https://sputnik-georgia.com/20260318/mamakacs-17-wlit-patimroba-sheeparda-297652022.html
დედოფლისწყაროში ოთხი პირის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს 17 წელი მიესაჯა
დედოფლისწყაროში ოთხი პირის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს 17 წელი მიესაჯა
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. კახეთში ოთხი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა... 18.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-18T17:55+0400
2026-03-18T17:55+0400
2026-03-18T17:55+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_1570dab6557689a61eb5c3b401c0f653.jpg
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. კახეთში ოთხი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 23 ივნისს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში, ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერ გაისროლა დაზარალებულების მიმართულებით. სროლის შედეგად ოთხმა პირმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო, რომლებიც დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად გადარჩნენ. სროლის შედეგად ასევე საფრთხე შეექმნა შემთხვევის ადგილზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_344:267:2655:2000_1920x0_80_0_0_afb291dd6ee20306d568b837049f9986.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
დედოფლისწყაროში ოთხი პირის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს 17 წელი მიესაჯა
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. კახეთში ოთხი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 23 ივნისს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში, ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერ გაისროლა დაზარალებულების მიმართულებით. სროლის შედეგად ოთხმა პირმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო, რომლებიც დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად გადარჩნენ. სროლის შედეგად ასევე საფრთხე შეექმნა შემთხვევის ადგილზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.