https://sputnik-georgia.com/20260318/iranis-elchi-ilia-meore-girseuli-adamiani-iko-297673012.html
ირანის ელჩმა საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა
ირანის ელჩმა საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა
Sputnik საქართველო
ელჩის თქმით, ილია მეორემ განსაკუთრებული სიბრძნე და მოთმინება გამოიჩინა მისი ქვეყნის წინაშე არსებული რთული განსაცდელების დროს. 18.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-18T22:27+0400
2026-03-18T22:27+0400
2026-03-18T22:27+0400
საქართველო
ირანი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24742/21/247422187_0:190:3303:2048_1920x0_80_0_0_ff1a593b9734aacbadb525075ad72acb.jpg
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მაღალი ღირსების ადამიანი და თანამედროვე ქართული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტორი, განაცხადა საქართველოში ირანის ელჩმა სეიედ ალი მოჯანიმ.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორე კუჭიდან მასიური სისხლდენით „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ 17 მარტის გვიან ღამით გადაიყვანეს. მისი მკურნალობა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, რეანიმაციულ განყოფილებაში მიმდინარეობდა - პატრიარქი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.მისი თქმით, ილია მეორემ განსაკუთრებული სიბრძნე და მოთმინება გამოიჩინა მისი ქვეყნის წინაშე არსებული რთული განსაცდელების დროს.„ირანელი ხალხისთვისაც ილია მეორის სახელი უკავშირდება რელიგიათაშორის და ცივილიზაციათაშორის მეგობრობასა და დიალოგს. მისმა ისტორიულმა ვიზიტმა ირანში და გულთბილმა შეხვედრებმა ირანში მცხოვრებ ქართველებთან, ორი ერის კულტურულ და სულიერ ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადაშალა", - განაცხადა ელჩმა.საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო გლოვაა გამოცხადებული - გლოვის დღეები დაკრძალვის დღის, 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.დღეს ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 24-საათიან რეჟიმში გაიმართება. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
საქართველო
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24742/21/247422187_267:0:2998:2048_1920x0_80_0_0_9ad183048cc9149cb229c08b6261414e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ირანი , სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ირანი , სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საზოგადოება, ახალი ამბები
ირანის ელჩმა საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა
ელჩის თქმით, ილია მეორემ განსაკუთრებული სიბრძნე და მოთმინება გამოიჩინა მისი ქვეყნის წინაშე არსებული რთული განსაცდელების დროს.
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მაღალი ღირსების ადამიანი და თანამედროვე ქართული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტორი, განაცხადა საქართველოში ირანის ელჩმა სეიედ ალი მოჯანიმ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორე კუჭიდან მასიური სისხლდენით „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ 17 მარტის გვიან ღამით გადაიყვანეს. მისი მკურნალობა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, რეანიმაციულ განყოფილებაში მიმდინარეობდა - პატრიარქი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
„ღრმა მწუხარებით გამოვხატავ ჩემს სამძიმარს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო. ის იყო გავლენიანი ფიგურა, მაღალი ღირსების ადამიანი და თანამედროვე ქართული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი", - განაცხადა მოჯანიმ.
მისი თქმით, ილია მეორემ განსაკუთრებული სიბრძნე და მოთმინება გამოიჩინა მისი ქვეყნის წინაშე არსებული რთული განსაცდელების დროს.
„ირანელი ხალხისთვისაც ილია მეორის სახელი უკავშირდება რელიგიათაშორის და ცივილიზაციათაშორის მეგობრობასა და დიალოგს. მისმა ისტორიულმა ვიზიტმა ირანში და გულთბილმა შეხვედრებმა ირანში მცხოვრებ ქართველებთან, ორი ერის კულტურულ და სულიერ ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადაშალა", - განაცხადა ელჩმა.
საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო გლოვაა გამოცხადებული - გლოვის დღეები დაკრძალვის დღის, 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
დღეს ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 24-საათიან რეჟიმში გაიმართება. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.