https://sputnik-georgia.com/20260317/kidev-ertxel-gayides-sakutari-tavi-qartuli-ocnebis-reaqcia-gvaramias-gancxadebaze-297635184.html
„კიდევ ერთხელ გაყიდეს საკუთარი თავი“: „ქართული ოცნების“ რეაქცია გვარამიას განცხადებაზე
„კიდევ ერთხელ გაყიდეს საკუთარი თავი“: „ქართული ოცნების“ რეაქცია გვარამიას განცხადებაზე
Sputnik საქართველო
მათ გარედან რევოლუციის მოწყობა ვერ შეძლეს, ამიტომ სიტუაციის შიგნიდან დესტაბილიზაციას ცდილობენ, განაცხადა პოლიტიკოსმა. 17.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-17T22:12+0400
2026-03-17T22:12+0400
2026-03-17T22:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252298365_0:98:1280:818_1920x0_80_0_0_612424f16b91cbebb070468251df6ef5.jpg
თბილისი, 17 მარტი - Sputnik. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს ოპოზიციაზე გარე გავლენის არსებობას და ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა მარიამ ლაშხმა.მანამდე გვარამიამ განაცხადა, რომ ოპოზიციის გაერთიანება იყო „როგორც პარტნიორების, ისე ელექტორატის დაკვეთა“. მისი თქმით, მანამდე ასეთი გაერთიანებისთვის პირობები არ არსებობდა, ხოლო ნაადრევ მცდელობებს „ფიქციური გაერთიანება“ შეიძლება გამოეწვია.მაგრამ მსგავსი დავალებების მიღება და მათი მხილება ქართული საზოგადოებისთვის არახალია, აღნიშნა დეპუტატმა.„მათ კიდევ ერთხელ გაყიდეს საკუთარი თავი. თუ არ გამოუვიდათ რევოლუცია გარედან, ახლა სურთ, იქნებ შიგნით გააფუჭონ რამე, რის საშუალებასაც არ მივცემთ“, - აღნიშნა მან.მარტის დასაწყისში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ საქართველოში „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნის შესახებ განაცხადა. მათი თქმით, ისინი აპირებენ „ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას“. ალიანსში შევიდნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და „თავისუფლების მოედანი“.დამფუძნებლების თქმით, ალიანსის მიზანია „ავტოკრატიული რეჟიმის“ დასრულება, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღდგენა და დემოკრატიული მმართველობის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფა.„ქართული ოცნება“ კი მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის გარშემოც ალიანსი შეიქმნა, ფაქტობრივად, აგრძელებს ძველებურად მოქმედებას და მუშაობს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.ხელისუფლება ამ ძალებს „რადიკალურ ოპოზიციას“ და „კოლექტიურ ეროვნულ მოძრაობას“ უწოდებს და მათ, ასევე ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252298365_73:89:1093:854_1920x0_80_0_0_3d053235a9aa65a960255f1c297914d6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
„კიდევ ერთხელ გაყიდეს საკუთარი თავი“: „ქართული ოცნების“ რეაქცია გვარამიას განცხადებაზე
მათ გარედან რევოლუციის მოწყობა ვერ შეძლეს, ამიტომ სიტუაციის შიგნიდან დესტაბილიზაციას ცდილობენ, განაცხადა პოლიტიკოსმა.
თბილისი, 17 მარტი - Sputnik. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს ოპოზიციაზე გარე გავლენის არსებობას და ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა მარიამ ლაშხმა.
მანამდე გვარამიამ განაცხადა, რომ ოპოზიციის გაერთიანება იყო „როგორც პარტნიორების, ისე ელექტორატის დაკვეთა“. მისი თქმით, მანამდე ასეთი გაერთიანებისთვის პირობები არ არსებობდა, ხოლო ნაადრევ მცდელობებს „ფიქციური გაერთიანება“ შეიძლება გამოეწვია.
„ვხედავთ, რომ ისინი კიდევ ერთხელ ამხელენ საკუთარ თავს, რომ დავალებებს გარედან იღებენ. ჩვენი ქვეყნის ისტორიის განმავლობაში გვახსოვს, რომ ყველაზე უფრო დამაზიანებლები შიდა ძალები იყვნენ, რომლებიც მავნებლურ დავალებებს ასრულებდნენ“, - აღნიშნა ლაშხმა.
მაგრამ მსგავსი დავალებების მიღება და მათი მხილება ქართული საზოგადოებისთვის არახალია, აღნიშნა დეპუტატმა.
„მათ კიდევ ერთხელ გაყიდეს საკუთარი თავი. თუ არ გამოუვიდათ რევოლუცია გარედან, ახლა სურთ, იქნებ შიგნით გააფუჭონ რამე, რის საშუალებასაც არ მივცემთ“, - აღნიშნა მან.
მარტის დასაწყისში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ საქართველოში „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნის შესახებ განაცხადა. მათი თქმით, ისინი აპირებენ „ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას“. ალიანსში შევიდნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და „თავისუფლების მოედანი“.
დამფუძნებლების თქმით, ალიანსის მიზანია „ავტოკრატიული რეჟიმის“ დასრულება, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღდგენა და დემოკრატიული მმართველობის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
„ქართული ოცნება“ კი მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის გარშემოც ალიანსი შეიქმნა, ფაქტობრივად, აგრძელებს ძველებურად მოქმედებას და მუშაობს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.
ხელისუფლება ამ ძალებს „რადიკალურ ოპოზიციას“ და „კოლექტიურ ეროვნულ მოძრაობას“ უწოდებს და მათ, ასევე ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.