https://sputnik-georgia.com/20260319/tbilisis-metro-19-22-marts-ramis-2-saatamde-imusavebs-297689668.html
თბილისის მეტრო 19-22 მარტს ღამის 2 საათამდე იმუშავებს
თბილისის მეტრო 19-22 მარტს ღამის 2 საათამდე იმუშავებს
Sputnik საქართველო
20 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით გახანგრძლივდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების სამუშაო საათებიც. 19.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-19T22:21+0400
2026-03-19T22:21+0400
2026-03-19T22:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
ვითარება გზებზე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0d/282239946_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_58d6d75890652907d45389ea4f880e27.jpg
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პანაშვიდებთან და დაკრძალვასთან დაკავშირებით თბილისის მეტრო მგზავრებს დღეიდან 22 მარტის ჩათვლით გახანგრძლივებულად, 02:00 საათამდე მოემსახურება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტს ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 24-საათიან რეჟიმში იმართება. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.მერიის ცნობით, 20 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით გახანგრძლივდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების სამუშაო საათებიც.„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო საათები იცვლება. თბილისის მეტრო დღეიდან 22 მარტის ჩათვლით, მგზავრებს 00:00-ის ნაცვლად, 02:00 საათამდე მოემსახურება.ხვალიდან კი, ასევე 22 მარტის ჩათვლით, გახანგრძლივდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების სამუშაო საათები, რა დროსაც მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, ქალაქში 02:00 საათამდე გადაადგილდნენ.შაბათ-კვირას, 21-22 მარტს, დედაქალაქის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება, ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ასევე დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის.21 და 22 მარტს რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები ყველა მიმართულებით უფასო იქნება.აღნიშნული გადაწყვეტილება ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო.კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება "საქართველოს რკინიგზა". საქართველოში პატრიარქის გარდაცვალების გამო გლოვაა გამოცხადებული - გლოვის დღეები დაკრძალვის დღის, 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0d/282239946_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_cedda21fc0a73f13d77511e4c808e533.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე, ვითარება გზებზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე, ვითარება გზებზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
თბილისის მეტრო 19-22 მარტს ღამის 2 საათამდე იმუშავებს
20 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით გახანგრძლივდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების სამუშაო საათებიც.
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პანაშვიდებთან და დაკრძალვასთან დაკავშირებით თბილისის მეტრო მგზავრებს დღეიდან 22 მარტის ჩათვლით გახანგრძლივებულად, 02:00 საათამდე მოემსახურება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტს ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 24-საათიან რეჟიმში იმართება. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
მერიის ცნობით, 20 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით გახანგრძლივდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების სამუშაო საათებიც.
„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო საათები იცვლება. თბილისის მეტრო დღეიდან 22 მარტის ჩათვლით, მგზავრებს 00:00-ის ნაცვლად, 02:00 საათამდე მოემსახურება.
ხვალიდან კი, ასევე 22 მარტის ჩათვლით, გახანგრძლივდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების სამუშაო საათები, რა დროსაც მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, ქალაქში 02:00 საათამდე გადაადგილდნენ.
შაბათ-კვირას, 21-22 მარტს, დედაქალაქის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება, ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის.
21 და 22 მარტს რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები ყველა მიმართულებით უფასო იქნება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო.
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება "საქართველოს რკინიგზა". საქართველოში პატრიარქის გარდაცვალების გამო გლოვაა გამოცხადებული - გლოვის დღეები დაკრძალვის დღის, 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.