https://sputnik-georgia.com/20260316/ass-iranis-konfliqti-297671249.html
მოსაზრება: აშშ ქმნის ახალ კოალიციას ირანის წინააღმდეგ ომისთვის
მოსაზრება: აშშ ქმნის ახალ კოალიციას ირანის წინააღმდეგ ომისთვის
Sputnik საქართველო
ირანის წინააღმდეგ ომისთვის სახელმწიფოთა კოალიციის შექმნის მცდელობა მხოლოდ ამძაფრებს აშშ-ს სტრატეგიულ შეცდომას და, შესაძლოა, უმძიმესი შედეგები მოუტანოს როგორც... 16.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-16T20:48+0400
2026-03-16T20:48+0400
2026-03-18T20:49+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
კონფლიქტები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/12/297671079_0:157:3080:1890_1920x0_80_0_0_79e284e82ef2baa622343eab96715d57.jpg
ირანის წინააღმდეგ ომისთვის სახელმწიფოთა კოალიციის შექმნის მცდელობა მხოლოდ ამძაფრებს აშშ-ს სტრატეგიულ შეცდომას და, შესაძლოა, უმძიმესი შედეგები მოუტანოს როგორც ახლო აღმოსავლეთის რეგიონს, ისე მსოფლიო ეკონომიკას. აგრესიასა და ესკალაციას გამარჯვება არ მოაქვს, თუმცა ყოველი ამერიკელი პრეზიდენტი ცდილობს ისტორიის „თავიდან გადაწერას“, წარსული გეოპოლიტიკური კატასტროფების გაუთვალისწინებლად.„ჰამენეის რეჟიმის“ მდგრადობა აშშ-სა და ისრაელის აგრესიის პირობებში, აგრეთვე ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მიერ ყოველდღიურად განხორციელებული მასირებული სარაკეტო დარტყმები ახლო აღმოსავლეთში მდებარე პენტაგონის სამხედრო ბაზებსა და ისრაელის თავდაცვის ძალების ობიექტებზე, აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, არ აძლევს საშუალებას, ირანზე გამარჯვება გამოაცხადოს, როგორც ეს 2025 წლის ივნისში მოხდა. ბოლოს და ბოლოს, არავინ დაიჯერებს იმ ადამიანის გამარჯვებას, რომელმაც შუბლი კედელს შეახეთქა.პენტაგონმა მხოლოდ ორ დღეში შვიდი „საჰაერო ტანკერი“ დაკარგა— ბოინგი KC-135, რომელთა თითოეულის ღირებულება, დაახლოებით, 40–60 მილიონ დოლარს შეადგენს. აშკარაა, რომ ამერიკელებს ძალა არ ჰყოფნით, ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ დამაჯერებლად წარმოსაჩენად. ისრაელის ოპერაცია „ლომის ღრიალი“ სულ უფრო ჰიენის ყმუილს ჰგავს. ამიტომაც აუცილებელი ხდება სხვა ამერიკელი მოკავშირეების ჩართვა, იმისათვის, რომ ირანში სამხედრო მარცხის სირცხვილი ყველამ ერთად გაიზიაროს. თავის დროზე, ასე მოხდა ერაყში, ავღანეთში, სირიასა და ლიბიაში.აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაბულ სახელმწიფოებსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მოუწოდა, ირანის წინააღმდეგ ომს შეუერთდნენ. არაბული სახელმწიფოების ლიგა საერთოარაბული სამხედრო კონტინგენტის შექმნის შესაძლებლობას სწავლობს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები კი აშკარად არ ისურვებენ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს ინტერესებისთვის ბრძოლას, მაშინაც კი, თუ მათ „მწუხარე მომავლით“ დაემუქრებიან. მანამდე ტრამპმა შესთავაზა ჩინეთს, იაპონიასა და სამხრეთ კორეას, თავიანთი სამხედრო ხომალდები ჰორმუზის სრუტეში გაეგზავნათ, თუმცა, ამ იდეამ არც ერთ ქვეყანაში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. თვით „ყოველთვის მზადმყოფი“ ქურთებიც კი შეერთებულ შტატებს მკაცრ პირობებს უყენებენ, მათი შეიარაღებული ძალების ირანის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციებში მონაწილეობისათვის. მიუხედავად მოკავშირეების საერთო პასიურობისა, თეთრი სახლი უახლოეს დღეებში ახალი სამხედრო კოალიციის შექმნის გამოცხადებას გეგმავს ჰორმუზის სრუტის „დასაკავებლად“.