https://sputnik-georgia.com/20260316/omi-axlo-armosavletsi-297604302.html
The Telegraph: აშშ ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ქვეითთა ელიტურ ქვედანაყოფს გზავნის
The Telegraph: აშშ ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ქვეითთა ელიტურ ქვედანაყოფს გზავნის
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 მარტი - Sputnik. აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობას ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ქვეითთა ელიტური რაზმი გადაჰყავს, იუწყება გამოცემა The Telegraph. 16.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-16T18:07+0400
2026-03-16T18:07+0400
2026-03-16T18:07+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ
ირანი
პოლიტიკა
კონფლიქტები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/15/251794313_0:41:1300:772_1920x0_80_0_0_9718797e3606b92c222fc100cdcc0984.jpg
თბილისი, 16 მარტი - Sputnik. აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობას ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ქვეითთა ელიტური რაზმი გადაჰყავს, იუწყება გამოცემა The Telegraph.გამოცემის ინფორმაციით, 2 500-კაციანი ოპერატიული ჯგუფი მოიცავს ქვეითთა კონტინგენტს, ჯავშანტექნიკასა და არტილერიას, ასევე საავიაციო რაზმს ვერტმფრენებითა და გამანადგურებლებით. ჯგუფს ემატება მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და სარდლობის ქვედანაყოფები, ხომალდები და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით აღჭურვილი ესკორტი.ბოლო დღეებში მედიაში სულ უფრო ხშირად ვრცელდება ცნობები ირანში აშშ-ის შესაძლო სახმელეთო ოპერაციის შესახებ. თავდაპირველად ვაშინგტონი ამ შესაძლებლობას უარყოფდა, თუმცა ესკალაციიდან სამი კვირის შემდეგ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პოზიცია შეარბილა. დღეს მან პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და განაცხადა, რომ სამხედრო სტრატეგიის დეტალების გაჟღერებას არ აპირებს.გასულ კვირას WSJ წერდა, რომ ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთში დამატებით ძალებს ჰორმუზის სრუტეში გემებზე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ თავდასხმების გახშირების გამო გზავნის. სრუტე ფაქტობრივად ბლოკირებულია, რამაც ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაქჩიმ განაცხადა, რომ თეირანი გარკვეულ ქვეყნებთან სრუტეში უსაფრთხო გადაადგილების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. რაც შეეხება ამერიკელთა შესაძლო სახმელეთო ოპერაციას, ირანში არაერთხელ აღნიშნეს, რომ მზად არიან საკუთარ ტერიტორიაზე „დახვდნენ“ მათ და სათანადო პასუხი გასცენ.
აშშ
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/15/251794313_108:0:1192:813_1920x0_80_0_0_f4767e394bd7eb2277a57979f4a78fc4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , ირანი , პოლიტიკა, კონფლიქტები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , ირანი , პოლიტიკა, კონფლიქტები
თბილისი, 16 მარტი - Sputnik. აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობას ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ქვეითთა ელიტური რაზმი გადაჰყავს, იუწყება გამოცემა
The Telegraph. „ამერიკულ მხარეს მისიის ხასიათი არ დაუკონკრეტებია, თუმცა, სავარაუდოდ, ელიტურ ქვედანაყოფს ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის აღდგენა დაევალება“, — ნათქვამია პუბლიკაციაში.
გამოცემის ინფორმაციით, 2 500-კაციანი ოპერატიული ჯგუფი მოიცავს ქვეითთა კონტინგენტს, ჯავშანტექნიკასა და არტილერიას, ასევე საავიაციო რაზმს ვერტმფრენებითა და გამანადგურებლებით. ჯგუფს ემატება მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და სარდლობის ქვედანაყოფები, ხომალდები და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით აღჭურვილი ესკორტი.
ბოლო დღეებში მედიაში სულ უფრო ხშირად ვრცელდება ცნობები ირანში აშშ-ის შესაძლო სახმელეთო ოპერაციის შესახებ. თავდაპირველად ვაშინგტონი ამ შესაძლებლობას უარყოფდა, თუმცა ესკალაციიდან სამი კვირის შემდეგ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პოზიცია შეარბილა. დღეს მან პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და განაცხადა, რომ სამხედრო სტრატეგიის დეტალების გაჟღერებას არ აპირებს.
გასულ კვირას WSJ წერდა, რომ ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთში დამატებით ძალებს ჰორმუზის სრუტეში გემებზე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ თავდასხმების გახშირების გამო გზავნის. სრუტე ფაქტობრივად ბლოკირებულია, რამაც ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაქჩიმ განაცხადა, რომ თეირანი გარკვეულ ქვეყნებთან სრუტეში უსაფრთხო გადაადგილების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. რაც შეეხება ამერიკელთა შესაძლო სახმელეთო ოპერაციას, ირანში არაერთხელ აღნიშნეს, რომ მზად არიან საკუთარ ტერიტორიაზე „დახვდნენ“ მათ და სათანადო პასუხი გასცენ.