https://sputnik-georgia.com/20260317/ruset-ukrainis-konfliqti-297671591.html
მიმოხილვა: ბრძოლა სლავიანსკისთვის და რუსეთის შეტევის ძირითადი მიმართულებები
მიმოხილვა: ბრძოლა სლავიანსკისთვის და რუსეთის შეტევის ძირითადი მიმართულებები
Sputnik საქართველო
რუსეთის სამხედროები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში სტრატეგიულ ინიციატივას ინარჩუნებენ. ისინი შეტევას ფრონტის ყველა მონაკვეთზე ახორციელებენ და მარტის ორ... 17.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-17T18:52+0400
2026-03-17T18:52+0400
2026-03-18T20:53+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
მიმოხილვები
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/11/297633268_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_bb2ee1a51a7111939706fe2354beee23.jpg
რუსეთის სამხედროები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში სტრატეგიულ ინიციატივას ინარჩუნებენ. ისინი შეტევას ფრონტის ყველა მონაკვეთზე ახორციელებენ და მარტის ორ კვირაში თორმეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. დონბასში გაზაფხული განსაკუთრებით ცხელი იქნება.რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა 16 მარტს სპეციალური ოპერაციის ზონაში დაჯგუფება „სამხრეთის“ სამხედროების მიერ საბრძოლო ამოცანების შესრულება შეამოწმა. მან აღნიშნა გენერალ-პოლკოვნიკ სერგეი მედვედევის ხელმძღვანელობით მოქმედი შენაერთებისა და ნაწილების წარმატებები, სამხედროებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა და მომავლისთვის ჯარების ამოცანები დააზუსტა.ვალერი გერასიმოვმა ხაზი გაუსვა მარტის განსაკუთრებულ საბრძოლო დინამიკას: გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შეტევითი მოქმედებების შედეგად, ორ კვირაში გათავისუფლდა 12 დასახლებული პუნქტი. განსაკუთრებით ინტენსიური ბრძოლები სლავიანსკი–კრამატორსკი–კონსტანტინოვკის გამაგრებული რაიონის მიდამოებში მიმდინარეობს. მე-3 არმიის შენაერთები და ნაწილები აქტიურად მიიწევენ ფართო ფრონტზე სლავიანსკის მიმართულებით. ქალაქ კონსტანტინოვკის 60 პროცენტზე მეტი რუსეთის კონტროლის ქვეშაა. წინა ხაზმა ქალაქ სევერსკის დასავლეთით 12 კილომეტრით გადაიწია. გათავისუფლებულია დასახლებული პუნქტები რეზნიკოვკა, გოლუბოვკა და კალენიკი.აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება კრასნოლიმანის მიმართულებით, სადაც დაჯგუფება „დასავლეთის“ მოიერიშე ქვედანაყოფებმა კრასნი ლიმანის ნახევარზე მეტი უკვე გაათავისუფლეს. მარტში, წარმატებული მოქმედებების შედეგად, გათავისუფლდა ასევე დრობიშევო, იაროვაია და სოსნოვოე. უახლოეს მომავალში ამ სიას ალექსანდროვკაც შეემატება. ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს დნრ-ისა და ზაპოროჟიეს ოთხ ქალაქში.ბრძოლები მიმდინარეობს ასევე დაჯგუფება „ცენტრის“ პასუხისმგებლობის ზონაში, რომელიც დობროპოლიეს მიმართულებით მიიწევს. სრულდება გრიშინოსა და ნოვი დონბასის გათავისუფლება, ხოლო ქალაქ ბელიცკესთვის ბრძოლები გრძელდება. „ცენტრი“ დნეპროპეტროვსკის ოლქში უსაფრთხოების ზოლს ქმნის, მიმდინარეობს ბრძოლები დასახლებული პუნქტების ნოვოპავლოვკისა და ნოვოპოდგოროდნოეს დასაკავებლად.