საქართველო გლოვობს: კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა
საქართველო გლოვობს: კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
ილია მეორე იყო საქართველოს სულიერი ლიდერი - ადამიანი, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში სათავეში ედგა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და... 18.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-18T15:13+0400
2026-03-18T15:13+0400
2026-03-18T15:13+0400
საქართველო
მულტიმედია
ფოტო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.მისი მოღვაწეობა ცვლილებების ეპოქას დაემთხვა — გვიანდელი საბჭოთა პერიოდიდან საქართველოს დამოუკიდებლობამდე. ილია მეორის აღსაყდრების დღიდან საქართველოში გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რიცხვი. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ეკუთვნის საყოველთაო ნათლობის იდეა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ნათლავდა ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.ილია მეორე მორწმუნეებში უდიდესი პატივისცემით სარგებლობდა და თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სულიერ ლიდერად ითვლებოდა. მისი გარდაცვალებით საქართველომ დაკარგა არა მხოლოდ რელიგიურ მოღვაწე, არამედ ფიგურას, რომელმაც საზოგადოება ყველაზე რთულ პერიოდებში გააერთიანა.
ილია მეორე იყო საქართველოს სულიერი ლიდერი - ადამიანი, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში სათავეში ედგა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მილიონობით ადამიანისთვის რწმენის, ერთიანობისა და იმედის სიმბოლოდ იქცა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
მისი მოღვაწეობა ცვლილებების ეპოქას დაემთხვა — გვიანდელი საბჭოთა პერიოდიდან საქართველოს დამოუკიდებლობამდე. ილია მეორის აღსაყდრების დღიდან საქართველოში გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რიცხვი.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ეკუთვნის საყოველთაო ნათლობის იდეა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ნათლავდა ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.
ილია მეორე მორწმუნეებში უდიდესი პატივისცემით სარგებლობდა და თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სულიერ ლიდერად ითვლებოდა. მისი გარდაცვალებით საქართველომ დაკარგა არა მხოლოდ რელიგიურ მოღვაწე, არამედ ფიგურას, რომელმაც საზოგადოება ყველაზე რთულ პერიოდებში გააერთიანა.