ახალი პატრიარქის არჩევა: ექსპერტები ეკლესიისა და ქვეყნის სტაბილურობაზე

© photo: Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2026
გამოწერა
კათოლიკოს-პატრიარქის პოზიცია რუსეთსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, აღნიშნეს თბილისში.
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე შესაძლო გავლენის თვალსაზრისით, ახალი პატრიარქის ვინაობა საკვანძო ფაქტორი გახდება, განაცხადეს „Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში ქართველმა ექსპერტებმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების შედეგებთან დაკავშირებით.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორე კუჭიდან მასიური სისხლდენით „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ 17 მარტის გვიან ღამით გადაიყვანეს. მისი მკურნალობა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, რეანიმაციულ განყოფილებაში მიმდინარეობდა - პატრიარქი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
„იმედი გვაქვს, რომ პატრიარქის ცვლილება საქართველოს არც საგარეო და არც საშინაო პოლიტიკას ზიანს არ მოუტანს. ილია მეორემ არ დაუშვა ეკლესიის პოლიტიზაცია. ბევრმა პოლიტიკოსმა სცადა ეკლესიის პოლიტიზება და მისი თავის მხარეს გადაბირება. ეს რომ არ მოხდა, ილია მეორის დამსახურება, მისი წვლილია. ეკლესია ნეიტრალურია პოლიტიკური ჯგუფების მიმართ. იგი ყოველთვის მშვიდობისა და დიალოგის მომხრეა“, - განაცხადა პოლიტოლოგმა პეტრე მამრაძემ.
მისი თქმით, რუსეთთან და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქის პოზიცია ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სწორედ იგი ეხმარებოდა ყოველთვის საქართველოს პოლიტიკური კუთხით, აღნიშნა ექსპერტმა.
როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, თუ პატრიარქად ილია მეორის მოსაყდრე შიოს აირჩევენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სტაბილურობას შეინარჩუნებს.
„ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ ვის აირჩევენ, ვინ გახდება ახალი პატრიარქი. თუ ეს იქნება მოსაყდრე შიო, მაშინ ვფიქრობ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეინარჩუნებს იმ სტაბილურობას, რომელიც მას მთელი ამ წლების განმავლობაში ჰქონდა“, - განაცხადა ანჯაფარიძემ.
ამასთან, ანალიტიკოსმა არც იმის თეორიული შესაძლებლობა გამორიცხა, რომ სინოდის პროდასავლურმა ფრთამ საკუთარი კანდიდატის გაყვანა შეძლოს. მაშინ მთელ რიგ საკითხებში ცვლილებებს უნდა ველოდოთ, დასძინა ანჯაფარიძემ.
ექსპერტები ასევე კრიტიკულად აფასებენ ოპოზიციური ძალების ქმედებებს და აღნიშნავენ, რომ მათი მცდელობები, შეცვალონ ეკლესის მიმართ რიტორიკა, საზოგადოების მიერ, შესაძლოა, არაგულწრფელად და პოლიტიკურად მოტივირებულად იქნეს აღქმული.
„ეს ოპოზიციისთვის თავიდანვე წაგებული თამაშია. ყველამ იცის ამ ადამიანების დამოკიდებულება მართლმადიდებლობის, რწმენისა და პატრიარქის მიმართ. მათი კლინიკაში მისვლა, სადაც ილია მეორე გადაიყვანეს, ცინიზმის მწვერვალი იყო. როდესაც საზოგადოებამ იცის შენი პოზიცია და შენ ასეთ ყალბ ნაბიჯს დგამ, ეს პოლიტიკური თვითმკვლელობაა. საზოგადოება ადვილად ამჩნევს სიცრუეს“, - აღნიშნა ანჯაფარიძემ.
პეტრე მამრაძის თქმით, ოპოზიციისთვის დღეს უბრალოდ არ არის მომგებიანი პატრიარქის შესახებ კრიტიკული განცხადებებით გამოსვლა, როგორც ეს ადრე ხდებოდა.
„მე კარგად მახსოვს ეს ადამიანები, ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მომხრეები, რომლებმაც 2008 წელს სისხლიანი სამხედრო ავანტიურა განახორციელეს, პატრიარქს ცილი დასწამეს და დევნეს. ვიცნობ რა მათ, ვამბობ, რომ მათთვის უბრალოდ მომგებიანი არ იქნებოდა ახლა მის შესახებ რაიმე კრიტიკულის თქმა“, - განაცხადა მამრაძემ.
საქართველოში პატრიარქის გარდაცვალების გამო გლოვა გამოცხადდა. ყველა სახელმწიფო უწყების შემობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
დღეს კათალიკოს-პატრიარქს საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ.
ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.
ილია მეორე
ილია მეორე საქართველოს ეკლესიის 141-ე პატრიარქი იყო. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
ილია II, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს, ორჯონიკიძეში (ვლადიკავკაზში) დაიბადა. მან განათლება მოსკოვის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში მიიღო, რომელიც 1960 წელს დაამთავრა. მისი აკადემიური მოსწრება ყველა საგანში უმაღლესად ფასდებოდა, ხოლო საბაკალავრო ნაშრომი ათონის ივერიის მონასტრის ისტორიის თემაზე დაიცვა. ჯერ კიდევ სასწავლებლის დასრულებამდე, 1957 წელს ის მონაზვნად აღიკვეცა და სახელი ილია ეწოდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იგი სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ბათუმის საკათედრო ტაძარში, იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, სანამ 1977 წლის ნოემბერში პატრიარქის მოსაყდრედ დადგინდებოდა.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
ყველა ახალი ამბავი
0