https://sputnik-georgia.com/20260319/zuriko-davitasvili-liga-2-is-tebervlis-sauketeso-motamase-gaxda-297681618.html
ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის თებერვლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის თებერვლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
Sputnik საქართველო
დავითაშვილი „სენტ-ეტიენს“ 2024 წლის ზაფხულში შეუერთდა. 19.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-19T13:22+0400
2026-03-19T13:22+0400
2026-03-19T13:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24831/59/248315963_0:238:3000:1926_1920x0_80_0_0_e835c244848f09be48bb184f5fc541b4.jpg
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. „სენტ-ეტიენის“ ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, ინფორმაციას საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა გაერთიანება UNFP ავრცელებს.ქართველის გარდა, გამარჯვებისთვის ტაუფიკ ბენტაიბი (ტროა) და ფამარა დიედიუ (კლერმონი) იბრძოდნენ, მაგრამ საბოლოოდ გამოკითხული გულშემატკივრების უმრავლესობამ უპირატესობა „სენტ-ეტიენის“ ქართველ შემტევს მიანიჭა.მას შემდეგ, რაც გუნდი საფრანგეთის ლიგა 2-დან გავარდა, დავითაშვილს სეზონის დასაწყისში „სენტ-ეტიენში“ დარჩენა არ სურდა, თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობამ მის გაშვებაზე უარი თქვა და ქართველი ვინგერი ახლა „მწვანეების“ ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა.დავითაშვილი „სენტ-ეტიენს“ 2024 წლის ზაფხულში შეუერთდა. მანამდე ის ფრანგულ „ბორდოში“ თამაშობდა.„სენტ-ეტიენი“ ამჟამად 50 ქულით ლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიგა 1-ში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24831/59/248315963_216:0:2784:1926_1920x0_80_0_0_19d39aa2d6c4e1f90b9457d2530157a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის თებერვლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
დავითაშვილი „სენტ-ეტიენს“ 2024 წლის ზაფხულში შეუერთდა.
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. „სენტ-ეტიენის“ ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, ინფორმაციას საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა გაერთიანება UNFP ავრცელებს.
ქართველის გარდა, გამარჯვებისთვის ტაუფიკ ბენტაიბი (ტროა) და ფამარა დიედიუ (კლერმონი) იბრძოდნენ, მაგრამ საბოლოოდ გამოკითხული გულშემატკივრების უმრავლესობამ უპირატესობა „სენტ-ეტიენის“ ქართველ შემტევს მიანიჭა.
მას შემდეგ, რაც გუნდი საფრანგეთის ლიგა 2-დან გავარდა, დავითაშვილს სეზონის დასაწყისში „სენტ-ეტიენში“ დარჩენა არ სურდა, თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობამ მის გაშვებაზე უარი თქვა და ქართველი ვინგერი ახლა „მწვანეების“ ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა.
დავითაშვილი „სენტ-ეტიენს“ 2024 წლის ზაფხულში შეუერთდა. მანამდე ის ფრანგულ „ბორდოში“ თამაშობდა.
„სენტ-ეტიენი“ ამჟამად 50 ქულით ლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიგა 1-ში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.