https://sputnik-georgia.com/20260319/sasualo-nominaluri-xelfasi-saqartvelosi-297677924.html
დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საქართველოში - ახალი მონაცემები
დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საქართველოში - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
ყველაზე მაღალი საშუალო ნომინალური ხელფასი (2.829,8 ლარი) დაფიქსირდა თბილისში 19.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-19T12:20+0400
2026-03-19T12:20+0400
2026-03-19T12:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საქსტატი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/75/234437542_0:97:1501:941_1920x0_80_0_0_1ffaaafed9e80e100d3e69ec3fdc017c.jpg
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. 2025 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,2 პროცენტით გაიზარდა და 2466,2 ლარი შეადგინა, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.2025 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ბიზნეს სექტორში საშუალო ნომინალური ხელფასი 2608,4 ლარს შეადგენდა, რაც 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10,2 %-ით მეტია.„საქსტატის“ მონაცემებით, არაკომერციულ და ფინანსურ სექტორებში საშუალო ნომინალური ხელფასი 13%-ით გაიზარდა და 2210,2 ლარს მიაღწია.ყველაზე მაღალი საშუალო ნომინალური ხელფასი (2.829,8 ლარი) დაფიქსირდა თბილისში, ხოლო ყველაზე დაბალი - რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში (1258,7 ლარი).2025 წლის მეოთხე კვარტალში საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში:მამაკაცების ხელფასი თითქმის ყველა სფეროში უფრო მაღალია.საანგარიშო პერიოდში ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1.952,5 ლარით (+9,8 %), ხოლო კაცების - 2.978,9 ლარით (+12,2%) განისაზღვრა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/75/234437542_12:0:1345:1000_1920x0_80_0_0_b5b72ccbd296461acbb767fe249255bb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საქსტატი, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საქსტატი, საზოგადოება
დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საქართველოში - ახალი მონაცემები
ყველაზე მაღალი საშუალო ნომინალური ხელფასი (2.829,8 ლარი) დაფიქსირდა თბილისში
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. 2025 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,2 პროცენტით გაიზარდა და 2466,2 ლარი შეადგინა, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
2025 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ბიზნეს სექტორში საშუალო ნომინალური ხელფასი 2608,4 ლარს შეადგენდა, რაც 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10,2 %-ით მეტია.
„საქსტატის“ მონაცემებით, არაკომერციულ და ფინანსურ სექტორებში საშუალო ნომინალური ხელფასი 13%-ით გაიზარდა და 2210,2 ლარს მიაღწია.
ყველაზე მაღალი საშუალო ნომინალური ხელფასი (2.829,8 ლარი) დაფიქსირდა თბილისში, ხოლო ყველაზე დაბალი - რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში (1258,7 ლარი).
2025 წლის მეოთხე კვარტალში საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში:
ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4.373,2 ლარი (წინა წელთან შედარებით ზრდა 9,1 პროცენტით);
მშენებლობა - 3.938,9 ლარი (ზრდა 17,2%).
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 3.747,7 ლარი (ზრდა 11%);
სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 3.386,5 ლარი (+31,8%).
მამაკაცების ხელფასი თითქმის ყველა სფეროში უფრო მაღალია.
საანგარიშო პერიოდში ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1.952,5 ლარით (+9,8 %), ხოლო კაცების - 2.978,9 ლარით (+12,2%) განისაზღვრა.