https://sputnik-georgia.com/20260321/msoflio-patriarqi-samebasi-wesis-agebas-kviras-12-saatze-daiwyebs-297722629.html
მეუფე ნიკოლოზი: მსოფლიო პატრიარქი სამებაში წესის აგებას კვირას 12 საათზე დაიწყებს
მეუფე ნიკოლოზი: მსოფლიო პატრიარქი სამებაში წესის აგებას კვირას 12 საათზე დაიწყებს
Sputnik საქართველო
ილია მეორე იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი. 21.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-21T15:42+0400
2026-03-21T15:42+0400
2026-03-21T15:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/14/297702205_426:0:4067:2048_1920x0_80_0_0_604e824f9f5c9f21c83a3008f155b604.jpg
თბილისი, 21 მარტი - Sputnik. საქართველოში კვირას, უწმინდესის და უნეტარესის დაკრძალვის დღეს 4 პირველ იერაქს ელოდებით, მათ შორის არის მსოფლიო პატრიარქი, განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი). მეუფის თქმით, სამების ეკლესიაში წესის აგება ხვალ 12 საათზე დაიწყება და მას უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი, ხოლო წირვაში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ მოსაყდრე მეუფე შიო და სინოდის წევრები - 12 მღვდელი და 7 დიაკონი, ისინი, ვინც სამების ტაძარში მსახურობენ, დანარჩენები მღვდლებიც თუ მოხვდებიან ტაძარში, მხოლოდ სპეციალური საშვებით. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი. ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს - მოქალაქეებს მისთვის პატივის მიგება დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ. საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო გლოვაა გამოცხადებული - გლოვის დღეები დაკრძალვის დღის, 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე ირეკება სამგლოვიარო ზარები. ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/14/297702205_881:0:3612:2048_1920x0_80_0_0_909a233d73ecea13b8a4aa6aff20add7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, რელიგია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, რელიგია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
მეუფე ნიკოლოზი: მსოფლიო პატრიარქი სამებაში წესის აგებას კვირას 12 საათზე დაიწყებს
ილია მეორე იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
თბილისი, 21 მარტი - Sputnik. საქართველოში კვირას, უწმინდესის და უნეტარესის დაკრძალვის დღეს 4 პირველ იერაქს ელოდებით, მათ შორის არის მსოფლიო პატრიარქი, განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი).
მეუფის თქმით, სამების ეკლესიაში წესის აგება ხვალ 12 საათზე დაიწყება და მას უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი, ხოლო წირვაში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ მოსაყდრე მეუფე შიო და სინოდის წევრები - 12 მღვდელი და 7 დიაკონი, ისინი, ვინც სამების ტაძარში მსახურობენ, დანარჩენები მღვდლებიც თუ მოხვდებიან ტაძარში, მხოლოდ სპეციალური საშვებით.
"ხვალ სამების ტაძარში შევლა იქნება შეუძლებელი, ეზოში ალბათ იქნება საშუალება, თუმცა ეზოც ვერ დაიტევს ყველა მსურველს და მადლობა ღმერთს, რომ ასეა. ასევე სიონის ტაძარში შევლა დაკრძალვის დროს იქნება წარმოუდგენელი სრულებით. დაკრძალვის შემდეგ ხალხი ალბათ გააგრძელებს მოსვლას, საათები მოუწევს დგომა რიგში, რომ სიონში შევიდეს და მის საფლავს ემთხვიოს", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს - მოქალაქეებს მისთვის პატივის მიგება დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო გლოვაა გამოცხადებული - გლოვის დღეები დაკრძალვის დღის, 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე ირეკება სამგლოვიარო ზარები.
ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.