დაჯგუფება „ჩრდილოეთი“ აფართოებს უსაფრთხოების ზოლს სუმისა და ხარკოვის ოლქების სასაზღვრო რაიონებში. აქ მარტში კონტროლის ქვეშ მოექცა დასახლებული პუნქტები ბობილევკა, როგოზნოე, ჩერვონაია ზარია, მალაია ბობილევკა და კრუგლოე.დაჯგუფება „დასავლეთის“ შენაერთები უკრაინის შეიარაღებული ძალების იმ ქვედანაყოფების ნარჩენების ლიკვიდაციას აგრძელებენ, რომლებიც მდინარე ოსკოლის მარცხენა ნაპირზე, ნოვოოსინოვოს მახლობლად, არიან ბლოკირებული.დაჯგუფება „აღმოსავლეთის“ ჯარები ზაპოროჟიეს ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში ინიციატივას მყარად ინარჩუნებენ და დასავლეთის მიმართულებით მიიწევენ, მიუხედავად უკრაინული სარდლობის მცდელობებისა, შეაჩეროს მათი შეტევა. მათთან მომიჯნავე დაჯგუფება „დნეპრი“ ქალაქ ზაპოროჟიეს მიმართულებით შეტევას აგრძელებს. გათავისუფლებულია დასახლებული პუნქტი ვესელიანკა. ორეხოვოში კვლავ ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს. ამ მიმართულებაზე ბოლო ერთნახევარ თვეში მოწინააღმდეგემ დაკარგა2500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 120 ერთეული ტექნიკა. უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ყველაზე მძიმე დრო ჯერ კიდევ წინ არის.რუსეთის შეტევის გაზაფხულის დინამიკა მოწინააღმდეგეს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. ზაპოროჟიეს ოლქში მე-5 გვარდიული არმიის „აღმოსავლეთის ექსპრესი“ თითქმის შეუჩერებლად მიიწევდა ზალიზნიჩნოეს (ჟელეზნოდოროჟნოეს) დასავლეთით და მიაღწია სოფელ გულიაიპოლსკოეს გარეუბნებს. ზაპოროჟიეში „ტორნადო-С“-ის რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემის დარტყმით განადგურდა უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი ლოჯისტიკური ჰაბი.მანამდე „ისკანდერის“ დარტყმით განადგურდა ნატო-ს „მოხალისეთა “ საიდუმლო ბაზა სოფელ ლეტკიში, კიევის მახლობლად. უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან მივლენილი ალიანსის მრჩევლებიდან, პრაქტიკულად, აღარაფერი დარჩა. გარდა ამისა, რუსულმა ჯარებმა, ფაქტობრივად, „ცეცხლით გადაუარეს“ მოწინააღმდეგის ქვედანაყოფებს კუნძულ ზმეინიზე. ეს პატარა კლდოვანი კუნძული, რომელიც ოდესის ოლქის სანაპიროდან 35 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას აძლევს, რადიოლოკაციური სადგურები და რადიოელექტრონული დაზვერვის საშუალებები განათავსონ, გაუშვან უპილოტო კატერები და ყირიმის ხიდს და რუსეთის საექსპორტო მარშრუტებს დააკვირდნენ. ამიტომ ზმეინის პერიოდულად „გაწმენდა“ ცეცხლით აუცილებელი ხდება.უკრაინულმა ჯარებმა სუმის ოლქში მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს. ნეკროლოგების ანალიზმა სპეციალისტებს აჩვენა, რომ სხვებზე მეტად უკრაინის შეიარაღებული ძალების 158-ე ცალკე მოტომსროლელი ბრიგადა არის გამოფიტული. ქვეითი ჯარის დეფიციტის გამო, მოწინააღმდეგის მთელი თავდაცვა უფრო მეტად ეყრდნობა FPV-დრონების მკვრივ ფარდას და წინა ხაზის საყრდენ პუნქტებში ცოცხალი ძალით ნაკლებად არის უზრუნველყოფილი. ასეთი მეთოდით ფრონტის მდგრადობის უზრუნველყოფა შეუძლებელია. დასავლეთს შეუძლია, კიევის ხელისუფლებას მიაწოდოს გარკვეული თანხები, შეიარაღება და საბრძოლო მასალა, თუმცა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცოცხალი ძალის დეფიციტის კომპენსირება კოლუმბიელი დაქირავებული მებრძოლებით შეუძლებელია.