https://sputnik-georgia.com/20260318/rusetis-interesta-seqcia-ilia-meoris-gardacvalebas-exmaureba-297667358.html
რუსეთის ინტერესთა სექცია: ილია II რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გულწრფელი მეგობარი იყო
რუსეთის ინტერესთა სექცია: ილია II რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გულწრფელი მეგობარი იყო
Sputnik საქართველო
როგორც რუსეთის ინტერესთა სექცია აღნიშნავს, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნა საუკუნეებს მარადიულად შემორჩება. 18.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-18T18:57+0400
2026-03-18T18:57+0400
2026-03-18T18:57+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23261/39/232613960_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_b950077a719ed270ae2a7cb5bbe35cbc.jpg
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ყოველთვის იყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გულწრფელი მეგობარი, ნათქვამია საქართველოში რუსეთის ინტერესთა სექციის სამძიმრის წერილში.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორე კუჭიდან მასიური სისხლდენით „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ 17 მარტის გვიან ღამით გადაიყვანეს. მისი მკურნალობა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, რეანიმაციულ განყოფილებაში მიმდინარეობდა - პატრიარქი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.სექციის ხელმძღვანელის, დმიტრი ოლისოვის სამძიმრის წერილი პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიოს გაეგზავნა.როგორც რუსეთის ინტერესთა სექცია აღნიშნავს, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნა საუკუნეებს მარადიულად შემორჩება.„გისურვებთ თქვენ, დაქვრივებული ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა ეპისკოპოსს, სასულიერო პირს, ბერსა და საერო პირს, სულის სიმტკიცესა და დიდ ძალას ამ მწუხარებაში“, - ნათქვამია წერილში.პატრიარქის დაკრძალვის ცერემონია კვირას, 22 მარტს გაიმართება. ილია II-ის სურვილისამებრ, მას სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოცხადებული ეროვნული გლოვა 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23261/39/232613960_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_5c151703fd8ffa7cc14454e8bcc4e703.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საზოგადოება, ახალი ამბები
რუსეთის ინტერესთა სექცია: ილია II რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გულწრფელი მეგობარი იყო
როგორც რუსეთის ინტერესთა სექცია აღნიშნავს, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნა საუკუნეებს მარადიულად შემორჩება.
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ყოველთვის იყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გულწრფელი მეგობარი, ნათქვამია საქართველოში რუსეთის ინტერესთა სექციის სამძიმრის წერილში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორე კუჭიდან მასიური სისხლდენით „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ 17 მარტის გვიან ღამით გადაიყვანეს. მისი მკურნალობა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, რეანიმაციულ განყოფილებაში მიმდინარეობდა - პატრიარქი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
სექციის ხელმძღვანელის, დმიტრი ოლისოვის სამძიმრის წერილი პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიოს გაეგზავნა.
„ახლად გარდაცვლილი მთავარეპისკოპოსი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის, რუსი ხალხისა და სახელმწიფოს გულწრფელი მეგობარი იყო. მისმა ნახევარსაუკუნოვანმა სამწყსო მსახურებამ, ქართული და მსოფლიო მართლმადიდებლობის საფუძვლების განმტკიცებაში შეტანილმა მნიშვნელოვანმა პირადმა წვლილმა, მამობრივმა სიბრძნემ და პატრიარქის თავგანწირულმა თავმდაბლობამ მას რუსეთისა და საქართველოს თანამორწმუნე ხალხების დამსახურებული პატივისცემა და უპირობო თაყვანისცემა მოუტანა“, - ნათქვამია წერილში.
როგორც რუსეთის ინტერესთა სექცია აღნიშნავს, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნა საუკუნეებს მარადიულად შემორჩება.
„გისურვებთ თქვენ, დაქვრივებული ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა ეპისკოპოსს, სასულიერო პირს, ბერსა და საერო პირს, სულის სიმტკიცესა და დიდ ძალას ამ მწუხარებაში“, - ნათქვამია წერილში.
პატრიარქის დაკრძალვის ცერემონია კვირას, 22 მარტს გაიმართება. ილია II-ის სურვილისამებრ, მას სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოცხადებული ეროვნული გლოვა 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.