უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანა სცადეს

ოქრო - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2026
გამოწერა
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება 76 ათას ლარს ააჭარბებს
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საბაჟო-გამშვებ პუნქტ "ყაზბეგის" მებაჟე-ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის რამდენიმე ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მებაჟე-ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს (საერთო წონით 248,95 გრამი) ნაკეთობები და ძვირფასი ქვები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 76.669 ლარი შეადგინა.
ერთი სამართალდამრღვევი პირის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო სამი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად საერთო ჯამში 36.322 ლარით დაჯარიმდა.
ყველა ახალი ამბავი
0