https://sputnik-georgia.com/20260320/5-qartveli-mezrvauri-20-dreze-metia-sparsetis-yuresia-carcenili-297700348.html
5 ქართველი მეზღვაური 20 დღეზე მეტია სპარსეთის ყურეშია ჩარჩენილი
5 ქართველი მეზღვაური 20 დღეზე მეტია სპარსეთის ყურეშია ჩარჩენილი
Sputnik საქართველო
გემთმფლობელი კომპანიის ინფორმაციით, აუცილებელია, განხორციელდეს ქართველი მეზღვაურების ჩანაცვლება სხვა მეზღვაურებით, თუმცა რეგიონში არსებული არასტაბილური... 20.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-20T15:53+0400
2026-03-20T15:53+0400
2026-03-20T15:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/09/278417419_0:109:3253:1939_1920x0_80_0_0_3fa138c11c2631873af3c90034575f5d.jpg
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. სპარსეთის ყურეში, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე ORINOCCO 5 ქართველი მეზღვაური იმყოფება - ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, 20 დღეზე მეტია ისინი ტერიტორიის დატოვებას ვერ ახერხებენ, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.ქართველმა მეზღვაურებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 18 მარტს ოფიციალური წერილით მიმართეს და დახმარება სთხოვეს. მათი თქმით, ისინი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან. მეზღაურების ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული პრობლემის შესახებ აცნობეს სახალხო დამცველის აპარატსაც. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტო ქვეყნის სხვა პროფილურ უწყებებთან ერთად, მუდმივ კონტაქტზეა გემ ORINOCCO-ს გემთმფლობელ კომპანიასთან. "ORINOCCO-ს გემთმფლობელი კომპანიის ინფორმაციით, აუცილებელია, განხორციელდეს ქართველი მეზღვაურების ჩანაცვლება სხვა მეზღვაურებით, თუმცა რეგიონში არსებული არასტაბილური სიტუაცია გავლენას ახდენს პორტის ნებართვებზე, მგზავრობასა და ლოჯისტიკურ საკითხებზე. შეზღუდვების მიუხედავად, საკრუინგო კომპანია აგრძელებს აქტიურ მუშაობას ზემოაღნიშნული ეკიპაჟის შეცვლის ორგანიზებასთან დაკავშირებით", – აღნიშნულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში. გემი ამ დროისთვის სპარსეთის ყურეში, პორტშია გაჩერებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/09/278417419_261:0:2992:2048_1920x0_80_0_0_7b1fea0cd7e0b8aaf7b73f8262a802b0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
5 ქართველი მეზღვაური 20 დღეზე მეტია სპარსეთის ყურეშია ჩარჩენილი
გემთმფლობელი კომპანიის ინფორმაციით, აუცილებელია, განხორციელდეს ქართველი მეზღვაურების ჩანაცვლება სხვა მეზღვაურებით, თუმცა რეგიონში არსებული არასტაბილური სიტუაცია გავლენას ახდენს პორტის ნებართვებზე.
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. სპარსეთის ყურეში, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე ORINOCCO 5 ქართველი მეზღვაური იმყოფება - ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, 20 დღეზე მეტია ისინი ტერიტორიის დატოვებას ვერ ახერხებენ, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
ქართველმა მეზღვაურებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 18 მარტს ოფიციალური წერილით მიმართეს და დახმარება სთხოვეს. მათი თქმით, ისინი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან.
"ვიმყოფებით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში – არ გვექცევა შესაბამისი ყურადღება, ფაქტობრივად ვართ იზოლაციაში/ჩაკეტილ მდგომარეობაში და გაუსაძლის პირობებში. გთხოვთ, დაუყოვნებლივ ჩაერთოთ აღნიშნულ საკითხში, უზრუნველყოთ ჩვენი უფლებების დაცვა და უსაფრთხო, მშვიდობიანი რეპატრიაცია ერაყის ტერიტორიიდან. აღნიშნული ვითარება საჭიროებს სასწრაფო რეაგირებას, ვინაიდან შესაძლოა საფრთხე ემუქრებოდეს ჩვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს", – აღნიშნულია მეზღვაურების მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში.
მეზღაურების ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული პრობლემის შესახებ აცნობეს სახალხო დამცველის აპარატსაც.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტო ქვეყნის სხვა პროფილურ უწყებებთან ერთად, მუდმივ კონტაქტზეა გემ ORINOCCO-ს გემთმფლობელ კომპანიასთან.
"ORINOCCO-ს გემთმფლობელი კომპანიის ინფორმაციით, აუცილებელია, განხორციელდეს ქართველი მეზღვაურების ჩანაცვლება სხვა მეზღვაურებით, თუმცა რეგიონში არსებული არასტაბილური სიტუაცია გავლენას ახდენს პორტის ნებართვებზე, მგზავრობასა და ლოჯისტიკურ საკითხებზე. შეზღუდვების მიუხედავად, საკრუინგო კომპანია აგრძელებს აქტიურ მუშაობას ზემოაღნიშნული ეკიპაჟის შეცვლის ორგანიზებასთან დაკავშირებით", – აღნიშნულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.
გემი ამ დროისთვის სპარსეთის ყურეში, პორტშია გაჩერებული.