https://sputnik-georgia.com/20260319/qartul-saaviacio-bazarze-axali-aviakompania-gamocnda-297683479.html
ქართულ საავიაციო ბაზარზე ახალი ავიაკომპანია გამოჩნდა
ქართულ საავიაციო ბაზარზე ახალი ავიაკომპანია გამოჩნდა
Sputnik საქართველო
კომპანიის განცხადებით, OneClick Airways პირველი ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. 19.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-19T13:58+0400
2026-03-19T13:58+0400
2026-03-19T13:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24790/96/247909639_0:73:3000:1761_1920x0_80_0_0_383ac10f1872d67b0f67aa15fc78c96c.jpg
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ქართულ საავიაციო ბაზარზე ახალი ქართული ავიაკომპანია OneClick Airways გამოჩნდა, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სააგენტოს ინფორმაციით, კომპანიას აქვს როგორც სატვირთო გადაზიდვების, ისე მგზავრების გადაყვანის უფლება. OneClick Airways-მა ოპერაციული საქმიანობა 2025 წლის ოქტომბერში დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ამ ეტაპზე ჩარტერულ რეისებს ასრულებს და აქტიურად ემზადება რეგულარული ფრენების დასაწყებად ფართო გეოგრაფიული არეალის დაფარვით. OneClick Airways-ის ცნობით, კომპანიის სტრატეგია ორიენტირებულია ფართო სამარშრუტო ქსელის განვითარებასა და დაბალი საოპერაციო ხარჯების შენარჩუნებაზე, რაც უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ ფასებს და მომსახურების მაღალი ხარისხს. ავიაკომპანია ფლობს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატს და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობას. კომპანიის ბალანსზე ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ხომალდია - ავიაციის სააგენტოზე რეგისტრირებულია Boeing 737-81B. OneClick Airways-ის დირექტორი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აეროპორტების გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24790/96/247909639_278:0:2723:1834_1920x0_80_0_0_e7f65167471a22eaf068de04c2d903f9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
ქართულ საავიაციო ბაზარზე ახალი ავიაკომპანია გამოჩნდა
კომპანიის განცხადებით, OneClick Airways პირველი ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა.
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ქართულ საავიაციო ბაზარზე ახალი ქართული ავიაკომპანია OneClick Airways გამოჩნდა, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, კომპანიას აქვს როგორც სატვირთო გადაზიდვების, ისე მგზავრების გადაყვანის უფლება.
OneClick Airways-მა ოპერაციული საქმიანობა 2025 წლის ოქტომბერში დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ამ ეტაპზე ჩარტერულ რეისებს ასრულებს და აქტიურად ემზადება რეგულარული ფრენების დასაწყებად ფართო გეოგრაფიული არეალის დაფარვით.
"აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას OneClick Airways-მა შეასრულა სპეციალური რეისები დუბაიდან და ტაილანდიდან, რითაც უზრუნველყო მოქალაქეების უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში", - ნათქვამია კომპანიის განცხდებაში.
OneClick Airways-ის ცნობით, კომპანიის სტრატეგია ორიენტირებულია ფართო სამარშრუტო ქსელის განვითარებასა და დაბალი საოპერაციო ხარჯების შენარჩუნებაზე, რაც უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ ფასებს და მომსახურების მაღალი ხარისხს.
"დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მოდელი შესაძლებელს ხდის მომხმარებლებისთვის კონკურენტუნარიანი და ხელმისაწვდომი ტარიფების შეთავაზებას, ხოლო თავად ავიაკომპანიას აძლევს საშუალებას, ეტაპობრივად გააფართოოს ოპერაციები და ბაზარს ახალი მიმართულებები დაამატოს", - აცხადებენ კომპანიაში.
ავიაკომპანია ფლობს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატს და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობას. კომპანიის ბალანსზე ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ხომალდია - ავიაციის სააგენტოზე რეგისტრირებულია Boeing 737-81B.
OneClick Airways-ის დირექტორი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აეროპორტების გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძეა.