https://sputnik-georgia.com/20260316/papuasvili-xelisuflebastan-dialogs-sisxlis-samartlis-damnasaveebi-moitxoven-297610893.html
პაპუაშვილი: ხელისუფლებასთან დიალოგს სისხლის სამართლის დამნაშავეები მოითხოვენ
პაპუაშვილი: ხელისუფლებასთან დიალოგს სისხლის სამართლის დამნაშავეები მოითხოვენ
Sputnik საქართველო
თუკი რადიკალებმა რამეზე უნდა ისაუბრონ, ეს არის საქართველოს კონსტიტუცია, რომელსაც ისინი უხეშად არღვევენ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ 16.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-16T23:37+0400
2026-03-16T23:37+0400
2026-03-16T23:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/11/249229309_0:208:1995:1330_1920x0_80_0_0_fc813d22cb66344b5ec536afc4fba4c7.jpg
თბილისი, 16 მარტი - Sputnik. პოლიტიკურ დიალოგს მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოითხოვენ სისხლის სამართლის დამნაშავეები და ისინი, ვინც მუდმივად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციური პარტია „ლელოს“ განცხადების საპასუხოდ.ოპოზიციური პარტია „ლელო - ძლიერი საქართველო“ გამოვიდა წინადადებით, დაიწყოს დიალოგი „ქართულ ოცნებასა“ და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხალხის მხარდაჭერა მოიპოვეს. „ლელო“ მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ „პოლიტპატიმრები“.მისი თქმით, თუკი რადიკალებმა რამეზე უნდა ისაუბრონ, ეს არის საქართველოს კონსტიტუცია, რომელსაც ისინი უხეშად არღვევენ.„რადიკალურ ჯგუფებს პრობლემა არ აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან, მათ პრობლემა აქვთ საქართველოს კონსტიტუციასთან. ამიტომ თუკი რამესთან დაკავშირებით მათ უნდა ილაპარაკონ, უნდა ილაპარაკონ კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის კოდექსზე, საკითხებზე, რომელიც მათ ასე უხვად აქვთ დარღვეული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.რაც შეეხება „ლელოს“, აღნიშნა სპიკერმა, „ქართულ ოცნებას“ ამ პარტიას სალაპარაკო არ აქვს.მანამდე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან დიალოგის მთავარ წინაპირობად მის მიერ მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარება დაასახელა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/11/249229309_579:268:1995:1330_1920x0_80_0_0_c43d8cbec3d0625e18c55744a6b0986e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ქართული ოპოზიცია
პაპუაშვილი: ხელისუფლებასთან დიალოგს სისხლის სამართლის დამნაშავეები მოითხოვენ
თუკი რადიკალებმა რამეზე უნდა ისაუბრონ, ეს არის საქართველოს კონსტიტუცია, რომელსაც ისინი უხეშად არღვევენ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ
თბილისი, 16 მარტი - Sputnik. პოლიტიკურ დიალოგს მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოითხოვენ სისხლის სამართლის დამნაშავეები და ისინი, ვინც მუდმივად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციური პარტია „ლელოს“ განცხადების საპასუხოდ.
ოპოზიციური პარტია „ლელო - ძლიერი საქართველო“ გამოვიდა წინადადებით, დაიწყოს დიალოგი „ქართულ ოცნებასა“ და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხალხის მხარდაჭერა მოიპოვეს. „ლელო“ მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ „პოლიტპატიმრები“.
„პრობლემა არის არა ის, რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, პრობლემა ის არის, რომ ითხოვენ პოლიტიკურ დიალოგს კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, თუკი რადიკალებმა რამეზე უნდა ისაუბრონ, ეს არის საქართველოს კონსტიტუცია, რომელსაც ისინი უხეშად არღვევენ.
„რადიკალურ ჯგუფებს პრობლემა არ აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან, მათ პრობლემა აქვთ საქართველოს კონსტიტუციასთან. ამიტომ თუკი რამესთან დაკავშირებით მათ უნდა ილაპარაკონ, უნდა ილაპარაკონ კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის კოდექსზე, საკითხებზე, რომელიც მათ ასე უხვად აქვთ დარღვეული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება „ლელოს“, აღნიშნა სპიკერმა, „ქართულ ოცნებას“ ამ პარტიას სალაპარაკო არ აქვს.
მანამდე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან დიალოგის მთავარ წინაპირობად მის მიერ მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარება დაასახელა.