https://sputnik-georgia.com/20260321/vachroba-saqartvelos-da-rusets-shoris-297716216.html
ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი სტატისტიკა
ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
რუსეთის წილმა საქართველოს საგარეო ბრუნვაში 2026 წლის პირველ ორ თვეში 13% შეადგინა. 21.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-21T12:12+0400
2026-03-21T12:12+0400
2026-03-21T12:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
რუსეთი
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/09/282112163_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_1a81301a5dde143936c0c0399f974295.jpg
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 0,5%-ით გაიზარდა და 418,4 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.„საქსტატის“ მონაცემებით, რუსეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში შედის, მეზობელი ქვეყნის წილმა საქართველოს საგარეო ბრუნვაში 2026 წლის პირველ ორ თვეში 13% შეადგინა.მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში გაიტანეს 22,3 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, დაახლოებით 7,2 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო, 4,6 ათასი სპირტიანი სასმელები, 1,1 ათასი ტონა ხილი და კაკალი, ასევე 2,2 ათასი ტონა ფქვილი და გრანულები (ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისაგან).რუსეთი საქართველოში მარცვლეულის და ნავთობპროდუქტების ყველაზე მსხვილ იმპორტიორად რჩება. სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა 22,3 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი.რუსეთიდან ასევე შემოვიდა 101 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 125,5 ათასი ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ასევე 6,9 ათასი ტონა ნახშირწყალბადების სულფირებული წარმოებულები.2025 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2024 წელთან შედარებით, დაახლოებით 6,3%-ით გაიზარდა და 2,7 მლრდ დოლარი შეადგინა. ამასთან, შარშან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 10,3%-ით, რუსეთიდან საქართველოში იმპორტი კი გაიზარდა 6,3%-ით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/09/282112163_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_7761fb0f343086b4840794039ca6b648.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, რუსეთი, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, რუსეთი, საქსტატი
ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი სტატისტიკა
რუსეთის წილმა საქართველოს საგარეო ბრუნვაში 2026 წლის პირველ ორ თვეში 13% შეადგინა.
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 0,5%-ით გაიზარდა და 418,4 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
„საქსტატის“ მონაცემებით, რუსეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში შედის, მეზობელი ქვეყნის წილმა საქართველოს საგარეო ბრუნვაში 2026 წლის პირველ ორ თვეში 13% შეადგინა.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში გაიტანეს 22,3 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, დაახლოებით 7,2 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო, 4,6 ათასი სპირტიანი სასმელები, 1,1 ათასი ტონა ხილი და კაკალი, ასევე 2,2 ათასი ტონა ფქვილი და გრანულები (ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისაგან).
რუსეთი საქართველოში მარცვლეულის და ნავთობპროდუქტების ყველაზე მსხვილ იმპორტიორად რჩება. სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა 22,3 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი.
რუსეთიდან ასევე შემოვიდა 101 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 125,5 ათასი ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ასევე 6,9 ათასი ტონა ნახშირწყალბადების სულფირებული წარმოებულები.
2025 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2024 წელთან შედარებით, დაახლოებით 6,3%-ით გაიზარდა და 2,7 მლრდ დოლარი შეადგინა. ამასთან, შარშან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 10,3%-ით, რუსეთიდან საქართველოში იმპორტი კი გაიზარდა 6,3%-ით.