ილია მეორის 49-წლიანი პატრიარქობა: მთავარი მიღწევები

© photo: Sputnik / Rukhyn Davidილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2026
გამოწერა
საქართველომ უკანასკნელ გზაზე გააცილა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მართავდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
ილია II-მ, რომელიც პატრიარქის ტახტზე 1977 წლის 25 დეკემბერს ავიდა, ათეიზმის ეპოქის შემდეგ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად, ფაქტობრივად, გრძელი გზა გაიარა რწმენისა და ქრისტიანული ღირებულებების აღორძინებიდან მათ აყვავებამდე და საქართველოს მთავარ იდეოლოგიად გამოცხადებამდე.
„Sputnik საქართველომ“ თავი მოუყარა კათოლიკოს-პატრიარქის ძირითად მიღწევებს, რომლებმაც გავლენა მოახდინეს საქართველოს მომავალზე.
ავტოკეფალიის საბოლოოდ განმტკიცება
ილია II-ის პატრიარქობის დროს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ საბოლოოდ მიიღო აღიარება, როგორც დამოუკიდებელმა ავტოკეფალურმა ეკლესიამ.
საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისგან 457 წელს მოიპოვა, რომელიც 1811 წელს გაუქმდა როდესაც საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იმყოფებოდა. ავტოკეფალია აღდგა 1917 წლის 25 მარტს, ხოლო ილია II-ის დროს, 1990 წლის 4 მარტს, ავტოკეფალია ოფიციალურად აღიარა მსოფლიო საპატრიარქომ.
© photo: Sputnik / Alexander Makarovილია მეორე
Каталикос-патриарх всей Грузии Илия Второй. - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2026
ილია მეორე
ეს გადაწყვეტილება ტომოსით გაფორმდა — ოფიციალური საპატრიარქო დოკუმენტით, რომლითაც მართლმადიდებლური ტრადიცის თანახმად განსაკუთრებული საეკლესიო სამართლებრივი გადაწყვეტინებები მტკიცდება. საქართველოს ეკლესიისთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან საუბარი იყო ავტოკეფალური სტატუსის საერთაშორისო კანონიკურად დაფიქსირებაზე.
ეკლესიის კონკორდატი სახელმწიფოსთან
ილია II გახდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომელმაც შეძლო ქართული მართლმადიდებლობის როლის გაძლიერება სახელმწიფოს ცხოვრებაში. 2002 წლის 14 ოქტომბერს სწორედ მან მოაწერა ხელი კონკორდატს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის.
სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმება აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს და არეგულირებს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს, მათ შორის ქონების საკითხში.
© photo: Sputnik / Aram Nersesyanილია მეორე
Глава Грузинской православной церкви, Католикос - Патриарх Всея Грузии Илья Второй - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2026
ილია მეორე
შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, სახელმწიფომ ეკლესიის საკუთრებად აღიარა საქართველოში მდებარე მართლმადიდებელი ტაძრები და მონასტრები, ასევე ის მიწის ნაკვეთები, რომელზეც ისინი არიან განთავსებული. საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ასევე დაიწყო სახელმწიფო დაფინანსების მიღება.
ეკლესია-მონასტრების აღდგენა
განსაკუთრებული როლი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეკლესია-მონასტრების აღდგენაში შეასრულა. 1977 წელს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ექვსი ეპარქია ჰქონდა, 2026 წლისთვის მათი რაოდენობა 43-ია.
ილია II-ის პატრიარქობის დროს ასობით ეკლესია-მონასტერი იქნა აღდგენილი, მათ შორის დავით გარეჯისა და ბოდბეს მონასტრები, გელათის აკადემია და ბაგრატის ტაძარი.
1988 წელს ქრისტიანული სარწმუნოების დაბრუნების მთავარი სიმბოლო მეტეხის ტაძარში წირვა-ლოცვის განახლება გახდა, სადაც საბჭოთა პერიოდში თავდაპირველად ახალგაზრდული თეატრი, შემდეგ კი საცავი იყო განთავსებული.
© photo: Sputnikბაგრატის ტაძარი
Храм Баграта - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2026
ბაგრატის ტაძარი
გარდა ამისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა განსაკუთრებული როლი ითამაშა ახალი ეკლესიების მშენებლობაში.
ყველაზე გამორჩეული წმინდა სამების საკათედრო ტაძარია თბილისის ცენტრში. ტაძრის აშენების იდეა 1989 წელს გაჩნდა. ტაძარს საძირკვლი 1995 წელს ჩაეყარა, ხოლო 2004 წლის 23 ნოემბერს ის კათოლიკოს-პატრიარქმა აკურთხა.
დემოგრაფიის მთავარი მამოძრავებელი
2008 წელს, დემოგრაფიული კრიზისისა და შობადობის კლების პიკის ფონზე, ილია მეორემ ტელევიზიით მიმართა ერს და განაცხადა, რომ მზად იყო ქართულ ოჯახში ყოველი მესამე ბავშვის ნათლია გამხდარიყო.
© FB / Издательство "Семейная библиотека"ილია მეორის ნათლული
Крестник Патриарха Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2026
ილია მეორის ნათლული
საქართველოში ნათელ-მირონობა სისხლით ნათესაობას უტოლდება, ამიტომაც ბევრს თავად პატრიარქთან დანათესავება მოუნდა და მესამე შვილის ყოლა გადაწყვიტა. 2026 წლის მონაცემებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 50 000-ზე მეტი ნათლული ჰყავს.
სიწმინდის დღე, რომელის საქართველოს აერთიანებს
კიდევ ერთი მიღწევა: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მომავალ თაობას დაუტოვა ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი დღესასწაული - „ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის“ დღე.
ეს დღე საქართველოში 2013 წლის შემდეგ დაწესდა, როდესაც ლგბტ-თემის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა ძალადობრივად დაშალეს ჰომოფობიის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია.
© Sputnik / Alexander Imedashviliოჯახის სიწმინდის დღე
Грузинская семья в традиционных нарядах в день сплоченности и святости семьи - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2026
ოჯახის სიწმინდის დღე
2013 წლის 17 მაისს მათი ქმედებების შედეგად დაახლოებით 30 ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ლგბტ-თემის მომხრეების აქციებს პოლიცია იცავს, ოჯახის სიწმინდის დღე კი მოსახლეობაში ფართოდ აღნიშვნადი დღესასწაული გახდა. 2024 წელს ეს დღე სახელმწიფო დღესასწაულად იქცა და უქმე დღედ გამოცხადდა.
ყველა ახალი ამბავი
0