სადესანტო ხომალდ „ტრიპოლი”-ს და მის ბორტზე მყოფი 31-ე საექსპედიციო კორპუსს (დაახლოებით 2200 საზღვაო ქვეითი) იაპონიიდან ახლო აღმოსავლეთში გადაისროლენ. 40 000 ტონა წყალწყობითი ხომალდი გადაადგილდება სარაკეტო კრეისერ რობერტ სმოლსისა და ესმინეც რაფაელ პერალტას თანხლებით. „ტრიპოლის“ ბორტზე შესაძლებელია 20-მდე გამანადგურებელი F-35B ტიპის თვითმფრინავის განთავსება.ირანმა უკვე განაცხადა, რომ მზად არის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირებისთვის ამერიკის არმიასა და მის მოკავშირეებთან, როგორც ზღვაზე, ისე ხმელეთზე. ლიბანური მოძრაობა ჰეზბოლა ლიბანში ისრაელის თავდაცვის ძალებს უკვე ებრძვის. იემენური მოძრაობა ანსარ ალაჰი (ჰუსიტები) კი აცხადებს, რომ ანტიირანული კოალიციის შექმნის შემთხვევაში, გადაკეტავს ბაბ ელ-მანდების სრუტეს (მის ყველაზე ვიწრო ნაწილში სიგანე, დაახლოებით, 26 კილომეტრია), რომელიც წითელ ზღვას და ადენის ყურეს აკავშირებს. ეს არის სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ნავთობის გადაზიდვის ერთ-ერთი ალტერნატიული მარშრუტი, ამიტომ ჰუსიტების მუქარა მხოლოდ სიტყვები არ არის.ჰორმუზის სრუტეს დანაღმვა (ან ბლოკადა) თეირანის ერთ-ერთი მთავარი იარაღია შესაძლო სამხედრო კონფლიქტში. თუმცა, ირანს სხვა მრავალი „დამალული კოზირიც“ აქვს. ირანი პენტაგონისა და ისრაელის თავდაცვის ძალების ობიექტებზე დარტყმებისთვის ორსაფეხურიან ბალისტიკურ რაკეტებს “საჯილს” იყენებს, რომელთა საბრძოლო ქობინის მასა, დაახლოებით, 1500 კილოგრამს შეადგენს. ამასთან, ირანს თავისი ყველაზე ახალი ტიპის რაკეტები ჯერ კიდევ არ გამოუყენებია.11 მარტს ამერიკის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ გაფრთხილება გააკეთა, რომ, შესაძლოა, ირანულმა დრონებმა ზღვის მხრიდან აშშ-ს ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე დარტყმები განახორციელონ. პენტაგონის განცხადებები, თითქოს და ირანის რაკეტების 90 პროცენტი და უპილოტო საფრენი აპარატების 95 პროცენტი განადგურებულია, ბევრისთვის არადამაჯერებელია. არავის აქვს ზუსტი ინფორმაცია ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის რეალური არსენალის შესახებ.ამერიკელი და ისრაელელი ოფიციალური პირების პროგნოზები, რომ ომი სამი კვირის განმავლობაში დასრულდება, დიდ უნდობლობას იწვევს. მხოლოდ ირანის კუნძულ ხარკზე (რომლის ზომებია დაახლოებით 8 × 4 კილომეტრი) კონტროლის დამყარებაც კი მოითხოვს ცალკე სამხედრო ოპერაციას, საზღვაო ქვეითების კონტინგენტის გამოყენებასა და მნიშვნელოვან დროს.ამასთან, ამერიკული ჯარების მიერ ირანის მთელ სანაპირო ზოლზე (დაახლოებით 2440 კილომეტრზე, რომელიც სპარსეთის ყურესა და ომანის ყურეს გასწვრივაა გადაჭიმული) კონტროლის დამყარება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. აღარაფერს ვამბობთ სამხედრო ოპერაციებზე ირანის მთელ ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 1,64 მილიონ კვადრატულ კილომეტრს აღწევს (ეს, დაახლოებით, ოთხი ერაყის ან სამი ავღანეთის ტერიტორიის ტოლია).ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტი თანდათან ხანგრძლივ ხასიათს იღებს და მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივა თითქმის არ ჩანს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნები საკმაოდ თავშეკავებულად პასუხობენ დონალდ ტრამპის მოწოდებებს, რომ ალიანსი „მეხუთე მუხლის“ საფუძველზე გაერთიანდეს.