https://sputnik-georgia.com/20260321/saqartvelosi-ilia-meoris-sesazlo-kanonizaciis-sesaxeb-alaparakdnen-297715037.html
საქართველოში ილია მეორის შესაძლო კანონიზაციის შესახებ ალაპარაკდნენ
საქართველოში ილია მეორის შესაძლო კანონიზაციის შესახებ ალაპარაკდნენ
Sputnik საქართველო
წესების თანახმად, სინოდის სპეციალური კომისია შეისწავლის კათოლიკოს-პატრიარქის ცხოვრებას და ამის შემდეგ საკითხს წმინდა სინოდის სხდომაზე გაიტანს 21.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-21T09:38+0400
2026-03-21T09:38+0400
2026-03-21T09:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/14/297702183_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_5b755d1c074e8fea76d0013c2556b5f8.jpg
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა შესაძლოა განიხილოს გარდაცვლილი კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის წმინდანად შერაცხვის საკითხი, განაცხადა წმინდა სინოდის წევრმა, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი).სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.წესების თანახმად, სინოდის სპეციალური კომისია შეისწავლის კათოლიკოს-პატრიარქის ცხოვრებას და ამის შემდეგ საკითხს გაიტანს წმინდა სინოდის სხდომაზე. კანონიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება კათოლიკოს-პატრიარქს შეუძლია. ამიტომ, კანონიზაციის საკითხის განხილვა შესაძლებელია მხოლოდ ორი თვის შემდეგ, როდესაც სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ.ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს - მოქალაქეებს მისთვის პატივის მიგება დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ. ქვეყანაში ეროვნული გლოვაა გამოცხადებული.კონკრეტული ადგილი, სადაც განსასვენებელი უნდა მოეწყოს, თავად პატრიარქის სურვილითა და გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული - საკურთხეველთან, სადაც წმინდა ნინოს ხელნაკეთი ჯვარია დაბრძანებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/14/297702183_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_21f54207f1d91fc095a210f884e351a4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, რელიგია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, რელიგია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
საქართველოში ილია მეორის შესაძლო კანონიზაციის შესახებ ალაპარაკდნენ
წესების თანახმად, სინოდის სპეციალური კომისია შეისწავლის კათოლიკოს-პატრიარქის ცხოვრებას და ამის შემდეგ საკითხს წმინდა სინოდის სხდომაზე გაიტანს
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა შესაძლოა განიხილოს გარდაცვლილი კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის წმინდანად შერაცხვის საკითხი, განაცხადა წმინდა სინოდის წევრმა, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი).
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
„შორს არ არის ის დღე, როდესაც დავაყენებთ საკითხს უწმინდესობის კანონიზაციის შესახებ. გარდა იმისა, რომ წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანი არის საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, უკვე არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები“, - განუცხადა მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს.
წესების თანახმად, სინოდის სპეციალური კომისია შეისწავლის კათოლიკოს-პატრიარქის ცხოვრებას და ამის შემდეგ საკითხს გაიტანს წმინდა სინოდის სხდომაზე. კანონიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება კათოლიკოს-პატრიარქს შეუძლია. ამიტომ, კანონიზაციის საკითხის განხილვა შესაძლებელია მხოლოდ ორი თვის შემდეგ, როდესაც სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ.
ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს - მოქალაქეებს მისთვის პატივის მიგება დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ. ქვეყანაში ეროვნული გლოვაა გამოცხადებული.
კონკრეტული ადგილი, სადაც განსასვენებელი უნდა მოეწყოს, თავად პატრიარქის სურვილითა და გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული - საკურთხეველთან, სადაც წმინდა ნინოს ხელნაკეთი ჯვარია დაბრძანებული.