კულტურის სამინისტროში პირველი ქართული ფილმის ავტორი გაიხსენეს

© photo: Revaz Makhatadze / FB კინოსტუდია „ქართული ფილმი“
კინოსტუდია „ქართული ფილმი“ - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2026
გამოწერა
ვასილ ამაშუკელმა ქართულ კულტურას განვითარების ახალი კარი გაუღო და, ამავე დროს, იმ ეპოქის ისტორია უნიკალური კადრებით შემოგვინახა, აღნიშნეს კულკტურის სამინისტროში.
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. პირველი ქართული ფილმის ავტორის, კინორეჟისორისა და ოპერატორის ვასილ ამაშუკელის დაბადებიდან 140 წელი გავიდა, იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტრო.
ვასილ ამაშუკელი ქართული კინოს ფუძემდებელია. სწორედ მის მიერაა გადაღებული პირველი სრულმეტრაჟიანი ქართული დოკუმენტური ფილმი - "აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში".
"ვასილ ამაშუკელმა ქართულ კულტურას განვითარების ახალი კარი გაუღო და, ამავე დროს, იმ ეპოქის ისტორია უნიკალური კადრებით შემოგვინახა", - აღნიშულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში 1912 წელს". სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია . ამ მოგზაურობაში ვასილ ამაშუკელი თან ახლდა აკაკი წერეთელს და ყოველ მნიშვნელოვან მომენტს იღებდა.
ფილმის პრემიერა 1912 წლის 20 სექტემბერს ქუთაისში, კინოთეატრ "რადიუმში" გაიმართა. ჩვენებას აკაკიც დაესწრო, შეიკრიბა ნაღები საზოგადოება, უკრავდა კინოთეატრის ორკესტრიც... ფილმი აჩვენეს თბილისში, ჭიათურაში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდსა და სტამბოლში, ასევე ფილმმა მოიარა რუსეთის იმპერიის დიდი ქალაქები.
ფილმს მაღალ შეფასებას მისცა ფრანგმა კინომცოდნემ ჟორჟ სადულიმ, რომელიც წერდა: "რამდენადაც ვიცი, 1912 წლამდე, არც ერთ ქვეყანაში, არც ერთი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი არც ერთი ცნობილი პიროვნებისადმი არ მიუძღვნიათ". ფირის ორიგინალი დაცულია გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმში, საქართველოს ეროვნულ არქივში კი 1954 წელს გადაღებული ასლი ინახება.
"აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმშ", ერთადერთია ვასილ ამაშუკელის მიერ გადაღებული ფილმებიდან რომლიც თანამედროვეობას შემორჩა. ცნობილია , რომ ამაშულელმა გადაიღო და მაყურებელს უჩვენა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური სიუჟეტები: "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სეირნობა პარკში", "ი. რამიშვილის სტამბის მუშაობა", "მუშაობა ნავთის ჭაბურღილებთან", "შეჯიბრება ცურვაში", "ქვანახშირის ზიდვა აქლემებით", "ქართული სცენის მოღვაწენი" და სხვა.
ყველა ახალი ამბავი
0