https://sputnik-georgia.com/20260319/patriarqis-dakrzalvaze-daswrebis-msurvelebs-batumis-meria-ufasod-caiyvans-297688374.html
ბათუმიდან პატრიარქის დაკრძალვაზე გამგზავრების მსურველებს ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება
ბათუმიდან პატრიარქის დაკრძალვაზე გამგზავრების მსურველებს ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება
Sputnik საქართველო
ილია მეორის პანაშვიდებზე და დაკრძალვაზე ჩამოსვლა მოსახლეობას რეგიონებიდან უფასოდ შეეძლება 19.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-19T19:40+0400
2026-03-19T19:40+0400
2026-03-19T19:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23520/80/235208009_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_e646a1fdf0d9c66312405cd99c0170fa.jpg
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე გამგზავრების მსურველთათვის 21 და 22 მარტს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს უფასო ტრანსპორტირებას, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 21 მარტი - გამგზავრება 09:00 საათი 22 მარტი - გამგზავრება 05:00 საათი მათივე ცნობით, შეკრების ადგილია ქალაქი ბათუმი, ცენტრალური სტადიონის - "აჭარაბეთ არენას" მიმდებარე ტერიტორია. გამგზავრების მსურველთათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. მერია სთხოვს მოსახლეობას ჩასაწერად დაუკავშირდნენ შემდეგ ნომრებზე:სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტს ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 24-საათიან რეჟიმში იმართება. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით 21 და 22 მარტს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტიც. ასევე დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის. უფასო იქნება რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსებიც ყველა მიმართულებით. მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება "საქართველოს რკინიგზა".
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23520/80/235208009_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_39fc55ba2d978f40afef0c0da7999b87.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, ბათუმი
ახალი ამბები, საქართველო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, ბათუმი
ბათუმიდან პატრიარქის დაკრძალვაზე გამგზავრების მსურველებს ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება
ილია მეორის პანაშვიდებზე და დაკრძალვაზე ჩამოსვლა მოსახლეობას რეგიონებიდან უფასოდ შეეძლება
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე გამგზავრების მსურველთათვის 21 და 22 მარტს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს უფასო ტრანსპორტირებას, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
21 მარტი - გამგზავრება 09:00 საათი
22 მარტი - გამგზავრება 05:00 საათი
მათივე ცნობით, შეკრების ადგილია ქალაქი ბათუმი, ცენტრალური სტადიონის - "აჭარაბეთ არენას" მიმდებარე ტერიტორია. გამგზავრების მსურველთათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. მერია სთხოვს მოსახლეობას ჩასაწერად დაუკავშირდნენ შემდეგ ნომრებზე:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტს ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 24-საათიან რეჟიმში იმართება. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით 21 და 22 მარტს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტიც. ასევე დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის. უფასო იქნება რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსებიც ყველა მიმართულებით. მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება "საქართველოს რკინიგზა".