ზოგიერთმა ქვეყანამ პირდაპირ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას არ მიიღებს. ოფიციალურად ბრძოლაზე უარი თქვეს დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ესპანეთმა. ნატოს მიღმა არსებული პრივილეგირებული მოკავშირეებიც — ავსტრალია და იაპონია — ასევე უარყოფენ სპარსეთის ყურეში სამხედრო ხომალდების ან ჯარების გაგზავნის შესაძლებლობას.ევროპის ბევრ პოლიტიკოსსაც ესმის, რამდენად რთული, სადავო და სახიფათოა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს კიდევ ერთი სამხედრო ოპერაცია. სპარსეთის ყურეს მონარქიებიც აცნობიერებენ, რომ ირანის შესაძლო დარტყმების საფრთხის ქვეშ ისინი სწორედ იმიტომ აღმოჩნდნენ, რომ საკუთარ ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზები განათავსეს, რომლებსაც პენტაგონი ირანზე დარტყმებისთვის იყენებდა.თეირანი მეზობლებს არაერთხელ აფრთხილებდა, რომ შეერთებული შტატები საკუთარ ინტერესებს ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენებს. ირანის აზრით, რეგიონში მშვიდობის მისაღწევად ერთადერთი გზა პენტაგონის სამხედრო ბაზების რეგიონიდან გაყვანაა.უცნობია, დაიწყებენ თუ არა ქურთული შეიარაღებული ფორმირებები ირანის სამთავრობო ძალებთან ბრძოლას. ქურთული სახელმწიფოებრიობის იდეა უკვე ას წელზე მეტია, დასავლეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებთან არის დაკავშირებული. ამერიკულმა ჟურნალმა „ამერიკან კონსერვატივმა“ ახლახან კიდევ ერთხელ შეახსენა მკითხველს, რომ ქურთების რთული ურთიერთობა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსა და პენტაგონთან ხშირად მსხვერპლსა და ღალატს უკავშირდებოდა.ამიტომ მრავალმილიონიანი ქურთი მოსახლეობის ახალგაზრდა თაობას, რომელიც ირანის, ერაყის, თურქეთისა და სირიის მომიჯნავე ტერიტორიებზე ცხოვრობს, შესაძლოა, ძველი შეცდომების განმეორება არ სურდეს.არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური შედეგი: ახლო აღმოსავლეთში პენტაგონის ოპერაციის აშკარა პრობლემების ფონზე, ამერიკის ადმინისტრაცია სწრაფად კარგავს ინტერესს უკრაინის მიმართ. ამერიკული იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების შესაძლო მკვეთრი შემცირება კიევის ხელისუფლებისთვის სერიოზულ პრობლემას შექმნის, რომლის სრულად კომპენსირებაც ევროპული კავშირის ფინანსური რესურსებითაც კი რთული იქნება.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/12/297671079_175:0:2906:2048_1920x0_80_0_0_00b647c79a078d1f4f773f1c1ada2709.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, კონფლიქტები
ანალიტიკა, მოსაზრება, კონფლიქტები
ირანის წინააღმდეგ ომისთვის სახელმწიფოთა კოალიციის შექმნის მცდელობა მხოლოდ ამძაფრებს აშშ-ს სტრატეგიულ შეცდომას და, შესაძლოა, უმძიმესი შედეგები მოუტანოს როგორც ახლო აღმოსავლეთის რეგიონს, ისე მსოფლიო ეკონომიკას. აგრესიასა და ესკალაციას გამარჯვება არ მოაქვს, თუმცა ყოველი ამერიკელი პრეზიდენტი ცდილობს ისტორიის „თავიდან გადაწერას“, წარსული გეოპოლიტიკური კატასტროფების გაუთვალისწინებლად.
„ჰამენეის რეჟიმის“ მდგრადობა აშშ-სა და ისრაელის აგრესიის პირობებში, აგრეთვე ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მიერ ყოველდღიურად განხორციელებული მასირებული სარაკეტო დარტყმები ახლო აღმოსავლეთში მდებარე პენტაგონის სამხედრო ბაზებსა და ისრაელის თავდაცვის ძალების ობიექტებზე, აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, არ აძლევს საშუალებას, ირანზე გამარჯვება გამოაცხადოს, როგორც ეს 2025 წლის ივნისში მოხდა. ბოლოს და ბოლოს, არავინ დაიჯერებს იმ ადამიანის გამარჯვებას, რომელმაც შუბლი კედელს შეახეთქა.
