https://sputnik-georgia.com/20260315/somxeti-saqartvelomde-eleqtrogadamcem-xazs-aasenebs-297597242.html
სომხეთი საქართველომდე ელექტროგადამცემ ხაზს ააშენებს
სომხეთი საქართველომდე ელექტროგადამცემ ხაზს ააშენებს
Sputnik საქართველო
ელექტროგადამცემი ხაზის - რეგიონული ენერგეტიკული დერეფნის ნაწილის - მშენებლობა რამდენჯერმე გადაიდო 15.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-15T20:44+0400
2026-03-15T20:44+0400
2026-03-15T20:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
კავკასია
სომხეთი
ენერგეტიკა
საქართველოს ენერგეტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22792/26/227922676_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_3ea89e00d851943b44bb4b305b6745fa.jpg
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. სომხეთის მთავრობა საქართველოსკენ მომავალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გასაგრძელებლად გერმანიის განვითარების ბანკისგან (KfW) 120 მლნ ევროს სესხს და 15 მილიონი ევროს მოცულობის გრანტს მოიზიდავს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.პროექტის ფარგლებში ბანკთან პირველი საკრედიტო შეთანხმებები 2014–2015 წლებში გაფორმდა, თუმცა სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ გასული წლის ბოლოს დაიწყო. მანამდე, პროექტის განსახორციელებლად ხელი მოეწერა დაახლოებით 178 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტებს და მოზიდულ იქნა 10 მილიონი ევროს გრანტი. ამრიგად, მოზიდული დაფინანსების საერთო მოცულობა 188,75 მილიონ ევროს შეადგენს, მაშინ როცა პროექტის მთლიანი ღირებულება 542,75 მილიონი ევროა. 15 მილიონიანი გრანტი დაფინანსების დეფიციტის მხოლოდ მცირე ნაწილს დაფარავს. შესაბამისად, დაფინანსების ძებნის გაგრძელებაა საჭირო.პროექტი ითვალისწინებს 400 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას სომხეთის ცენტრალური ნაწილიდან — გეღარქუნიქის პროვინციის სოფელ დდმაშენიდან — საქართველოს საზღვრამდე. კიდევ ერთი, იმავე ძაბვის ხაზის აშენება იგეგმება ირანის საზღვრიდან დდმაშენამდე. შედეგად, ელექტროენერგიის ვაჭრობისა და ტრანზიტისთვის ენერგეტიკული დერეფნის ირანი – სომხეთი – საქართველო ფორმირება იგეგმება.ვინაიდან სომხეთისა და საქართველოს ენერგოსისტემები სხვადასხვა რეჟიმში ფუნქციონირებს, მათ დასაკავშირებლად ქვესადგურის მშენებლობაა გათვალისწინებული, რომელიც 500 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზით საქართველოს მაღალი ძაბვის ქსელს უნდა შეუერთდეს.ამ დროისთვის, გათვალისწინებული სამი ობიექტიდან მშენებლობა მხოლოდ დდმაშენსა და აირუმს შორის არსებულ ელექტროგადამცემ ხაზზე დაიწყო. მისი მშენებლობის დაახლოებით 70 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტი ინდურმა კომპანიამ KEC International Limited მოიგო, რომელმაც სამუშაოები უკვე დაიწყო.დდმაშენში ქვესადგურის აშენებაზე წინადადებები შეიტანეს გერმანულმა კომპანია Andritz Hydro GmbH-მ და China National Electric Engineering-მა. ჩინეთის სახელმწიფო ელექტროგადამცემი კორპორაციამ ასევე წარადგინა წინადადება აირუმში სასაზღვრო ქვესადგურის (DC შეერთების) მშენებლობისთვის. ამჟამად ყველა წინადადება განხილვის პროცესშია.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22792/26/227922676_63:0:2794:2048_1920x0_80_0_0_a4d03abc97054a8511753309e59a97e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, კავკასია, სომხეთი, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, კავკასია, სომხეთი, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა
სომხეთი საქართველომდე ელექტროგადამცემ ხაზს ააშენებს
ელექტროგადამცემი ხაზის - რეგიონული ენერგეტიკული დერეფნის ნაწილის - მშენებლობა რამდენჯერმე გადაიდო
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. სომხეთის მთავრობა საქართველოსკენ მომავალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გასაგრძელებლად გერმანიის განვითარების ბანკისგან (KfW) 120 მლნ ევროს სესხს და 15 მილიონი ევროს მოცულობის გრანტს მოიზიდავს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში ბანკთან პირველი საკრედიტო შეთანხმებები 2014–2015 წლებში გაფორმდა, თუმცა სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ გასული წლის ბოლოს დაიწყო. მანამდე, პროექტის განსახორციელებლად ხელი მოეწერა დაახლოებით 178 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტებს და მოზიდულ იქნა 10 მილიონი ევროს გრანტი. ამრიგად, მოზიდული დაფინანსების საერთო მოცულობა 188,75 მილიონ ევროს შეადგენს, მაშინ როცა პროექტის მთლიანი ღირებულება 542,75 მილიონი ევროა. 15 მილიონიანი გრანტი დაფინანსების დეფიციტის მხოლოდ მცირე ნაწილს დაფარავს. შესაბამისად, დაფინანსების ძებნის გაგრძელებაა საჭირო.
პროექტი ითვალისწინებს 400 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას სომხეთის ცენტრალური ნაწილიდან — გეღარქუნიქის პროვინციის სოფელ დდმაშენიდან — საქართველოს საზღვრამდე. კიდევ ერთი, იმავე ძაბვის ხაზის აშენება იგეგმება ირანის საზღვრიდან დდმაშენამდე. შედეგად, ელექტროენერგიის ვაჭრობისა და ტრანზიტისთვის ენერგეტიკული დერეფნის ირანი – სომხეთი – საქართველო ფორმირება იგეგმება.
ვინაიდან სომხეთისა და საქართველოს ენერგოსისტემები სხვადასხვა რეჟიმში ფუნქციონირებს, მათ დასაკავშირებლად ქვესადგურის მშენებლობაა გათვალისწინებული, რომელიც 500 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზით საქართველოს მაღალი ძაბვის ქსელს უნდა შეუერთდეს.
ამ დროისთვის, გათვალისწინებული სამი ობიექტიდან მშენებლობა მხოლოდ დდმაშენსა და აირუმს შორის არსებულ ელექტროგადამცემ ხაზზე დაიწყო. მისი მშენებლობის დაახლოებით 70 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტი ინდურმა კომპანიამ KEC International Limited მოიგო, რომელმაც სამუშაოები უკვე დაიწყო.
დდმაშენში ქვესადგურის აშენებაზე წინადადებები შეიტანეს გერმანულმა კომპანია Andritz Hydro GmbH-მ და China National Electric Engineering-მა. ჩინეთის სახელმწიფო ელექტროგადამცემი კორპორაციამ ასევე წარადგინა წინადადება აირუმში სასაზღვრო ქვესადგურის (DC შეერთების) მშენებლობისთვის. ამჟამად ყველა წინადადება განხილვის პროცესშია.