https://sputnik-georgia.com/20260316/saqartvelos-nakrebi-ragbi-evropis-cempionatis-finalsi-portugaliastan-damarcxda-297599827.html
რაგბი: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
რაგბი: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები ევროპის 17-გზის ჩემპიონია. 16.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-16T11:21+0400
2026-03-16T11:21+0400
2026-03-16T11:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/10/297599206_0:222:1227:912_1920x0_80_0_0_c54c4248bb5f538ba18aa48cc24d8124.jpg
თბილისი, 16 მარტი - Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან მოულოდნელად დამარცხდა ანგარიშით 17-19.პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ორი ლელო დაუდო მეტოქეს, პორტუგალიამ კი ერთი ჯარიმა გაიტანა. „ბორჯღალოსნები“ მატჩის პირველ ნახევარში თამაშს დამაჯერებლად აკონტროლებდნენ. შესვენებაზე გუნდები 12:3 ანგარიშით გავიდნენ.შესვენების შემდეგ პორტუგალიელები შეტევაში გააქტიურდნენ და ორი ზუსტი საჯარიმოთი სხვაობა შეამცირეს.მოწინააღმდეგის ზეწოლის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა ქულების დაგროვება მოახერხა - შეცვლაზე შემოსულმა ბექა გორგაძემ ლელო დადო და გუნდის ლიდერობა 17-9-მდე გაზარდა.თამაშის დასრულებამდე ათი წუთით ადრე პორტუგალიელებმა კვლავ შეამცირეს სხვაობა - ზუსტი საჯარიმოს შედეგად ისინი ქართველებს ხუთი ქულით მიუახლოვდნენ.სიტუაცია მას შემდეგ რართულდა, რაც მსაჯმა ოთარ მეტრეველი ათი წუთით გააძევა. პორტუგალიელებმა სწრაფად ისარგებლეს რიცხობრივი უპირატესობით: პინტოს მიერ დადებული ლელო ვარეირომ გარდასახა და პორტუგალიის ნაკრები დაწინაურდა – 19:17.დარჩენილ დროში საქართველომ აქტიურად შეუტია და გამარჯვების წართმევა სცადა, მაგრამ მეტოქემ დაცვაში კარგად ითამაშა და საბოლოოდ რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელი გათამაშების გამარჯვებული პორტუგალია გახდა.ფინალამდე გაიმართა მატჩი მესამე ადგილისთვის, რომელშიც ესპანეთმა რუმინეთი 29:23 დაამარცხა.მესამე ადგილისთვის მატჩში ესპანეთმა რუმინეთი 29-23 დაამარცხა.საქართველოს ნაკრები ევროპის 17-გზის ჩემპიონია. გასულ წელს ბორჯღალოსნებმა ფინალში ესპანეთი 46-28 დაამარცხეს.2024 წელს ფინალში საქართველომ პორტუგალია 36-10 დაამარცხა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/10/297599206_0:107:1227:1027_1920x0_80_0_0_e5dfcfdf603c1d7312881e26c12b29e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
რაგბი: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
11:21 16.03.2026 (განახლებულია: 11:22 16.03.2026) საქართველოს ნაკრები ევროპის 17-გზის ჩემპიონია.
თბილისი, 16 მარტი - Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან მოულოდნელად დამარცხდა ანგარიშით 17-19.
პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ორი ლელო დაუდო მეტოქეს, პორტუგალიამ კი ერთი ჯარიმა გაიტანა. „ბორჯღალოსნები“ მატჩის პირველ ნახევარში თამაშს დამაჯერებლად აკონტროლებდნენ. შესვენებაზე გუნდები 12:3 ანგარიშით გავიდნენ.
შესვენების შემდეგ პორტუგალიელები შეტევაში გააქტიურდნენ და ორი ზუსტი საჯარიმოთი სხვაობა შეამცირეს.
მოწინააღმდეგის ზეწოლის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა ქულების დაგროვება მოახერხა - შეცვლაზე შემოსულმა ბექა გორგაძემ ლელო დადო და გუნდის ლიდერობა 17-9-მდე გაზარდა.
თამაშის დასრულებამდე ათი წუთით ადრე პორტუგალიელებმა კვლავ შეამცირეს სხვაობა - ზუსტი საჯარიმოს შედეგად ისინი ქართველებს ხუთი ქულით მიუახლოვდნენ.
სიტუაცია მას შემდეგ რართულდა, რაც მსაჯმა ოთარ მეტრეველი ათი წუთით გააძევა. პორტუგალიელებმა სწრაფად ისარგებლეს რიცხობრივი უპირატესობით: პინტოს მიერ დადებული ლელო ვარეირომ გარდასახა და პორტუგალიის ნაკრები დაწინაურდა – 19:17.
დარჩენილ დროში საქართველომ აქტიურად შეუტია და გამარჯვების წართმევა სცადა, მაგრამ მეტოქემ დაცვაში კარგად ითამაშა და საბოლოოდ რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელი გათამაშების გამარჯვებული პორტუგალია გახდა.
ფინალამდე გაიმართა მატჩი მესამე ადგილისთვის, რომელშიც ესპანეთმა რუმინეთი 29:23 დაამარცხა.
მესამე ადგილისთვის მატჩში ესპანეთმა რუმინეთი 29-23 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრები ევროპის 17-გზის ჩემპიონია. გასულ წელს ბორჯღალოსნებმა ფინალში ესპანეთი 46-28 დაამარცხეს.
2024 წელს ფინალში საქართველომ პორტუგალია 36-10 დაამარცხა.