პენტაგონმა მხოლოდ ორ დღეში შვიდი „საჰაერო ტანკერი“ დაკარგა— ბოინგი KC-135, რომელთა თითოეულის ღირებულება, დაახლოებით, 40–60 მილიონ დოლარს შეადგენს. აშკარაა, რომ ამერიკელებს ძალა არ ჰყოფნით, ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ დამაჯერებლად წარმოსაჩენად. ისრაელის ოპერაცია „ლომის ღრიალი“ სულ უფრო ჰიენის ყმუილს ჰგავს. ამიტომაც აუცილებელი ხდება სხვა ამერიკელი მოკავშირეების ჩართვა, იმისათვის, რომ ირანში სამხედრო მარცხის სირცხვილი ყველამ ერთად გაიზიაროს. თავის დროზე, ასე მოხდა ერაყში, ავღანეთში, სირიასა და ლიბიაში.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაბულ სახელმწიფოებსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მოუწოდა, ირანის წინააღმდეგ ომს შეუერთდნენ. არაბული სახელმწიფოების ლიგა საერთოარაბული სამხედრო კონტინგენტის შექმნის შესაძლებლობას სწავლობს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები კი აშკარად არ ისურვებენ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს ინტერესებისთვის ბრძოლას, მაშინაც კი, თუ მათ „მწუხარე მომავლით“ დაემუქრებიან.
მანამდე ტრამპმა შესთავაზა ჩინეთს, იაპონიასა და სამხრეთ კორეას, თავიანთი სამხედრო ხომალდები ჰორმუზის სრუტეში გაეგზავნათ, თუმცა, ამ იდეამ არც ერთ ქვეყანაში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. თვით „ყოველთვის მზადმყოფი“ ქურთებიც კი შეერთებულ შტატებს მკაცრ პირობებს უყენებენ, მათი შეიარაღებული ძალების ირანის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციებში მონაწილეობისათვის.
მიუხედავად მოკავშირეების საერთო პასიურობისა, თეთრი სახლი უახლოეს დღეებში ახალი სამხედრო კოალიციის შექმნის გამოცხადებას გეგმავს ჰორმუზის სრუტის „დასაკავებლად“.
სადესანტო ხომალდ „ტრიპოლი”-ს და მის ბორტზე მყოფი 31-ე საექსპედიციო კორპუსს (დაახლოებით 2200 საზღვაო ქვეითი) იაპონიიდან ახლო აღმოსავლეთში გადაისროლენ. 40 000 ტონა წყალწყობითი ხომალდი გადაადგილდება სარაკეტო კრეისერ რობერტ სმოლსისა და ესმინეც რაფაელ პერალტას თანხლებით. „ტრიპოლის“ ბორტზე შესაძლებელია 20-მდე გამანადგურებელი F-35B ტიპის თვითმფრინავის განთავსება.
ირანმა უკვე განაცხადა, რომ მზად არის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირებისთვის ამერიკის არმიასა და მის მოკავშირეებთან, როგორც ზღვაზე, ისე ხმელეთზე. ლიბანური მოძრაობა ჰეზბოლა ლიბანში ისრაელის თავდაცვის ძალებს უკვე ებრძვის. იემენური მოძრაობა ანსარ ალაჰი (ჰუსიტები) კი აცხადებს, რომ ანტიირანული კოალიციის შექმნის შემთხვევაში, გადაკეტავს ბაბ ელ-მანდების სრუტეს (მის ყველაზე ვიწრო ნაწილში სიგანე, დაახლოებით, 26 კილომეტრია), რომელიც წითელ ზღვას და ადენის ყურეს აკავშირებს. ეს არის სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ნავთობის გადაზიდვის ერთ-ერთი ალტერნატიული მარშრუტი, ამიტომ ჰუსიტების მუქარა მხოლოდ სიტყვები არ არის.
ჰორმუზის სრუტეს დანაღმვა (ან ბლოკადა) თეირანის ერთ-ერთი მთავარი იარაღია შესაძლო სამხედრო კონფლიქტში. თუმცა, ირანს სხვა მრავალი „დამალული კოზირიც“ აქვს. ირანი პენტაგონისა და ისრაელის თავდაცვის ძალების ობიექტებზე დარტყმებისთვის ორსაფეხურიან ბალისტიკურ რაკეტებს “საჯილს” იყენებს, რომელთა საბრძოლო ქობინის მასა, დაახლოებით, 1500 კილოგრამს შეადგენს. ამასთან, ირანს თავისი ყველაზე ახალი ტიპის რაკეტები ჯერ კიდევ არ გამოუყენებია.
11 მარტს ამერიკის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ გაფრთხილება გააკეთა, რომ, შესაძლოა, ირანულმა დრონებმა ზღვის მხრიდან აშშ-ს ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე დარტყმები განახორციელონ. პენტაგონის განცხადებები, თითქოს და ირანის რაკეტების 90 პროცენტი და უპილოტო საფრენი აპარატების 95 პროცენტი განადგურებულია, ბევრისთვის არადამაჯერებელია. არავის აქვს ზუსტი ინფორმაცია ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის რეალური არსენალის შესახებ.
