გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

© Roads Department of Georgiaლარსის გზა
ლარსის გზა - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2026
გამოწერა
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
"გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - აღნიშულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში,
გუდაური -კობის მონაკვეთი ტრანსპორტისთვის ზვავსაშიშროების გამო გასული დღე ღამის განმავლობაში უკვე მეორედ ჩაიკეტა.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი"–"ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.
ყველა ახალი ამბავი
0