პენტაგონის წარუმატებელი ოპერაცია ირანში სწრაფად ხარჯავს აშშ-ს არსენალებს, ართმევს კიევის რეჟიმს იარაღის სტაბილურ მიწოდებას და თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას სრულად გამორიცხავს. გარდა ამისა, თეთრი სახლის მოლაპარაკებების გუნდმა ისეთი სიმარტივით გადააქცია პოლიტიკური „შეთანხმება“ ირანის ლიდერის ცინიკურ მკვლელობად, რომ მოსკოვში „ანკორიჯის სული“, პრაქტიკულად, გაიფანტა. აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დამაჯერებლად აჩვენა: ამერიკულ დიპლომატიის ნდობა არ შეიძლება. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევის შესახებ დისკურსი მხოლოდ სამხედრო გზით თანდათან დომინანტური ხდება კრემლში, საზოგადოებაში, დონბასში და ფრონტის სხვა მონაკვეთებზე.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გუშინ აღნიშნა უკრაინის მოუმზადებლობა მოლაპარაკებებისთვის და რუსეთის გადაწყვეტილება, მიზნებს სამხედრო გზით მიაღწიოს: ამერიკულმა გაზეთმა The Washington Post-მა დაადასტურა: „დიპლომატია აზრს კარგავს მსოფლიოში, სადაც შეერთებული შტატები მზად არის, თავისი მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალა გამოიყენოს“. უკრაინასა და ირანში ვხედავთ, როგორ სამარცხვინოდ დასრულდება ამერიკული ჰეგემონია და აშშ-ს ხელმძღვანელობით შექმნილი „მსოფლიო წესრიგი“.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/11/297633268_165:0:2896:2048_1920x0_80_0_0_c01da3f98429c789099c0269d28d2891.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, მიმოხილვები, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი
ანალიტიკა, მოსაზრება, მიმოხილვები, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი
რუსეთის სამხედროები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში სტრატეგიულ ინიციატივას ინარჩუნებენ. ისინი შეტევას ფრონტის ყველა მონაკვეთზე ახორციელებენ და მარტის ორ კვირაში თორმეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. დონბასში გაზაფხული განსაკუთრებით ცხელი იქნება.
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა 16 მარტს სპეციალური ოპერაციის ზონაში დაჯგუფება „სამხრეთის“ სამხედროების მიერ საბრძოლო ამოცანების შესრულება შეამოწმა. მან აღნიშნა გენერალ-პოლკოვნიკ სერგეი მედვედევის ხელმძღვანელობით მოქმედი შენაერთებისა და ნაწილების წარმატებები, სამხედროებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა და მომავლისთვის ჯარების ამოცანები დააზუსტა.
ვალერი გერასიმოვმა ხაზი გაუსვა მარტის განსაკუთრებულ საბრძოლო დინამიკას: გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შეტევითი მოქმედებების შედეგად, ორ კვირაში გათავისუფლდა 12 დასახლებული პუნქტი. განსაკუთრებით ინტენსიური ბრძოლები სლავიანსკი–კრამატორსკი–კონსტანტინოვკის გამაგრებული რაიონის მიდამოებში მიმდინარეობს. მე-3 არმიის შენაერთები და ნაწილები აქტიურად მიიწევენ ფართო ფრონტზე სლავიანსკის მიმართულებით. ქალაქ კონსტანტინოვკის 60 პროცენტზე მეტი რუსეთის კონტროლის ქვეშაა. წინა ხაზმა ქალაქ სევერსკის დასავლეთით 12 კილომეტრით გადაიწია. გათავისუფლებულია დასახლებული პუნქტები რეზნიკოვკა, გოლუბოვკა და კალენიკი.
აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება კრასნოლიმანის მიმართულებით, სადაც დაჯგუფება „დასავლეთის“ მოიერიშე ქვედანაყოფებმა კრასნი ლიმანის ნახევარზე მეტი უკვე გაათავისუფლეს. მარტში, წარმატებული მოქმედებების შედეგად, გათავისუფლდა ასევე დრობიშევო, იაროვაია და სოსნოვოე. უახლოეს მომავალში ამ სიას ალექსანდროვკაც შეემატება. ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს დნრ-ისა და ზაპოროჟიეს ოთხ ქალაქში.
ბრძოლები მიმდინარეობს ასევე დაჯგუფება „ცენტრის“ პასუხისმგებლობის ზონაში, რომელიც დობროპოლიეს მიმართულებით მიიწევს. სრულდება გრიშინოსა და ნოვი დონბასის გათავისუფლება, ხოლო ქალაქ ბელიცკესთვის ბრძოლები გრძელდება. „ცენტრი“ დნეპროპეტროვსკის ოლქში უსაფრთხოების ზოლს ქმნის, მიმდინარეობს ბრძოლები დასახლებული პუნქტების ნოვოპავლოვკისა და ნოვოპოდგოროდნოეს დასაკავებლად.
დაჯგუფება „ჩრდილოეთი“ აფართოებს უსაფრთხოების ზოლს სუმისა და ხარკოვის ოლქების სასაზღვრო რაიონებში. აქ მარტში კონტროლის ქვეშ მოექცა დასახლებული პუნქტები ბობილევკა, როგოზნოე, ჩერვონაია ზარია, მალაია ბობილევკა და კრუგლოე.
დაჯგუფება „დასავლეთის“ შენაერთები უკრაინის შეიარაღებული ძალების იმ ქვედანაყოფების ნარჩენების ლიკვიდაციას აგრძელებენ, რომლებიც მდინარე ოსკოლის მარცხენა ნაპირზე, ნოვოოსინოვოს მახლობლად, არიან ბლოკირებული.
დაჯგუფება „აღმოსავლეთის“ ჯარები ზაპოროჟიეს ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში ინიციატივას მყარად ინარჩუნებენ და დასავლეთის მიმართულებით მიიწევენ, მიუხედავად უკრაინული სარდლობის მცდელობებისა, შეაჩეროს მათი შეტევა. მათთან მომიჯნავე დაჯგუფება „დნეპრი“ ქალაქ ზაპოროჟიეს მიმართულებით შეტევას აგრძელებს. გათავისუფლებულია დასახლებული პუნქტი ვესელიანკა. ორეხოვოში კვლავ ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს. ამ მიმართულებაზე ბოლო ერთნახევარ თვეში მოწინააღმდეგემ დაკარგა2500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 120 ერთეული ტექნიკა. უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ყველაზე მძიმე დრო ჯერ კიდევ წინ არის.
რუსეთის შეტევის გაზაფხულის დინამიკა მოწინააღმდეგეს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. ზაპოროჟიეს ოლქში მე-5 გვარდიული არმიის „აღმოსავლეთის ექსპრესი“ თითქმის შეუჩერებლად მიიწევდა ზალიზნიჩნოეს (ჟელეზნოდოროჟნოეს) დასავლეთით და მიაღწია სოფელ გულიაიპოლსკოეს გარეუბნებს. ზაპოროჟიეში „ტორნადო-С“-ის რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემის დარტყმით განადგურდა უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი ლოჯისტიკური ჰაბი.
