საქართველოში ინფლაციური რისკები იზრდება, თუმცა უმნიშვნელოდ - ანალიტიკოსები

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2026
გამოწერა
აღნიშნულია, რომ საქართველოში 9 მარტიდან მსხვილ ქსელებში ბენზინის ფასების ზრდა ფიქსირდება, დაახლოებით 4-6%-ის ფარგლებში.
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი საქართველოში ფასების ზრდაზე უმნიშვნელო გავლენას მოახდენს, აცხადებენ TBC Capital-ის ანალიტიკოსები.
საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, იყო ნავარაუდევი, რომ 2026 წელს ინფლაცია, 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა და 4%-ის ფარგლებში შენარჩუნდებოდა.
"ჩვენი შეფასებით, 2026 წლის ინფლაციაზე მიმდინარე მოვლენების ეფექტი 0.3-დან 1.2 პროცენტული პუნქტის ფარგლებში იქნება, თუ დავუშვებთ, რომ წლის ბოლოს ნავთობის ფასი კონფლიქტამდე არსებულ დონეზე ან, დაახლოებით, 10-15%-ით მეტი იქნება“, - ნათქვამია ანალიტიკოსების შეფასებაში.
აღნიშნულია, რომ საქართველოში 9 მარტიდან მსხვილ ქსელებში ბენზინის ფასების ზრდა ფიქსირდება, დაახლოებით 4-6%-ის ფარგლებში.
„იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ფასი 30%-ით არის მომატებული, ფასების კორექტირება, შესაძლოა, კვლავ გაგრძელდეს. მხედველობაშია მისაღები აღნიშნულის გავლენა სხვა პროდუქტებზეც, რადგან საწვავის ფასების ზრდა, პირდაპირი ეფექტის გარდა, შუალედური ხარჯების ზრდასაც იწვევს. მომატებულია ტრანსპორტირებისა და დაზღვევის დანახარჯებიც, რაც შემდგომ პროდუქციის ფასებში ითარგმნება“, - აღნიშნავენ ექსპერტები.
გაზრდილი რისკების ფონზე, კვლავ იმ დაშვებით, რომ ახლო აღმოსავლეთში აქტიური სამხედრო მოქმედებები დღეიდან, დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება, ანალიტიკოსებმა ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის პროგნოზი გადახედეს.
„იზრდება იმის ალბათობაც, რომ სებ-მა წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მხოლოდ 25 საბაზისო პუნქტით, 7,75%-მდე შეამციროს, ნაცვლად აქამდე არსებული 7,5%-ის მოლოდინისა“, - აღნიშნავენ ანალიტიკოსები.
რეფინანსირების განაკვეთი, რომლის ოდენობაზეც დამოკიდებულია სასესხო განაკვეთი, საქართველოში 2024 წლის გაზაფხულის ბოლოდან უცვლელი 8%-ის დონეზე რჩება.
ისრაელისა და აშშ-ის ირანის წინააღმდეგ საომარი კონფლიქტის ესკალაციის ფონზე ნავთობზე მსოფლიო ფასები 40%-ით გაიზარდა. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაწილე ქვეყნებმა ორგანიზაციის ისტორიაში ნავთობის რეკორდული მოცულობის - 400 მლნ ბარელის გამოთავისუფლება შეათანხმეს.
ყველა ახალი ამბავი
0