https://sputnik-georgia.com/20260321/samebis-tazari-ramis-2-saatidan-moqalaqeebistvis-daiketeba-297722786.html
სამების ტაძარი ღამის 2 საათიდან მოქალაქეებისთვის დაიკეტება
სამების ტაძარი ღამის 2 საათიდან მოქალაქეებისთვის დაიკეტება
Sputnik საქართველო
პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ. 21.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-21T16:23+0400
2026-03-21T16:23+0400
2026-03-21T16:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
რელიგია
საქართველოს საპატრიარქო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/15/297718190_0:0:2560:1440_1920x0_80_0_0_3c43d85366b0021f39ab8302b536406f.jpg
თბილისი, 21 მარტი - Sputnik. 22 მარტს, 02:00 საათიდან 09:00 საათამდე მოქალაქეები სამების საკათედრო ტაძარში შესვლას ვერ შეძლებენ, რადგან აღნიშნულ პერიოდში ტაძარი მსახურებისთვის უნდა მოამზადონ, იუწყება ქართული მედია. გავრცელებული ინფორმაციით, დროის ამ მონაკვეთში მოქალაქეებს უფლება ექნებათ სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის ეზოში გაჩერდნენ, თუმცა უშუალოდ ტაძარში ვერ შევლენ. სამების საკათედრო ტაძარში კვირის მსახურება 09:00 საათზე დაიწყება. მსახურებას კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. რაც შეეხება პარტიარქისთვის წესის აგებას, ის 12:00 საათზე დაიწყება და მას მსოფლიო პატრიარქი უხელმძღვანელებს. სტუმრების დიდი რაოდენობის გამო სამების ტაძარში შესვლა მხოლოდ სპეციალური საშვებით იქნება შესაძლებელი.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი. ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ. საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო გლოვაა გამოცხადებული - გლოვის დღეები დაკრძალვის დღის, 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე ირეკება სამგლოვიარო ზარები. ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/15/297718190_320:0:2240:1440_1920x0_80_0_0_0cee03ea8ffd7d7d9e733fc8bf951c96.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რელიგია, საქართველოს საპატრიარქო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
ახალი ამბები, საქართველო, რელიგია, საქართველოს საპატრიარქო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
სამების ტაძარი ღამის 2 საათიდან მოქალაქეებისთვის დაიკეტება
პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
თბილისი, 21 მარტი - Sputnik. 22 მარტს, 02:00 საათიდან 09:00 საათამდე მოქალაქეები სამების საკათედრო ტაძარში შესვლას ვერ შეძლებენ, რადგან აღნიშნულ პერიოდში ტაძარი მსახურებისთვის უნდა მოამზადონ, იუწყება ქართული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, დროის ამ მონაკვეთში მოქალაქეებს უფლება ექნებათ სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის ეზოში გაჩერდნენ, თუმცა უშუალოდ ტაძარში ვერ შევლენ.
სამების საკათედრო ტაძარში კვირის მსახურება 09:00 საათზე დაიწყება. მსახურებას კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. რაც შეეხება პარტიარქისთვის წესის აგებას, ის 12:00 საათზე დაიწყება და მას მსოფლიო პატრიარქი უხელმძღვანელებს. სტუმრების დიდი რაოდენობის გამო სამების ტაძარში შესვლა მხოლოდ სპეციალური საშვებით იქნება შესაძლებელი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო გლოვაა გამოცხადებული - გლოვის დღეები დაკრძალვის დღის, 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე ირეკება სამგლოვიარო ზარები.
ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.