https://sputnik-georgia.com/20260321/katolikos-garegin-meore-saqartvelos-patriarqis-dakrzalvaze-ar-camova-297725087.html
კათოლიკოსი გარეგინ II საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე არ ჩამოვა
კათოლიკოსი გარეგინ II საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე არ ჩამოვა
Sputnik საქართველო
მიზეზია სასამართლო აკრძალვა, რომელიც სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ქვეყნის დატოვებას უკრძალავს 21.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-21T18:08+0400
2026-03-21T18:08+0400
2026-03-21T18:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
სომხეთი
კავკასია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23478/16/234781605_0:46:3069:1772_1920x0_80_0_0_a1dcba1fa1f976d2d3952919c4a4aec1.jpg
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ს ოფიციალური ნებართვა არ მიეცა საქართველოს დედაქალაქში ჩასასვლელად, რათა დასწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვას, იტყობინება Sputnik-სომხეთი ადვოკატ არა ზოჰრაბიანზე დაყდნობით.კათოლიკოსის ადმინისტრაციამ საქართველოს საპატრიარქოსგან მიიღო მოწვევა, მონაწილეობა მიეღო 22 მარტს დაგეგმილ სამგლოვიარო ცერემონიებსა და ლიტურგიაში. ადვოკატმა მოითხოვა კათოლიკოსის დროებითი გამგზავრება ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად და ეს მეზობელ ქვეყანაში გლოვის გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიიჩნია, თუმცა უარი მიიღო.ზოჰრაბიანის თქმით, ასეთმა გადაწყვეტილებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სომხეთის საერთაშორისო იმიჯზე.ადრე, 19 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ გარეგინ II-ის მონაწილეობა საქართველოს პატრიარქის დაკრძალვაში არ განიხილება.შეგახსენებთ, რომ თებერვალში კათოლიკოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მასიაცოტნის ეპარქიის ყოფილი წინამძღვრის, გევორქ საროიანის გადაყენებასთან დაკავშირებით. ამ საქმის ფარგლებში, მას ქვეყნის დატოვება ეკრძალება.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23478/16/234781605_338:0:3069:2048_1920x0_80_0_0_21c7c092eed41318d2f35d7996f5a2b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი, კავკასია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი, კავკასია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
კათოლიკოსი გარეგინ II საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე არ ჩამოვა
მიზეზია სასამართლო აკრძალვა, რომელიც სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ქვეყნის დატოვებას უკრძალავს
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ს ოფიციალური ნებართვა არ მიეცა საქართველოს დედაქალაქში ჩასასვლელად, რათა დასწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვას, იტყობინება Sputnik-სომხეთი ადვოკატ არა ზოჰრაბიანზე დაყდნობით.
კათოლიკოსის ადმინისტრაციამ საქართველოს საპატრიარქოსგან მიიღო მოწვევა, მონაწილეობა მიეღო 22 მარტს დაგეგმილ სამგლოვიარო ცერემონიებსა და ლიტურგიაში. ადვოკატმა მოითხოვა კათოლიკოსის დროებითი გამგზავრება ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად და ეს მეზობელ ქვეყანაში გლოვის გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიიჩნია, თუმცა უარი მიიღო.
ზოჰრაბიანის თქმით, ასეთმა გადაწყვეტილებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სომხეთის საერთაშორისო იმიჯზე.
ადრე, 19 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ გარეგინ II-ის მონაწილეობა საქართველოს პატრიარქის დაკრძალვაში არ განიხილება.
შეგახსენებთ, რომ თებერვალში კათოლიკოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მასიაცოტნის ეპარქიის ყოფილი წინამძღვრის, გევორქ საროიანის გადაყენებასთან დაკავშირებით. ამ საქმის ფარგლებში, მას ქვეყნის დატოვება ეკრძალება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.