როგორ შეაფასა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი ლედის აშშ-ში მიწვევა

© Ministry of Foreign Affairs of Georgiaმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2026
გამოწერა
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით გლობალურ სამიტში - "ერთად უკეთესი მომავლისთვის" მიიღებს მონაწილეობას.
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პირველი ლედი იქნება აშშ-ის პირველი ლედის ორგანიზებულ ფორუმზე, ეს კარგი შესაძლებლობაა საქართველოს წარმოსაჩენადაც, ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტის კითხვას: შეიძლება თუ არა, აშშ-თან ურთიერთობის დასტაბილურების მორიგ ნაბიჯად თამარ ბაგრატიონის ვაშინგტონში ვიზიტი ჩაითვალოს?
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით გლობალურ სამიტში - "ერთად უკეთესი მომავლისთვის" მიიღებს მონაწილეობას.
"რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პირველი ლედი იქნება ფორუმზე, რომელიც ორგანზებულია აშშ-ის პირველი ლედის მიერ. საკითხიც მნიშვნელოვანია და ჩვენთვის კარგი შესაძლებლობაა, საქართველო იყოს იმ ღონისძიებაზე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის პატრონაჟით ტარდება. ზოგადად, ასევე კარგი შესაძლებლობა იქნება საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით საქართველოს წარმოსაჩენად", – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
სამიტი, რომლის მიზანია ბავშვების განათლების, განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა მოწინავე ტექნოლოგიების უსაფრთხო და ინოვაციური გამოყენების გზით, ვაშინგტონში 24-25 მარტს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0