https://sputnik-georgia.com/20260320/msoflio-patriarqi-ilia-meoris-dakrzalvaze-delegaciastan-ertad-camova-297698873.html
მსოფლიო პატრიარქი ილია მეორის დაკრძალვაზე დელეგაციასთან ერთად ჩამოვა
მსოფლიო პატრიარქი ილია მეორის დაკრძალვაზე დელეგაციასთან ერთად ჩამოვა
Sputnik საქართველო
დაკრძალვის ცერემონიის დასრულების შემდეგ, მსოფლიო პატრიარქი და მისი დელეგაცია კონსტანტინოპოლში იმავე დღეს დაბრუნდებიან. 20.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-20T14:36+0400
2026-03-20T14:36+0400
2026-03-20T14:36+0400
საქართველო
ახალი ამბები
რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/13/297679563_0:0:649:365_1920x0_80_0_0_6622cff518d96f504ddd8b4a77177c13.jpg
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის მსახურებაზე მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი 22 მარტს დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება თბილისში, რათა პირადად გამოხატოს სამძიმარი მორწმუნე ერის მიმართ. ამის შესახებ მსოფლიოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი. გუშინ ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს წაუკითხავს მიცვალებულის მსახურებისთვის დაკავშირებულ ლოცვას და აღავლენს მსახურებას. მსოფლიო პატრიარქთან ერთად საქართველოში ჩამოვა ქალკედონის მიტროპოლიტი ემანუელი და საპატრიარქო დელეგაციის წევრები, მათ შორის მსოფლიო საპატრიარქოს უმაღლესი სასულიერო პირები და ოფიციალური წარმომადგენლები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაკრძალვის ცერემონიის დასრულების შემდეგ, მსოფლიო პატრიარქი და მისი დელეგაცია კონსტანტინოპოლში იმავე დღეს დაბრუნდებიან. ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს - მოქალაქეებს მისთვის პატივის მიგება დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა მიიღო. საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო გლოვაა გამოცხადებული - გლოვის დღეები დაკრძალვის დღის, 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე ირეკება სამგლოვიარო ზარები. ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/13/297679563_81:0:568:365_1920x0_80_0_0_cb25a9dcf54f0e6c7ac047c80641ae0e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, რელიგია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
საქართველო, ახალი ამბები, რელიგია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
მსოფლიო პატრიარქი ილია მეორის დაკრძალვაზე დელეგაციასთან ერთად ჩამოვა
დაკრძალვის ცერემონიის დასრულების შემდეგ, მსოფლიო პატრიარქი და მისი დელეგაცია კონსტანტინოპოლში იმავე დღეს დაბრუნდებიან.
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის მსახურებაზე მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი 22 მარტს დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება თბილისში, რათა პირადად გამოხატოს სამძიმარი მორწმუნე ერის მიმართ. ამის შესახებ მსოფლიოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს წაუკითხავს მიცვალებულის მსახურებისთვის დაკავშირებულ ლოცვას და აღავლენს მსახურებას.
"22 მარტს მსოფლიო პატრიარქი ბართლომე კვირას, დილით ადრე თბილისში ჩამოვა, რათა საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიას გაუძღვეს. მსოფლიო პატრიარქის ვიზიტი დაადასტურებს მანამდე გავრცელებულ ინფორმაციას და გამოხატავს კონსტანტინოპოლის დედა ეკლესიის სურვილს, პირადად მიუსამძიმროს და მხარდაჭერა გამოუცხადოს საქართველოს იერარქიას, სამღვდელოებას, სამონაზვნო დასს, ხელისუფლებასა და მორწმუნე ერს", - ნათქვამია განცხადებაში.
მსოფლიო პატრიარქთან ერთად საქართველოში ჩამოვა ქალკედონის მიტროპოლიტი ემანუელი და საპატრიარქო დელეგაციის წევრები, მათ შორის მსოფლიო საპატრიარქოს უმაღლესი სასულიერო პირები და ოფიციალური წარმომადგენლები.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაკრძალვის ცერემონიის დასრულების შემდეგ, მსოფლიო პატრიარქი და მისი დელეგაცია კონსტანტინოპოლში იმავე დღეს დაბრუნდებიან.
ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს - მოქალაქეებს მისთვის პატივის მიგება დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა მიიღო.
საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო გლოვაა გამოცხადებული - გლოვის დღეები დაკრძალვის დღის, 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე ირეკება სამგლოვიარო ზარები.
ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.