მანამდე „ისკანდერის“ დარტყმით განადგურდა ნატო-ს „მოხალისეთა “ საიდუმლო ბაზა სოფელ ლეტკიში, კიევის მახლობლად. უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან მივლენილი ალიანსის მრჩევლებიდან, პრაქტიკულად, აღარაფერი დარჩა. გარდა ამისა, რუსულმა ჯარებმა, ფაქტობრივად, „ცეცხლით გადაუარეს“ მოწინააღმდეგის ქვედანაყოფებს კუნძულ ზმეინიზე. ეს პატარა კლდოვანი კუნძული, რომელიც ოდესის ოლქის სანაპიროდან 35 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას აძლევს, რადიოლოკაციური სადგურები და რადიოელექტრონული დაზვერვის საშუალებები განათავსონ, გაუშვან უპილოტო კატერები და ყირიმის ხიდს და რუსეთის საექსპორტო მარშრუტებს დააკვირდნენ. ამიტომ ზმეინის პერიოდულად „გაწმენდა“ ცეცხლით აუცილებელი ხდება.
უკრაინულმა ჯარებმა სუმის ოლქში მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს. ნეკროლოგების ანალიზმა სპეციალისტებს აჩვენა, რომ სხვებზე მეტად უკრაინის შეიარაღებული ძალების 158-ე ცალკე მოტომსროლელი ბრიგადა არის გამოფიტული. ქვეითი ჯარის დეფიციტის გამო, მოწინააღმდეგის მთელი თავდაცვა უფრო მეტად ეყრდნობა FPV-დრონების მკვრივ ფარდას და წინა ხაზის საყრდენ პუნქტებში ცოცხალი ძალით ნაკლებად არის უზრუნველყოფილი. ასეთი მეთოდით ფრონტის მდგრადობის უზრუნველყოფა შეუძლებელია. დასავლეთს შეუძლია, კიევის ხელისუფლებას მიაწოდოს გარკვეული თანხები, შეიარაღება და საბრძოლო მასალა, თუმცა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცოცხალი ძალის დეფიციტის კომპენსირება კოლუმბიელი დაქირავებული მებრძოლებით შეუძლებელია.
პენტაგონის წარუმატებელი ოპერაცია ირანში სწრაფად ხარჯავს აშშ-ს არსენალებს, ართმევს კიევის რეჟიმს იარაღის სტაბილურ მიწოდებას და თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას სრულად გამორიცხავს. გარდა ამისა, თეთრი სახლის მოლაპარაკებების გუნდმა ისეთი სიმარტივით გადააქცია პოლიტიკური „შეთანხმება“ ირანის ლიდერის ცინიკურ მკვლელობად, რომ მოსკოვში „ანკორიჯის სული“, პრაქტიკულად, გაიფანტა. აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დამაჯერებლად აჩვენა: ამერიკულ დიპლომატიის ნდობა არ შეიძლება. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევის შესახებ დისკურსი მხოლოდ სამხედრო გზით თანდათან დომინანტური ხდება კრემლში, საზოგადოებაში, დონბასში და ფრონტის სხვა მონაკვეთებზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გუშინ აღნიშნა უკრაინის მოუმზადებლობა მოლაპარაკებებისთვის და რუსეთის გადაწყვეტილება, მიზნებს სამხედრო გზით მიაღწიოს:
„ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ერთგულნი ვართ მოლაპარაკებებით გადაწყვეტის. მაგრამ, რადგან კიევის რეჟიმი ამისთვის მზად არ არის, ჩვენ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს ადგილზე, სამხედრო მოქმედებებით მივაღწევთ, რაც ახლა სწორედ ასე მიმდინარეობს“.
ამერიკულმა გაზეთმა The Washington Post-მა დაადასტურა: „დიპლომატია აზრს კარგავს მსოფლიოში, სადაც შეერთებული შტატები მზად არის, თავისი მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალა გამოიყენოს“. უკრაინასა და ირანში ვხედავთ, როგორ სამარცხვინოდ დასრულდება ამერიკული ჰეგემონია და აშშ-ს ხელმძღვანელობით შექმნილი „მსოფლიო წესრიგი“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე