https://sputnik-georgia.com/20260321/ierusalimsi-saqartvelos-katolikos-patriarqis-sulis-mosaxseniebeli-panasvidi-gadaixades-297716501.html
იერუსალიმში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს
იერუსალიმში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს
Sputnik საქართველო
პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში ხვალ, 22 მარტს დაკრძალავენ. 21.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-21T12:37+0400
2026-03-21T12:37+0400
2026-03-21T12:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
საქართველოს საპატრიარქო
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23559/60/235596000_0:154:3095:1895_1920x0_80_0_0_3d3c79daa5937a4c2300816f342eae4e.jpg
თბილისი, 21 მარტი - Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარე გოლგოთას მთის სალოცავში გადაიხადეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი. ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს - მოქალაქეებს მისთვის პატივის მიგება დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ. საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო გლოვაა გამოცხადებული - გლოვის დღეები დაკრძალვის დღის, 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე ირეკება სამგლოვიარო ზარები. ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23559/60/235596000_182:0:2913:2048_1920x0_80_0_0_10c6a628bbdf74781df43923b09cb73e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს საპატრიარქო, რელიგია
ახალი ამბები, საქართველო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს საპატრიარქო, რელიგია
იერუსალიმში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს
პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში ხვალ, 22 მარტს დაკრძალავენ.
თბილისი, 21 მარტი - Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარე გოლგოთას მთის სალოცავში გადაიხადეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
"გოლგოთაზე ტრისაგიონი საქართველოს პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია მეორის სულის ხსოვნისა და მარადიული განსასვენებლისთვის, უხუცესი, კიდობნის მცველისა და აღდგომის ეკლესიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, იერაპოლისის მთავარეპისკოპოსის, ისიდორეს მიერ", - აღნიშნულია იერუსალიმის საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს - მოქალაქეებს მისთვის პატივის მიგება დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო გლოვაა გამოცხადებული - გლოვის დღეები დაკრძალვის დღის, 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე ირეკება სამგლოვიარო ზარები.
ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.