ამერიკელი და ისრაელელი ოფიციალური პირების პროგნოზები, რომ ომი სამი კვირის განმავლობაში დასრულდება, დიდ უნდობლობას იწვევს. მხოლოდ ირანის კუნძულ ხარკზე (რომლის ზომებია დაახლოებით 8 × 4 კილომეტრი) კონტროლის დამყარებაც კი მოითხოვს ცალკე სამხედრო ოპერაციას, საზღვაო ქვეითების კონტინგენტის გამოყენებასა და მნიშვნელოვან დროს.
ამასთან, ამერიკული ჯარების მიერ ირანის მთელ სანაპირო ზოლზე (დაახლოებით 2440 კილომეტრზე, რომელიც სპარსეთის ყურესა და ომანის ყურეს გასწვრივაა გადაჭიმული) კონტროლის დამყარება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. აღარაფერს ვამბობთ სამხედრო ოპერაციებზე ირანის მთელ ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 1,64 მილიონ კვადრატულ კილომეტრს აღწევს (ეს, დაახლოებით, ოთხი ერაყის ან სამი ავღანეთის ტერიტორიის ტოლია).
ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტი თანდათან ხანგრძლივ ხასიათს იღებს და მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივა თითქმის არ ჩანს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნები საკმაოდ თავშეკავებულად პასუხობენ დონალდ ტრამპის მოწოდებებს, რომ ალიანსი „მეხუთე მუხლის“ საფუძველზე გაერთიანდეს.
ზოგიერთმა ქვეყანამ პირდაპირ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას არ მიიღებს. ოფიციალურად ბრძოლაზე უარი თქვეს დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ესპანეთმა. ნატოს მიღმა არსებული პრივილეგირებული მოკავშირეებიც — ავსტრალია და იაპონია — ასევე უარყოფენ სპარსეთის ყურეში სამხედრო ხომალდების ან ჯარების გაგზავნის შესაძლებლობას.
ევროპის ბევრ პოლიტიკოსსაც ესმის, რამდენად რთული, სადავო და სახიფათოა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს კიდევ ერთი სამხედრო ოპერაცია. სპარსეთის ყურეს მონარქიებიც აცნობიერებენ, რომ ირანის შესაძლო დარტყმების საფრთხის ქვეშ ისინი სწორედ იმიტომ აღმოჩნდნენ, რომ საკუთარ ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზები განათავსეს, რომლებსაც პენტაგონი ირანზე დარტყმებისთვის იყენებდა.
თეირანი მეზობლებს არაერთხელ აფრთხილებდა, რომ შეერთებული შტატები საკუთარ ინტერესებს ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენებს. ირანის აზრით, რეგიონში მშვიდობის მისაღწევად ერთადერთი გზა პენტაგონის სამხედრო ბაზების რეგიონიდან გაყვანაა.
უცნობია, დაიწყებენ თუ არა ქურთული შეიარაღებული ფორმირებები ირანის სამთავრობო ძალებთან ბრძოლას. ქურთული სახელმწიფოებრიობის იდეა უკვე ას წელზე მეტია, დასავლეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებთან არის დაკავშირებული. ამერიკულმა ჟურნალმა „ამერიკან კონსერვატივმა“ ახლახან კიდევ ერთხელ შეახსენა მკითხველს, რომ ქურთების რთული ურთიერთობა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსა და პენტაგონთან ხშირად მსხვერპლსა და ღალატს უკავშირდებოდა.
ამიტომ მრავალმილიონიანი ქურთი მოსახლეობის ახალგაზრდა თაობას, რომელიც ირანის, ერაყის, თურქეთისა და სირიის მომიჯნავე ტერიტორიებზე ცხოვრობს, შესაძლოა, ძველი შეცდომების განმეორება არ სურდეს.
არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური შედეგი: ახლო აღმოსავლეთში პენტაგონის ოპერაციის აშკარა პრობლემების ფონზე, ამერიკის ადმინისტრაცია სწრაფად კარგავს ინტერესს უკრაინის მიმართ. ამერიკული იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების შესაძლო მკვეთრი შემცირება კიევის ხელისუფლებისთვის სერიოზულ პრობლემას შექმნის, რომლის სრულად კომპენსირებაც ევროპული კავშირის ფინანსური რესურსებითაც კი რთული იქნება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე