აშშ-მა საქართველოსთვის ვიზის მიღების წესი შეცვალა - დეტალები

© photo: Sputnik / Artur Gabdrakhmanov / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2026
გამოწერა
სავიზო გირაოს პროგრამის მიზანია მნიშვნელოვნად შემცირდეს ვიზის მიმღებთა რაოდენობა, ვინც აშშ-ში ყოფნის ვადებს აჭარბებს და ქვეყანაში არალეგალურად რჩებიან.
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველო იმ ქვეყნების სიას დაემატა, რომლის მოქალაქეებსაც აშშ-ის ბიზნეს და ტურისტულ ვიზაზე განაცხადის გასაკეთებლად 15 ათას დოლარამდე ოდენობის დეპოზიტის წარდგენა მოეთხოვებათ. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
18 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო და კიდევ 11 ქვეყანა (კამბოჯა, ეთიპოია, გრენადა, ლესოთო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელები, ტუნისი) დაამატა იმ ქვეყნების სიას, რომლის მოქალაქეებსაც სავიზო გირაოს გადახდა მოუწევთ გარკვეული მოკლევადიანი ვიზებისთვის - საუბარია B1 (ბიზნესი) და B2 (ტურიზმი/სამედიცინო მკურნალობა) ტიპის ვიზებზე.
შესაბამისი გადაწყვეტილება 2 აპრილიდან ამოქმედდება. გირაოს თანხა დაუბრუნდებათ იმ პირებს, რომლებიც სამშობლოში ვიზისა და გირაოს პირობების დაცვით დაბრუნდებიან ან თუ აშშ-ში საერთოდ არ გაემგზავრებიან.
სავიზო გირაოს პროგრამის მიზანია მნიშვნელოვნად შემცირდეს ვიზის მიმღებთა რაოდენობა, ვინც აშშ-ში ყოფნის ვადებს აჭარბებს და ქვეყანაში არალეგალურად რჩებიან. აღნიშნული პროგ­რა­მა, რო­გორც „ვი­ზის ვა­დის გა­და­ცი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლი­სა და ზო­გა­დად არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცი­ის შე­ზღუდ­ვის ნა­წი­ლი“, გა­სულ წელს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ იქნა შე­მო­ღე­ბუ­ლი.
უწყების ცნობით, აპრილიდან იმ ქვეყნების რაოდენობა, რომელთა მოქალაქეებზეც ეს მოთხოვნა გავრცელდება, 50-ს მიაღწევს. პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული ქვეყნების მოქალაქეებმა უნდა წარადგინონ გირაო 5 000, 10 000 ან 15 000 დოლარის ოდენობით, რაც დამოკიდებულია კონკრეტულ გარემოებებსა და იმ საკონსულო ოფიცრის გადაწყვეტილებაზე, რომელიც განაცხადს განიხილავს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სავიზო გირაოს გადახდა ვიზის მიღების გარანტიას არ იძლევა.
ცნობისთვის, მსგავსი ტიპის სიაში უკვე იყვნენ: ალჟირი, ანგოლა, ანტიგუა და ბარბუდა, ბანგლადეში, ბენინი, ბუტანი, ბოტსვანა, ბურუნდი, კაბო-ვერდე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კოტ-დ’ივუარი, კუბა, ჯიბუტი, დომინიკა, ფიჯი, გაბონი, გამბია, გვინეა, გვინეა-ბისაუ, ყირგიზეთი, მალავი, მავრიტანია, ნამიბია, ნეპალი, ნიგერია, სან-ტომე და პრინსიპი, სენეგალი, ტაჯიკეთი, ტანზანია, ტოგო, ტონგა, თურქმენეთი, ტუვალუ, უგანდა, ვანუატუ, ვენესუელა, ზამბია და ზიმბაბვე.
2026 წლის 21 იანვრიდან აშშ-მ საქართველოსა და კიდევ 74 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემა დროებით შეაჩერა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეიზღუდა იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზოგადოებრივი სარგებლის გამოყენების მაღალ რისკს წარმოადგენენ.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
ყველა ახალი ამბავი
0