https://sputnik-georgia.com/20260318/venaxis-samewarmeo-miznit-gashenebas-tanxmoba-daschirdeba-297635036.html
ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას თანხმობა დასჭირდება: რას ითვალისწინებს ცვლილებები
ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას თანხმობა დასჭირდება: რას ითვალისწინებს ცვლილებები
Sputnik საქართველო
სამეწარმეო ვენახის გაშენება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე იქნება დაშვებული. 18.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-18T19:40+0400
2026-03-18T19:40+0400
2026-03-18T19:40+0400
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
ახალი ამბები
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/03/282915846_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_0208d6903d03def568dae86683e2b08f.jpg
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „ღვინისა და ვაზის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლის თანახმადაც ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობა და მისგან უფლების მიღება დასჭირდება.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი „სამეწარმეო ვენახების გაშენების წესის შესახებ" ბრძანებას 2026 წლის 1-ელ მაისამდე გამოსცემს.„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად გაჩნდება ცნება „თანხმობა ვენახის გაშენებაზე“, რაც გულისხმობს ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ფიზიკური ან იურიდიულ პირისთვის სამეწარმეო ვენახის გაშენების უფლების მიცემას და შესაბამისი დოკუმენტის გაცემას. შესაბამისად, სამეწარმეო ვენახის გაშენება მხოლოდ სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე იქნება დაშვებული.კანონი მხოლოდ სამეწარმეო სეგმენტს შეეხება და ცვლილებები უკვე გაშენებულ ვენახებზე არ გავრცელდება, იგი ასევე არ შეეხება სამოყვარულო და შიდა მეურნეობისთვის გაშენებულ ვენახებს.ცვლილებების თანახმად, ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და სააგენტოსთვის შეტყობინების ვალდებულება წარმოეშვება ღვინის ყველა კომპანიას, მათ შორის ღვინის იმ მწარმოებლებსაც, რომელთა მიერ წარმოებული ღვინის რეალიზაცია წელიწადში ჯამურად 1500 ლიტრს არ აღემატება.გარდა ამისა, უქმდება „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონის მუხლი, რომლის მიხედვით, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის და სპირტიანი სასმლის წარმოებისას დასაშვებია 15%-მდე იმ ყურძნის გამოყენება, რომელიც მოყვანილია მევენახეობის იმავე ზონის სხვა ქვეზონის ან სხვა მიკროზონის ფარგლებში ვაზის იმავე ჯიშისგან ან მევენახეობის შესაბამისი ზონისთვის რეკომენდებული ვაზის იმავე ფერის სხვა ჯიშისგან.მთავრობის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ გაშენებული ვენახების რაოდენობა და შესაბამისად, ყურძნის მოსავლიანობაც გაიზარდა, დაცული ადგილწარმოშობის ღვინისა და სპირტიანი სასმლის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ წარმოება მხოლოდ ამ ღვინის ან სპირტიანი სასმლის წარმოების სპეციფიკაციაში განსაზღვრულ მიკროზონაში მოწეული ყურძნისგან განხორციელდეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/03/282915846_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_d80cceb951d99ad1d1fb932c8f2af845.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები, საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები, საქართველოს სოფლის მეურნეობა
ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას თანხმობა დასჭირდება: რას ითვალისწინებს ცვლილებები
სამეწარმეო ვენახის გაშენება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე იქნება დაშვებული.
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „ღვინისა და ვაზის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლის თანახმადაც ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობა და მისგან უფლების მიღება დასჭირდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი „სამეწარმეო ვენახების გაშენების წესის შესახებ" ბრძანებას 2026 წლის 1-ელ მაისამდე გამოსცემს.
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად გაჩნდება ცნება „თანხმობა ვენახის გაშენებაზე“, რაც გულისხმობს ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ფიზიკური ან იურიდიულ პირისთვის სამეწარმეო ვენახის გაშენების უფლების მიცემას და შესაბამისი დოკუმენტის გაცემას. შესაბამისად, სამეწარმეო ვენახის გაშენება მხოლოდ სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე იქნება დაშვებული.
კანონი მხოლოდ სამეწარმეო სეგმენტს შეეხება და ცვლილებები უკვე გაშენებულ ვენახებზე არ გავრცელდება, იგი ასევე არ შეეხება სამოყვარულო და შიდა მეურნეობისთვის გაშენებულ ვენახებს.
ცვლილებების თანახმად, ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და სააგენტოსთვის შეტყობინების ვალდებულება წარმოეშვება ღვინის ყველა კომპანიას, მათ შორის ღვინის იმ მწარმოებლებსაც, რომელთა მიერ წარმოებული ღვინის რეალიზაცია წელიწადში ჯამურად 1500 ლიტრს არ აღემატება.
გარდა ამისა, უქმდება „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონის მუხლი, რომლის მიხედვით, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის და სპირტიანი სასმლის წარმოებისას დასაშვებია 15%-მდე იმ ყურძნის გამოყენება, რომელიც მოყვანილია მევენახეობის იმავე ზონის სხვა ქვეზონის ან სხვა მიკროზონის ფარგლებში ვაზის იმავე ჯიშისგან ან მევენახეობის შესაბამისი ზონისთვის რეკომენდებული ვაზის იმავე ფერის სხვა ჯიშისგან.
მთავრობის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ გაშენებული ვენახების რაოდენობა და შესაბამისად, ყურძნის მოსავლიანობაც გაიზარდა, დაცული ადგილწარმოშობის ღვინისა და სპირტიანი სასმლის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ წარმოება მხოლოდ ამ ღვინის ან სპირტიანი სასმლის წარმოების სპეციფიკაციაში განსაზღვრულ მიკროზონაში მოწეული ყურძნისგან განხორციელდეს.