https://sputnik-georgia.com/20260318/kvaracxeliam-goli-ilia-meoris-xsovnas-miuzgvna-297642016.html
კვარაცხელიამ „ჩელსის" კარში გატანილი გოლი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა
კვარაცხელიამ „ჩელსის" კარში გატანილი გოლი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა
Sputnik საქართველო
კვარაცხელია ლონდონის „ჩელსის“ წინააღმდეგ ორივე მატჩში საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. 18.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-18T11:13+0400
2026-03-18T11:13+0400
2026-03-18T11:13+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/12/297639986_0:0:1080:608_1920x0_80_0_0_d0a23a28a30d3d2381d7964a9457dbbb.jpg
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ფრანგული საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ ვინგერმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ჩელსის“ კარში გატანილი გოლი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიუძღვნა.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორე კუჭიდან მასიური სისხლდენით „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ 17 მარტის გვიან ღამით გადაიყვანეს. მისი მკურნალობა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, რეანიმაციულ განყოფილებაში მიმდინარეობდა - პატრიარქი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.„პარი სენ-ჟერმენმა" გასვლით მატჩში „ჩელსი" ანგარიშით 3:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა - მერვედფინალის განმეორებითი შეხვედრა ფრანგებმა შესანიშნავად დაიწყეს, რაშიც კვარაცხელიამ მთავარი როლი ითამაშა. მე-6 წუთზე „პსჟ"-ის ქართველმა ვარსკვლავმა ანგარიში გახსნა. კვარაცხელია ლონდონში მატჩის MVP-ად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი პარიზში გამართულ პირველ მატჩშიც საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.მატჩის შემდეგ კვარაცხელიამ ქართველ გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა გატანილი გოლის ზედმეტად ემოციურად აღნიშვნისთვის.„ამ ყველაფერზე ძალიან ვინერვიულე… მიჭირს საუბარი. ილია მეორე ჩვენი სულიერი მამა იყო. ვეღარაფერს ვიტყვი, ამაზე გავჩერდეთ,“ – ემოცია ვერ შეიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ.ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 შეხვედრაში ანგარიშზე 11 საგოლე მოქმედება ჩაიწერა – 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა, რაც ქართველი ვარსკვლავისთვის ისტორიული შედეგია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/12/297639986_0:0:1080:810_1920x0_80_0_0_faecda82578ef12e5a4a956ec9fa3791.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, ახალი ამბები
კვარაცხელიამ „ჩელსის" კარში გატანილი გოლი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა
კვარაცხელია ლონდონის „ჩელსის“ წინააღმდეგ ორივე მატჩში საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ფრანგული საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ ვინგერმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ჩელსის“ კარში გატანილი გოლი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიუძღვნა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორე კუჭიდან მასიური სისხლდენით „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ 17 მარტის გვიან ღამით გადაიყვანეს. მისი მკურნალობა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, რეანიმაციულ განყოფილებაში მიმდინარეობდა - პატრიარქი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
„პარი სენ-ჟერმენმა" გასვლით მატჩში „ჩელსი" ანგარიშით 3:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა - მერვედფინალის განმეორებითი შეხვედრა ფრანგებმა შესანიშნავად დაიწყეს, რაშიც კვარაცხელიამ მთავარი როლი ითამაშა. მე-6 წუთზე „პსჟ"-ის ქართველმა ვარსკვლავმა ანგარიში გახსნა.
კვარაცხელია ლონდონში მატჩის MVP-ად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი პარიზში გამართულ პირველ მატჩშიც საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
მატჩის შემდეგ კვარაცხელიამ ქართველ გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა გატანილი გოლის ზედმეტად ემოციურად აღნიშვნისთვის.
„ამ ყველაფერზე ძალიან ვინერვიულე… მიჭირს საუბარი. ილია მეორე ჩვენი სულიერი მამა იყო. ვეღარაფერს ვიტყვი, ამაზე გავჩერდეთ,“ – ემოცია ვერ შეიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ.
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 შეხვედრაში ანგარიშზე 11 საგოლე მოქმედება ჩაიწერა – 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა, რაც ქართველი ვარსკვლავისთვის ისტორიული შედეგია.