https://sputnik-georgia.com/20260316/saqartvelos-pirveli-ledi-vasingtons-ewveva-297600484.html
საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონს ეწვევა
საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონს ეწვევა
Sputnik საქართველო
თამარ ბაგრატიონი აშშ-ში პრეზიდენტ ტრამპის მეუღლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. 16.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-16T12:31+0400
2026-03-16T12:31+0400
2026-03-16T12:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
საქართველოს პრეზიდენტი
დონალდ ტრამპი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0b/249181865_0:149:3115:1901_1920x0_80_0_0_31c42a02c570a6cf2d215b7e13769818.jpg
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით გლობალურ სამიტში - "ერთად უკეთესი მომავლისთვის" მიიღებს მონაწილეობას, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში"იმედის კვირა". სამიტი, რომლის მიზანია ბავშვების განათლების, განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა მოწინავე ტექნოლოგიების უსაფრთხო და ინოვაციური გამოყენების გზით, ვაშინგტონში 24-25 მარტს გაიმართება. "ჩვენ გააზრებული გვაქვს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება არსებულ გამოწვევებში თუ როგორი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, უნდა გვქონდეს ჩამოყალიბებული პოზიცია და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ამ ჭრილში არის განსახილველი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობა და ჩვენ გულწრფელები ვართ და მზად ვართ ამ საკითხების განსახილველად. იქიდან კეთილი ნების კონტურები გამოკვეთილია ვიზიტებთან დაკავშირებით. მაგალითად, ახლა ჩემი მეუღლე მიემგზავრება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მეუღლის მიწვევით. როცა ურთიერთობაზეა საუბარი, ესეც კეთილი ნების გამომჟღავნებაა, რომ პირდაპირი მიწვევა არის ჩემი მეუღლის სახელზე პირველი ლედის მხრიდან", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. მესმის, რომ ნამდვილად არ იქნება მარტივი იმ ნეგატივის გაანალიზება ასე სწრაფად, რომელიც დატოვებული იყო წინა ადმინისტრაციის მხრიდან და გაგებით შეიძლება მოვეკიდოთ ამ პროცესს. თუმცა, ის ნათქვამი, რომ ისინი ამზადებენ ამ პროცესებს, ესეც რეალობაში ძალიან კარგად არის გაგებული ჩვენი მხრიდან. ჩვენ არსად გვეჩქარება, აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა. საქართველო და აშშ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა. შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს. ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს". ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.მელანია ტრამპის სამიტიღონისძიება ვაშინგტონში 24-25 მარტს არის დაგეგმილი. დასასწრებად მოწვეულნი არიან სხვადასხვა ქვეყნის პირველი ლედები. განხილული იქნება ბავშვების, განათლებისა და სოციალური პროგრამების თემები. ეს დაკავშირებულია მელანიას ინიციატივასთან, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერას, (მათ შორის პროექტს Fostering the Future („მომავლის ხელშეწყობა“).
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0b/249181865_191:0:2922:2048_1920x0_80_0_0_bbe6ec2aac30688e3d85d58b5283e0b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , საქართველოს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , საქართველოს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი
საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონს ეწვევა
თამარ ბაგრატიონი აშშ-ში პრეზიდენტ ტრამპის მეუღლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით გლობალურ სამიტში - "ერთად უკეთესი მომავლისთვის" მიიღებს მონაწილეობას, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში"იმედის კვირა".
სამიტი, რომლის მიზანია ბავშვების განათლების, განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა მოწინავე ტექნოლოგიების უსაფრთხო და ინოვაციური გამოყენების გზით, ვაშინგტონში 24-25 მარტს გაიმართება.
"ჩვენ გააზრებული გვაქვს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება არსებულ გამოწვევებში თუ როგორი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, უნდა გვქონდეს ჩამოყალიბებული პოზიცია და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ამ ჭრილში არის განსახილველი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობა და ჩვენ გულწრფელები ვართ და მზად ვართ ამ საკითხების განსახილველად. იქიდან კეთილი ნების კონტურები გამოკვეთილია ვიზიტებთან დაკავშირებით. მაგალითად, ახლა ჩემი მეუღლე მიემგზავრება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მეუღლის მიწვევით. როცა ურთიერთობაზეა საუბარი, ესეც კეთილი ნების გამომჟღავნებაა, რომ პირდაპირი მიწვევა არის ჩემი მეუღლის სახელზე პირველი ლედის მხრიდან", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მესმის, რომ ნამდვილად არ იქნება მარტივი იმ ნეგატივის გაანალიზება ასე სწრაფად, რომელიც დატოვებული იყო წინა ადმინისტრაციის მხრიდან და გაგებით შეიძლება მოვეკიდოთ ამ პროცესს. თუმცა, ის ნათქვამი, რომ ისინი ამზადებენ ამ პროცესებს, ესეც რეალობაში ძალიან კარგად არის გაგებული ჩვენი მხრიდან. ჩვენ არსად გვეჩქარება, აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
ღონისძიება ვაშინგტონში 24-25 მარტს არის დაგეგმილი. დასასწრებად მოწვეულნი არიან სხვადასხვა ქვეყნის პირველი ლედები. განხილული იქნება ბავშვების, განათლებისა და სოციალური პროგრამების თემები. ეს დაკავშირებულია მელანიას ინიციატივასთან, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერას, (მათ შორის პროექტს Fostering the Future („მომავლის ხელშეწყობა“).