცესია სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ტაძრისკენ მიემართება.კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.პატრიარქს უკანასკნელ გზაზე ათასობით მოქალაქე ფეხით მიაცილებს - სამგლოვიარო მსვლელობაში რიგით მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, წმინდა სინოდის წევრები, სასულიერო პირები.სამებიდან სიონის ტაძრამდე, მთელ პერიმეტრზე, სადაც პატრიარქის დაკრძალვის სამგლოვიარო მსვლელობა მიემართება, სამხედროებისგან შემდგარი სპეციალური კორიდორია მოწყობილი.სამების საკათედრო ტაძარში წირვა 09:00 საათზე დაიწყო. ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულა.წესის აგების მსახურება რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოს პირველმა მიტროპოლიტ შიოსთან და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულა.ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში, საკურთხევლის მარცხნივ დაკრძალავენ. იგი დაკრძალული იქნება ორ სიწმინდეს შორის - წმინდა ნინოს ჯვარსა და ივერიის ღვთისმშობლის ხატს შორის.საქართველოს პატრიარქის დაკრძალვის დროს მცხეთა-თბილისის ეპარქიის ყველა ეკლესიაში ზარები დაირეკება. დაკრძალვას მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრებიან. მორწმუნეებს სიონის ეკლესიაში შესვლა 23 მარტს შეეძლებათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/16/297740861_476:244:2071:1440_1920x0_80_0_0_7fa2df6138ba60c7b5eca488a0c7cdba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, ახალი ამბები
ილია მეორის სამგლოვიარო პროცესია: პატრიარქს უკანასკნელ გზაზე ათასობით მოქალაქე აცილებს
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სამგლოვიარო პროცესია სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ტაძრისკენ მიემართება.
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
პატრიარქს უკანასკნელ გზაზე ათასობით მოქალაქე ფეხით მიაცილებს - სამგლოვიარო მსვლელობაში რიგით მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, წმინდა სინოდის წევრები, სასულიერო პირები.
„გვიყვარხარ პატრიარქო“ - ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრიდან ამ შეძახილებისა და ტაშის ფონზე გამოასვენეს.
სამებიდან სიონის ტაძრამდე, მთელ პერიმეტრზე, სადაც პატრიარქის დაკრძალვის სამგლოვიარო მსვლელობა მიემართება, სამხედროებისგან შემდგარი სპეციალური კორიდორია მოწყობილი.
სამების საკათედრო ტაძარში წირვა 09:00 საათზე დაიწყო. ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულა.
წესის აგების მსახურება რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოს პირველმა მიტროპოლიტ შიოსთან და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულა.
ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში, საკურთხევლის მარცხნივ დაკრძალავენ. იგი დაკრძალული იქნება ორ სიწმინდეს შორის - წმინდა ნინოს ჯვარსა და ივერიის ღვთისმშობლის ხატს შორის.
საქართველოს პატრიარქის დაკრძალვის დროს მცხეთა-თბილისის ეპარქიის ყველა ეკლესიაში ზარები დაირეკება. დაკრძალვას მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრებიან. მორწმუნეებს სიონის ეკლესიაში შესვლა 23 მარტს შეეძლებათ.